ვერა, ვერ გაძლებს ჩვენებური კაცი უღვინოდ... ვერც უქეიფოდ, ვერც უქალოდ, ვერც უწუხილოდ... ან რა ცოდვაა, რომ მუხთალ ბედს ზოგჯერ ურქინოს და მეტსაც ვიტყვი: - ჯიბრზე ღდინზე რომ მოულხინოს?!.
მერე: - გუნება დილით რამით გამოიკეთოს... მერე: - ბერივით თავის ქვაბში გამოიკეტოს... მერე: - წვრილმანზე ფიქრი - ძირშივ ამოიკვეთოს და მაგიდასთან სანთელივით ჩამოიღვენთოს...
არ მოიცილოს დასახატის ხატი მზერიდან... აღარ დაზოგოს მაჯა - ეღრძოს თუგინდ წერით და ჯავრი - რომლისაც დიდხანს მალვას გული ვერ იტანს, ბოლო წვეთამდე ამოხაპოს სულის ფსკერიდან...
ვინძლო გიპოვოს ხსნა-საშველი ვარამ-წუხილო (თან ისე - ბედზე ძვირი თავსაც არ გაუმხილოს...)!..
ხელთუქმნელ წიგნში ხომ შობამდე აქვს ჩაწერილი: - ბედის ბილიკის გვერდის ავლით კაცი ვერ ივლის...
კი - შეუძლია შავბედს ქედი არ მოუხაროს... გაუძლოს მრავალს წუთს ძნელმწარეს და სამწუხაროს (თან ისე - წარბი წამითაც კი არ შეიხაროს!..) და შეუმდრკალი გული ქველი ასე იხაროს...
და დარეკს ოდეს ჟამი ბედის წიგნის დახურვის, ოდეს მიქელა - ბედისმწერლის პირველმსახური, გულს შეჩქვიფებულს (ღია!..) კარზე მოუკაკუნებს და ეს კაკუნი დიდ სიხარულს ვერ კი არგუნებს,
მაინც მორჩილად მიენდობა ბედის განაჩენს... და ცით მოსული სულიც მასთან წავა იმ ცაშივ, ვინცა სწევს ყოველ სულიერზე ზრუნვას დამარჩენს... ხორცს კი მიუშვებს მისივე რძით გამზრდელ მიწაში...
გახედავს განვლილს - თუკი ამის ექნა უნარი და იგრძნობს - მართლაც ჟამი თუა ყოვლის მკურნალი... და როს მსაჯული ჯილდო-სასჯელს ჩამოარიგებს, მადლობას ეტყვის (რაც უნდ ერგოს!..) ყოვლის გამრიგეს...
რომ დაივიწყოს საზრუნავი მერე ყოველი... არ გახდეს - რასაც ვერ მიიღებს, იმის მთხოვნელი... არ დაიმციროს თავი ისე - შერცხვეს თავადვე (წაგებულ ნარდში დუშაშს ვინ სთხოვს ბედის კამათელს?!.)...
რადგან ყაიმით არ მთავრდება ნარდის პარტია, სკამზე ამაყად გადაჰკიდოს დარდის მანტია და გადიწეროს (თუ მოასწრო!..) სამგზის პირჯვარი... მამას, ძესა და სულიწმინდას სთხოვოს შენდობა და შეევედროს - რომ აკურთხოს მხედრად იმ ჯარის, ვერცროს რომ ვერ სძლევს ვერც სიკვდილი, ვერც უბედობა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჯავრი - რომლისაც დიდხანს მალვას გული ვერ იტანს, ბოლო წვეთამდე ამოხაპოს სულის ფსკერიდან...
და როს მსაჯული ჯილდო-სასჯელს ჩამოარიგებს, მადლობას ეტყვის, რაც უნდ ერგოს - ყოვლის გამრიგეს...
მაგარი ლექსია, იმო! 5 ჯავრი - რომლისაც დიდხანს მალვას გული ვერ იტანს, ბოლო წვეთამდე ამოხაპოს სულის ფსკერიდან...
და როს მსაჯული ჯილდო-სასჯელს ჩამოარიგებს, მადლობას ეტყვის, რაც უნდ ერგოს - ყოვლის გამრიგეს...
მაგარი ლექსია, იმო! 5
14. გაიხარეეეეე555555!!! გაიხარეეეეე555555!!!
13. კაია................... კაია...................
12. რადგან ყაიმით არ მთავრდება ნარდის პარტია, სკამზე ამაყად გადაჰკიდოს დარდის მანტია და გადიწეროს - თუ მოასწრო!.. - სამგზის პირჯვარი... მამას, ძესა და სულიწმინდას სთხოვოს შენდობა და შეევედროს - რომ აკურთხონ მხედრად იმ ჯარის, ვერცროს რომ ვერ სძლევს ვერც სიკვდილი, ვერც უბედობა...
55555 მშვენიერი ! რადგან ყაიმით არ მთავრდება ნარდის პარტია, სკამზე ამაყად გადაჰკიდოს დარდის მანტია და გადიწეროს - თუ მოასწრო!.. - სამგზის პირჯვარი... მამას, ძესა და სულიწმინდას სთხოვოს შენდობა და შეევედროს - რომ აკურთხონ მხედრად იმ ჯარის, ვერცროს რომ ვერ სძლევს ვერც სიკვდილი, ვერც უბედობა...
55555 მშვენიერი !
11. რომ დაივიწყოს საზრუნავი მერე ყოველი... არ გახდეს - რასაც ვერ მიიღებს, იმის მთხოვნელი... არ დაიმციროს თავი ისე - შერცხვეს თავადვე - წაგებულ ნარდში დუშაშს ვინ სთხოვს ბედის კამათელს... მოკითხვები და სიმპათიები თქვენ...55555555 რომ დაივიწყოს საზრუნავი მერე ყოველი... არ გახდეს - რასაც ვერ მიიღებს, იმის მთხოვნელი... არ დაიმციროს თავი ისე - შერცხვეს თავადვე - წაგებულ ნარდში დუშაშს ვინ სთხოვს ბედის კამათელს... მოკითხვები და სიმპათიები თქვენ...55555555
10. ბოლო წვეთამდე ამოხაპოს სულის ფსკერიდან...
წაგებულ ნარდში დუშაშს ვინ სთხოვს ბედის კამათელს...
მოგესალმებით და მოგიკითხეთ ძია იმო.... ბოლო წვეთამდე ამოხაპოს სულის ფსკერიდან...
წაგებულ ნარდში დუშაშს ვინ სთხოვს ბედის კამათელს...
მოგესალმებით და მოგიკითხეთ ძია იმო....
9. ძალიან!!! კარგად წერთ, მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ :) ძალიან!!! კარგად წერთ, მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ :)
6. უბრალოდ ასეთ პოეტს რომ კომენტარს ვუკეთებ ისაც მძიმეა ჩემთვის...... ამიტომ მხოლოდ წარმატებს გისურვებთ- ისედაც წარმატბულ პოეტს!!! უბრალოდ ასეთ პოეტს რომ კომენტარს ვუკეთებ ისაც მძიმეა ჩემთვის...... ამიტომ მხოლოდ წარმატებს გისურვებთ- ისედაც წარმატბულ პოეტს!!!
5. ქართული სული ჩანს აქ,ღვისმოწიწება და პოეტური მანტია აკრავს...
გაიხარეთ. ქართული სული ჩანს აქ,ღვისმოწიწება და პოეტური მანტია აკრავს...
გაიხარეთ.
4. ძალიან ძლიერი ლექსია...როგორც ყოველთვის.. ძალიან ძლიერი ლექსია...როგორც ყოველთვის..
3. გსმრიგეს------>გამრიგეს ...ასო გაკლიათ ბატონო იმო და თქვენებური, ემოციურჯიგრიანი ლექსია...განწყობა დღეს ერთნაირი გვქონია როგორც სჩანს ლექსებიდან...:( გსმრიგეს------>გამრიგეს ...ასო გაკლიათ ბატონო იმო და თქვენებური, ემოციურჯიგრიანი ლექსია...განწყობა დღეს ერთნაირი გვქონია როგორც სჩანს ლექსებიდან...:(
2. და შეევედროს - რომ აკურთხონ მხედრად იმ ჯარის, ვერცროს რომ ვერ სძლევს ვერც სიკვდილი, ვერც უბედობა.... მაგარია,ნამდვილქართული.... და შეევედროს - რომ აკურთხონ მხედრად იმ ჯარის, ვერცროს რომ ვერ სძლევს ვერც სიკვდილი, ვერც უბედობა.... მაგარია,ნამდვილქართული....
1. ჭეშმარიტად მაგარია, მომეწონა! ჭეშმარიტად მაგარია, მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|