ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიკო697
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


რ____ო____ი - ს

ჩვენ ლამაზი სიყვარული გვქონდა,
თვალებს ვბანდით ერთმანეთს და მერე,
მერე ისევ ვიჩურჩულებთ ჩუმად,
რომ გავძღებით მალე მხოლოდ კოცნით,
ღამე გავა თვალს გავახელთ როცა,
ცას ავხედავთ მოწმენდილს და სუფთას,
ნეტარებით თავბრუდამხვევ მიწას,
ფეხს დავადგამთ ფრთებს შევისხამთ გწამდეს,

მერე ვიფრენთ მჯერა ციდან ცამდე...

სიყვარულით გვეფერება სიოც,
თმებს ამიშლის ფიქრებს წაშლის ცელქი,
შეგვიყვარდა ერთმანეთქი მეთქი...

ჩვენ დავიჭერთ მალე წამებს მჯერა
და ამ წამით ერთად გავიზრდებით,
სიყვარულით სიყვარულის მზერა,
მზის სხივებით მოთარეშე სიცხე,

ყელზე შენი შემოხედვა ვიცხე.

ჩვენ დარცხვენით გადმოგვხედავს მთვარე
და მიაწვდენს ჩვენს სიყვარულს ყველას,
მე ყველაფრის ვიწამე და მჯერა,
ჩვენ არ გვიყვარს ორი სიტყვა: "ჯერ არ"............................


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები