ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოლტერგეისტი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2008


** ** **

ვერა! მე მაგ თვალებს ვერ ვივიწყებ,
შენი ბაგეების სიგიჯე მწვავდა,
თუკი  სიყვარული რწმენა არის,
მისი მაგ თვალებში მწამდა.

არა არ გამიშვა!  არ დამკარგო!
შენსკენ მომიმართავს ჩემი გული,
შენც ხომ შემოხედვით დაფეხმძიმდი?!
მერე გააჩინე სიყვარული .

არა!!! ნუ გამრიყავ,ჩემთან დარჩი,
ისევ დავითვალოთ ვარსკვლავები,
თუკი სიყვარული ვნება არის,
ისევ შენს ვნებასთან დავზავდები.

არა! მიერრთგულე სამუდამოდ,
ფიქრიც მე მომანდე... შენ, დამშვიდდი,
განა სიყვარული შიში არის?!
შენ რომ მოფერებით შემიშინდი!

არა! ნუ დამიშლი მოფერება,
როცა სიგიჯემდე მომინდები,
ალბად სიყვარული სიკვდილია,
თორემ აქამდე ხომ მოვირგებდი!

გული უცნაურად დამელია,
არა ჩემს სატანჯად ნუ ირჯები,
ალბად სიყვარული სასჯელია
და მეც უმოწყალოდ დავისჯები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს