ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2009


ქართველი ერი

მე დავიბადე საქართველოს ლამაზ კუთხეში
და საქართველოს გული მიცემს ამ საგულეში.
მე საქრთველო არასოდეს გამიკიცხია
და არასოდეს წინაპარი არ მიფიცია.

მე საქართველო მიყვარს როგორც ჩემი სამშობლო.
მე საქართველო სხვა ქვეყნისთვის არ მიმიცია.
საქართველოში შემოგვინახეს დიდი თბილისი,
ქალაქი, რომლის შენახვაც დღეს ჩვენ გვაკისრია.

შევინარჩუნოთ მშობლიური ენა ქართული!
შევინარჩუნოთ სიყვარული გადანახული!
გადავიკითხოთ წინაპართა ნადები ფიცი,
ხელში ავიღოთ, ფასი გავიგოთ ქართული მიწის!

შემოვინახოთ წინაპართა ნაბრძოლი ხმალი!
ჭიქა ავიღოთ და ვადღეგრძელოთ ქართული გვარი!
ომი და ბრძოლა ნურასოდეს დაგვავიწყდება,
თორემ უეცრად მტერი ჩუმად შემოიჭრება!

შემოიჭრება, აგვიოხრებს კარგსაც და ცუდსაც.
არ დაგვიტოვებს არც აქაურს, არც იქაურსა.
ტყვიას დაახლის ცოდვილსა თუ თვით უცოდველსა.
ყელში წაუჭერს და ამოახრჩობს ქართველსა ერსა.


        ავტ:    გ.  სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები