ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2009


მთვარე (ზედვაკელს :)

სიტყვებს ალკოჰოლი შეესია,
(მგონი ვარსკვლავებმა მოიწყინეს),
ჩვენთან ქარია და
დეპრესია,
ქარში,
თითებს შორის მოვიმწყვდიეთ.
ღამით ოცნებებზე დაგეშილი
(შენ რომ პოეზიით გამოათვრე),
ციდან ჩამოვარდა გალეშილი
და ჩემს ოთახში თვლემს ახლა
მთვარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები