დღეს, წმინდა სვეტიცხოვლობას ჩემი ნიკას და გიორგის დაი უმრწემესი ჩვენი პატრიარქის ხელით იცხებს წმინდა მირონს! ასეთივე (მრავალგზის!) ბედნიერებას გისურვებთ ყველას და ყველა ქართულ ოჯახს!!!
პატარა სასწაული
ჯერ არ იცის ნიკამ ,,დედა”, ჯერ არ იცის ნიკამ ,,მამა”, მაგრამ იცის ტკბილი ძილი, იცის მადიანი ჭამა.
ნიკას უყვარს ხილის წვენი: ვაშლის, ატმის, ბროწეულის; ნიკასა ჰყავს სათამაშო მხეცუნების ოცეული;
ნიკას უყვარს ყურცქვიტები, დათუჩები და ციცები; ნიკას უყვარს სიმღერები და სანთლებთან ლაციცები;
ნიკასა აქვს სილამაზის გრძნობა, ერთობ საცნაური... მოკლედ რომ ვთქვა: ჩვენი ნიკა არის ციცქნა სასწაული!..
ნიკას უყვარს ჩახუტება, ცაცუნები და ფერება. მჯერა - ნიკა გადაგვარჩენს მე და ბებოს დაბერებას!
ნიკას უყვარს მუსიკაც და ფერხასხასა ნახატებიც... ნიკას ნიჭი დამილოცოს - მაღალ ღმერთს ვეღაღადები!..
ნიკას ღიმილებით სავსე სიხარულობს ჩვენი სახლი... ბებოს, ბაბუს - მის შემყურეს, ზრუნვა-გარჯა როგორ დაღლის!
მის დედიკოს, მის მამიკოს, მის ბებოებს, ბაბუ-პაპებს, ღმერთო, ერთო, ამასა გთხოვ - ნუ მოაკლებ ამგვარ ღლაპებს!!!
ღლაპია თუ ანგელოზი, საყვარელი როა ასე?!. მინდა ნიკას სადღეგრძელოდ სულ ხელთ მეპყრას თასი სავსე!
1995. 11.
დღეს ნიკას და - თამარ-ქალი მცხეთას იცხებს წმინდა მირონს! ბაბუ - სიხარულით მთვრალი - მეცხრე ცაში დარონინობს !..............................................
13. 7. 2009.
- ქართველთ სიმრავლე დაგვილოცე, დიდო უფალო!!! განა ჩემთვის მსურს ეს ქვეყანა თავისუფალი?!.
13. 7. 2009 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან მომეწონა თქვენი ლექსები. განსაკუთრებით თბილია საბავშვო ნაწილი. დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს. ძალიან მომეწონა თქვენი ლექსები. განსაკუთრებით თბილია საბავშვო ნაწილი. დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს.
17. ღმერთმა დაგლოცოთ და უფალმა გისმინოთ........:):):) ღმერთმა დაგლოცოთ და უფალმა გისმინოთ........:):):)
16. ასეთუისე მინახავს საბავშვო პოეზიას ვინც წერს და ეს ყველაზე ზაან მომეწონა...
არა მარტო საბავშვო რაგაცეებია აქ.. ასეთუისე მინახავს საბავშვო პოეზიას ვინც წერს და ეს ყველაზე ზაან მომეწონა...
არა მარტო საბავშვო რაგაცეებია აქ..
15. მომეწონა ძალიან !
როგორ ხართ ბატონო იმო? :) მომეწონა ძალიან !
როგორ ხართ ბატონო იმო? :)
14. თქვენც ასევე მრავალს დაესწარით:)
სულ სიხარულები ბაბუა- შვილიშვილებს თქვენც ასევე მრავალს დაესწარით:)
სულ სიხარულები ბაბუა- შვილიშვილებს
13. - ქართველთ სიმრავლე დაგვილოცე, დიდო უფალო!!! განა ჩემთვის მსურს ეს ქვეყანა თავისუფალი?!.
გაიხარე, იმედა! ბედნიერი ბაბუა ხარ! 5 - ქართველთ სიმრავლე დაგვილოცე, დიდო უფალო!!! განა ჩემთვის მსურს ეს ქვეყანა თავისუფალი?!.
გაიხარე, იმედა! ბედნიერი ბაბუა ხარ! 5
9. ვახ.. ვახ.. ვახ.. ვახ.. რა ლექსები.. :)
მრავალ სვეტიცხოვლობას - ყველა სიკეთით.. ვახ.. ვახ.. ვახ.. ვახ.. რა ლექსები.. :)
მრავალ სვეტიცხოვლობას - ყველა სიკეთით..
8. გილოცავთ სვეტიცხოვლობას....:) გილოცავთ სვეტიცხოვლობას....:)
7. თქვენ გაიხარეთ! თქვენ გაიხარეთ!
6. კვალავ კარგი და კარგი. კვალავ კარგი და კარგი.
5. რა კარგია აქ :) რა კარგია აქ :)
4. ნიკასა აქვს სილამაზის გრძნობა, ერთობ საცნაური... მოკლედ რომ ვთქვა: ჩვენი ნიკა არის ციცქნა სასწაული!..
უსაყვარლესი და უთბილესი ლექსია ძია იმო... ასეთი სასწაულები ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.... ნიკასა აქვს სილამაზის გრძნობა, ერთობ საცნაური... მოკლედ რომ ვთქვა: ჩვენი ნიკა არის ციცქნა სასწაული!..
უსაყვარლესი და უთბილესი ლექსია ძია იმო... ასეთი სასწაულები ნუ მოგიშალოთ ღმერთმა....
3. ჯანმრთელობა და სიხარული ბაბუა შვილიშვილს!!!!!!! :) ჯანმრთელობა და სიხარული ბაბუა შვილიშვილს!!!!!!! :)
2. ქართველთ სიმრავლე დაგვილოცე, დიდო უფალო!!! განა ჩემთვის მსურს ეს ქვეყანა თავისუფალი?!.
სვეტიცხოვლის მადლმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოვლისა ბოროტისაგან თქვენ და მთელი საქართველო!!! ამინ!!!
დღეგრძელობა და ჯანი მუხლებში! ქართველთ სიმრავლე დაგვილოცე, დიდო უფალო!!! განა ჩემთვის მსურს ეს ქვეყანა თავისუფალი?!.
სვეტიცხოვლის მადლმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოვლისა ბოროტისაგან თქვენ და მთელი საქართველო!!! ამინ!!!
დღეგრძელობა და ჯანი მუხლებში!
1. ულამაზესი ბავშვები :-* ულამაზესი ბავშვები :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|