ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


მამა არ გყავდა(ვუძღვნი ყველა ობოლს)

მამა არ გყავდა, უღრუბლო ცაში
მიცვალებულებს სურდათ ლაშქრობა…
მამა არ გყავდა და ობლობაში
შენ გაატარე მთელი ბავშვობა.

წლებზე იბრძოლე და გამარჯვებით,
მამის გარეშე, იმედად დედის.
დღეს დაბალია სახლის ფანჯრები,
სადღაც იპოვნის მომავალს ბედი.

მამა არ გყავდა, სურათი მხოლოდ
იყო ნუგეში მთელი ცხოვრების.
დღეს მაინც ცაა მიზეზი ბოლოს
სპეტაკი სულის და აზროვნების.

მამის გარეშე გრძნობდი ტკივილებს
და გულში მუდამ იყო გოდება.
მამის გარეშე ცარიელ ვენებს
სისხლიც წყვეტილად მიეწოდება…

ცრემლიანი გაქვს ახლა თვალები,
გსურს ეკლესიურ გზებით იარო.
დღეს ვისაც შენ არ შეებრალები,
ღმერთმა მიუზღოს სამაგიერო!..

და ახლა უკვე დაქალდი თითქოს,
მცირე ნიავში თმები შრიალებს,
სხვისგან არასდროს არაფერს ითხოვ,
უბრალოდ მამა გადარდიანებს…

რომ ამ ცხოვრების წამი ყოველი
ნაზი თითებით ფიქრში გეთვალა,
მამა არ გყავდა, მამა, რომელიც
სოხუმის ომში გარდაგეცვალა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები