ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2009


დედა

მე შენს სახელს არასოდეს დავივიწყებ,
ვიამაყებ მუდამ შენი სისპეტეკით.
მე შენს სახელს სხვას არასდროს დავუძახებ.
მე შენს გამჩენს შვილის ამაგს დავუფასებ.

შენ რომ ქვეყნად ძალისხმევით მომავლინე,
რომ მომყევი, ცხრა მთას აქეთ მომაცილე,
ქვეყნად სითბო, სიყვარული, რომ მასწავლე
და ეს წლები ჩემს გვერდით, რომ გაატარე,

მიტომ მინდა იდღეგრძელო და იხარო,
ცხოვრებაში მომავალით გაიხარო.
შენს ოცნებებს მუდამ ქონდეს გზა ნათელი!
შენს სიცოცხლეს მე დავუნთე კვლავ სანთელი.

და რაც უფრო შორსა ხარ და ვერ მხედავ,
მუდამ ჩემზე ფიქრში ათევ ღამეს თეთრად,
სულით ჩემთან, გულით მარტო ნაღვლიანობ,
მოვალ მალე ტკივილი, რომ დაგიამო.

არ იდარდო, მე შენთან ვარ, შენზე ვფიქრობ!
თუ რამ ოდეს გამიჭირდეს უმალ გიხმობ.
არ დაგტოვებ თუნდ მაწვიმდეს, თუნდ მათოვდეს,
შენს ლოდინში შენზე ფიქრი თან მათბობდეს!

გიხსენებ და შენზე ფიქრში მეძინება.
კალმის ტარი სტრიქონებში მეძირება.
ახალი წლის ღამე თეთრად დამათენდა,
გილოცავ და ამ ლექსს გიძღვნი ჩემო დედა!

დაიწერა: 14.01.06.  08:09 AM
      ავტორი:  გიორგი.  სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები