| ავტორი: ცირა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 2 სექტემბერი, 2009 |
დღეს მახათმა განდის მიერ წარმატებულ ქალთა შესახებ ინგლისურიდან თარგმნილ წერილს გავეცანი და მასში აღძრულმა საკითხებმა იმდენად შემიტყუეს, რომ ორიოდე მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმა ჩემდა თავადაც გადავწყვიტე.
თემა უაღრესად საინტერესოა და მიუხედავად მრავალმხრივი შესწავლისა, მაინც საკმაოდ ნედლად რჩება. მახათმას სტატია თითქმის ყველამ ქალთა ემანსიპაციის თვალთახედვით შეაფასა და ალბათ ამ კუთხითაც არის დაწერილი.
პირადად ჩემთვის ქალის გონებრივ პოტენციაზე ლაპარაკი ცოტათი ღიმილის მომგვრელიც კია, (განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ასეთი სახელოვანი მოჭადრაკე მანდილოსნები გვყავს.). არსებობს ჭკვიანი მამაკაცი და ჭკვიანი დედაკაცი, ისევე, როგორც ბრიყვი კაცი და ბრიყვი ქალი. როგორია მსოფლიო მასშტაბით მათი პროცენტული შეფარდება , მე არ ვიცი. ვშიშობ, რომ მსგავსი კვლევა არც არავის ჩაუტარებია.
გვაქვს თუ არა ქალებს და მამაკაცებს ყველა სფეროში (ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ-გონებრივს ვგულისხმობ) ერთნაირი შესაძლებლობები? მკვლევარები ამტკიცებენ, რომ არა. ზოგ მეცნიერებებში ქალები ვჯობივართ 'ძლიერ სქესს', ზოგში კი კაცები პირველობენ, (თუმცა ამ დიფერენცირებაშიც აღრევები ხშირად მოსულა.).
ფიზიკურად კაცები გვჯობიან? ნურას უკაცრავად! განტელების ტრიალში ნამდვილად დაგვჯაბნით, ჩვენო ძვირფასო მამაკაცებო, სამაგიეროდ ელასტიურობაში ჩვენთან ახლოსაც ვერ მოხვალთ. გარემო პირობებთან შეგუებასა და სიცოცხლისუნარიანობაშიც ქალბატონები გჯობივართ, ფიზიკურ ამტანობაში კი, იმედი მაქვს, რომ კაცები და ა.შ და ა. შ. ჩამონათვალი უსაშველოდ შეიძლება გავაგრძელოთ.
რა მტკიცდება ყოველივე ზემო თქმულით? მხოლოდ ის, რომ ერთი ოჯახის ორი განსხვავებული ინდივიდი ვართ, ერთმანეთის შემავსებელი და ღირებულების თვალსაზრისით აბსოლუტურად ტოლფასი.
სხვათაშორის, ბიბლიაში თავად ღმერთი ქალს და მამაკაცს სრულიად თანასწორ ჭრილში განიხილავს.( ამის დასამტკიცებლად თუნდაც ერთი დედაკაცისა და მისი უამრავი ქმრების შესახებ ქრისტეს კომენტარი გავიხსენოთ!). უსასრულობაში ღმერთისთვის ქალი და მამაკაცი უსქესო არსებაა, სრულიად თანასწორი და ყველაფერზე თანასწორადვე პასუხისმგებელი.
რაც შეეხება "ძვირფას ჭურჭელს" და ბიბლიის ამ მონაკვეთში მოყვანილ სხვა შედარებებსაც, ეს მოციქულ პავლეს სიტყვებია და ისინი იმდროინდელი საზოგადოების მოწყობა-ორგანიზებას უფრო ასახავენ, ვიდრე თავად ღმერთის მიერ ქალისა და მამაკაცის როლისა და დანიშნულების განმარტებებს. (ბიბლიის ასეთი თამამი ინტერპრეტირების გამო ბევრი დოგმატი უეჭველად შემაჩვენებს.). სხვათაშორის, პავლე თვითონაც გვეუბნება, რასაც ვამბობ, ღმერთის დანაბარები კი არ არის, მე თვითონ ვამბობო. თანაც ამატებს, ჩემზე სული წმინდაა გარდმოსული და ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწორად ვაზროვნებო. საოცრად მართალი და პატიოსანი კაცი იყო მოციქული პავლე, გონებაგახსნილი და საღი სიახლის ხალისით მიმღებელი. იგი არაფერს იბრალებდა. ნეტავი ყველა მღვდელთმსახური ასეთივე თვისებებით ხასიათდებოდეს. მაგრამ, მოდით ჩვენს თემას დავუბრუნდეთ, ე. ი. ქალსა და მამაკაცს.
პავლეს დროში ქალი საკმაოდ დაჩაგრული არსება გახლდათ, საკუთარ ოჯახში ჩაკეტილი და ხშირად სრულიად გაუნათლებელიც. ასეთ აღზრდას შედეგად რა მოაქვს, ჩვენ ეს კარგად ვიცით. გამოუშვი ასეთი მოუმზადებელი ქალი ქუჩაში თავისუფლად სახეტიალოდ. როგორ გგონიათ, ამას რა მოჰყვება? მოვიდა ქრისტე და გაუთლელ-განუვითარებელ ქალებთან საუბრები დაიწყო, (ნამდვილი რევოლუცია იყო იმ დროისათვის!) მაცხოვარს უკან უამრავი დიაცი დაჰყვებოდა. ქრისტე ღმერთი იყო და მათთან ურთიერთობა არ უჭირდა. მისი მოყვარული გული ყველა ადამიანის ნაკლოვანება-არასრულყოფილებას იტევდა. შემდეგ ქრისტე ზეცით ამაღლდა და ეკლესია მწყემსის ფიზიკურად მასთან ყოფნის გარეშე დარჩა.
მოდით, თავი პირველ ქრისტიანთა საიდუმლო შეკრებაზე წარმოვიდგინოთ . კაცები ცალკე ზიან და ქალები ცალკე. რომელიღაც ძმა სხვებისათვის საკუთარი აზრების გაზიარებას ცდილობს. საკითხი, რა თქმა უნდა, ქრისტესა და მის სწავლებას შეეხება. დანარჩენი ძმები მის სიტყვებში ჩაწვდომას ცდილობენ. როგორ გგონიათ, ამ დროს ჩვენი გაუნათლებელ-საზოგადოებასშეუჩვეველ-გაუთლელი ქალები რას შვრებიან? რა თქმა უნდა, ყაყანებენ, მითუმეტეს რომ მათ წინაშე ქრისტე-მესია კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავი დგას, თანაც გაუგებარ რამეებზე მონოტონურად ლაპარაკობს.( მოციქულ პავლეს ორატორობა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა; იგი წერაში უფრო ძლიერი იყო.) ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა.
ეკლესიებში ქალებმა პირები მოკუმონ. რაიმეს კითხვა თუ უნდათ, სახლებში საკუთარ ქმრებს გამოჰკითხონ!
ასეთი იყო თავისი დროის ყველაზე პროგრესული მამაკაცის განაჩენი 'ქრისტეში დებისადმი'. ქალბატონებო, ამის გამო მოციქულ პავლეს ჩვენ არ უნდა გავუნაწყებდეთ, იმიტომ რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო( თუმცა კი ღვთის რჩეული!!!!) და უსაზღვრო მოთმინებასა და სიყვარულში ქრისტეს ვერ გაუტოლდებოდა. (თანაც, ჩვენი ბნელ-გაუნათლებელი წინაპარი ბებიებიც კარგი ვინმეები ბრძანდებოდნენ, ალბათ.)
შემდგომში ქრისტიანმა მამაკაცებმა მოციქულის ეს აკრძალვა, რომელიც მხოლოდ ეკლესიას შეეხებოდა, ცხოვრების ყველა სფეროზე განავრცეს, რის შედეგადაც ქრისტეს მიერ მამაკაცთან გათანასწორებული ქალები კიდევ ორი ათასწლეულის განმავლობაში ისევ ბნელ ოთახში ჩაკეტილები აღმოჩნდნენ.
დღეს ქალთმოძულე და სუსტი მამაკაცებისაგან ხშირად გაიგონებთ, ქალები ჩვენსავით ჭკვიანები თუ ხართ, კაცობრიობის დანვითარების ისტორიაში და მეცნიერებაში ჩვენნაირივე კვალი რატომ არ დატოვეთო? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ქალები ბნელ ოთახში ვიჯექით!
არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ამაში ქრისტიანობას ვადანაშაულებდე. პირიქით, სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან შედარებით იგი ქალებისადმი ყველაზე შემწყნარებლური და ლმობიერია. (ქრისტეს ყოვლისმომცველი სიყვარულის ადამიანური უმეცრებით ჩაქრობა შეუძლებელია და იმიტომ!). ქალები ქრისტეს დაბადებამდეც დაჩაგრულები იყვნენ და მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც სურათი დიდად არ შეცვლილა. ასეთი გახლდათ კაცობრიობის ისტორია და ჩვენ ეს ყველამ ვიცით.
ამ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა და დემოკრატიულ, ან შედარებით თავისუფალ ქვეყნებში ქალსა და მამაკაცს შორის სოციალური წონასწორობა მეტ-ნაკლებად აღდგა. შესაბამისად, საზოგადოებასა და მეცნიერებაშიც ქალის როლი საგრძნობლად გაიზარდა. ეს ძალიან კარგია და ძალიან სასარგებლოც.
ამ ცვლილებებმა სუსტი და კონსერვატორულად განწყობილი მამაკაცები უკიდურესად გააღიზიანეს. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ მუსულმანურ თურქეთში საოჯახო ძალადობის მსხვერპლებად ყველაზე ხშირად ჭკვიანი და განათლებული ქალები ხდებიან. მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ინტელექტუალურად სუსტი მამაკაცები ჭკვიანი ქალის გვერდზე ყოფნას ვერ უძლებენ და საკუთარი უსუსურობის გადაფარვას მუჯლუგუნებით ცდილობენ. ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია. ნიშნავს თუ არა თანასწორობა ყველაფერში ერთნაირობას? რა თქმა უნდა, არა. ასეთი სიმახინჯისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. ქალი ქალად უნდა დარჩეს და მამაკაცმა მამაკაცობა შეინარჩუნოს. გახსოვთ, ჩვენ ზევით უკვე აღვნიშნეთ, რომ ქალები და მამაკაცები უფალმა განსხვავებულ სფეროებში განსხვავებული უნარებით დაგვაჯილდოვა. ვფიქრობ, რომ ეს უნარები რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ქართული ტელევიზიით ჩვენს პარლამენტში გენდერული უთანასწორობის თემაზე მსჯელობას შევესწარი და ლამის სიცილით მოვკვდი. ზოგიერთები ამ დისბალანსის აღდგენას კატეგორიულად მოითხოვდნენ. ნათლად წარმოვიდგინე, როგორ დგას მიხო და გენდერული წონასწორობის აღსადგენად მაროს პარლამენტში ძალად მიერეკება:
-- წადი, დედაკაცო, სამსახურში, თორემ მთელი ევროპის წინაშე თავი მოგვეჭრა და ეგ არის!
ალბათ, აღნიშვნის ღირსად ღირს ის ფაქტი, რომ პროგრესული მამაკაცები ქალთა უფლებებს თავად ქალებზე მეტი თავდადებით იცავენ. ჩვენი მახათმაც, ეტყობა, ამ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნება და ამისათვის მას ქართველი მანდილოსნების სახელით დიდი მადლობა მინდა რომ მოვუხადო.
როდესმე თუ დავფიქრებულვართ იმის თაობაზე, რომ ყველაზე განვითარებულ და პროგრესულ ქვეყნებშიც კი ქალები პოლიტიკაში ნაკლებად ებმებიან. მე არა მგონია,რომ ამის მიზეზი გენდერულ დისკრიმინაციაში იმალებოდეს. ჩემი აზრით, მიზეზი უფრო იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენივე ჰორმონალურ-ემოციური თვისებებიდან გამომდინარე ქალებს ეს ასპარეზი ნაკლებად გვაინტერესებს. (გამონაკლისები აქაც არსებობენ და მერე როგორი კაშკაშა გამონაკლისები. მარტო ინდირა განდის მაგალითი რად ღირს.) სამაგიეროდ განათლების სფეროში ქალები მსოფლიო მასშტაბით ნამდვილი ჩემპიონები ვართ.
რაც უფრო მეტად ვფიქრობ სქესთა შორის თანასწორობის თემაზე, მიტ უფრო ვრწმუნდები, რომ ჭეშმარიტი თანასწორობა მხოლოდ მაშინ მყარდება, როდესაც ყველა თავის არჩევანს ჯანმრთელ და თავისუფალ საზოგადოებაში აკეთებს, ყოველგვარი ავდმყოფური გადახრების, არაჯანსაღი მიმბაძველობისა და, მითუმეტეს, დესპოტური აკრძალვების გარეშე. თუკი ასეთ იდეალურ ბალანსს ჩვენს სამშობლოში ოდესმე მაინც მივაღწევთ, პოლიტიკოსებად უფრო მეტი მაინც მამაკაცები გვეყოლება, ქალები კი ისევ სკოლებისა და ბაგა-ბაღებისაკენ დავიწყებთ ყურებას და იცით რატომ? იმიტომ, რომ კაცი მონადირედ არის გაჩენილი, ქალი კი ოჯახში თბილი კერიის შესანარჩუნებლად და ამაში დისკრიმინაციული არაფერია. ადამში მონადირე თუ ჩაკვდება, ასეთი ვაი-მამაკაცი ევას ლოგინშიც აღარ მოეწონება. ხოლო ევა კულტურისტობას თუ გადაწყვეტს, არა მგონია, მონადირეებში მას ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს. ასეთ შემთხვევაში გამრავლების პრობლემას რაღა ეშველება ? მითუმეტეს ისეთ პატარა ერში, როგორიც ჩვენა ვართ?
მაჰათმამ თავის წერილში სამი ქალბატონის წარმატებული ბიზნეს-კარიერის შესახებ მოგვითხრო. ბარაქალა მათ ქალობას. ბიზნესი ალბათ, სწორედ ის სფეროა, სადაც ქალებიც და კაცებიც თითქმის ერთნაირი სასტარტო მონაცემებით არიან დაჯილდოვებულები. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და ასეთი წარმატებული ქალები ჩვენს შორისაც მოიძებნებიან, მაგრამ ამის მისაღწევად საქართველოში ჯერ ბიზნესს უნდა მიეცეს არსებობის საშუალება და გენდერულ თანასწორობაზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიზრუნოთ.
მახათმას წერილში ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მისი გმირების არაჩვეულებრივმა შრომისუნარიანობამ და სიბეჯითემ მიიპყრო. აი, რაში დევს წარმატების მთავარი საიდუმლო. თუკი ეს თვისებები ადამიანს გაგაჩნია , მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყანაზე მამა-ზეციერმა ვინად მოგავლინა, კუნთმაგარ ადამად თუ თვალებჟუჟუნა ევად, ორივე შემთხვევაში წარმატება ერთნაირად გარანტირებული გექნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალინ მაგრად გაქვს ყველაფერი განხილული და მომწონს შენი წერის მანერაც მინდა როგორც კაცმა ისე გითხრა რომ მე მჯობიხარ აშკარად.........:)
ხო ისე მინდა გითხრა რომ რელიგიაში მაგალითად კაცები უფრო ჭარბობს ვიდრე ქალები. ვგულისხმობ ყველა რელიგიას........
ასევეა ფსიქოლოგიაში; მეცნიერებაში; და კიდე არ ვიცი........ პრინციპში მეტში არც არაფერში......
გაიხარე მაგრები ხართ ქალები.....
პატივისცემით დიადი ”ბლაგვი” ძალინ მაგრად გაქვს ყველაფერი განხილული და მომწონს შენი წერის მანერაც მინდა როგორც კაცმა ისე გითხრა რომ მე მჯობიხარ აშკარად.........:)
ხო ისე მინდა გითხრა რომ რელიგიაში მაგალითად კაცები უფრო ჭარბობს ვიდრე ქალები. ვგულისხმობ ყველა რელიგიას........
ასევეა ფსიქოლოგიაში; მეცნიერებაში; და კიდე არ ვიცი........ პრინციპში მეტში არც არაფერში......
გაიხარე მაგრები ხართ ქალები.....
პატივისცემით დიადი ”ბლაგვი”
19. ვახხხ ქალებტან ნამდვილად არაფერი მაქვს საწინააგმდეგო მით უფრო თუ ასეთი წარმატებულია... მაგრამ მაინც არის რაღაც (უპირატესობა გონებრივი ქალსა და კაცს შორის) რომელზე წერაც ისე შორს წაგვიყვანს რომ ვერც ქალს და ვერც კაცს ვერ მოვზებნით ბოლომდე წაიკითხოს... ვახხხ ქალებტან ნამდვილად არაფერი მაქვს საწინააგმდეგო მით უფრო თუ ასეთი წარმატებულია... მაგრამ მაინც არის რაღაც (უპირატესობა გონებრივი ქალსა და კაცს შორის) რომელზე წერაც ისე შორს წაგვიყვანს რომ ვერც ქალს და ვერც კაცს ვერ მოვზებნით ბოლომდე წაიკითხოს...
18. მე მაინც მგონია,რომ თვისებათა,თუ შესაძლებლობათა ავ-კარგიანობა მეტ-ნაკლებად არის ქალსა და მამაკაცს შორის განაწილებული.... ამ თემაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ,რადგან მაჰათმა განდის წერილს უკან მივადევნე ვრცელი კომენტარი,რომელიც ჩემს პირად გვერდზეა განთავსებული........ თუ დაინტერესდებით........ მიაკითხეთ......... :) ......................................................... კეთილი მომავლის სურვილით......... მე მაინც მგონია,რომ თვისებათა,თუ შესაძლებლობათა ავ-კარგიანობა მეტ-ნაკლებად არის ქალსა და მამაკაცს შორის განაწილებული.... ამ თემაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ,რადგან მაჰათმა განდის წერილს უკან მივადევნე ვრცელი კომენტარი,რომელიც ჩემს პირად გვერდზეა განთავსებული........ თუ დაინტერესდებით........ მიაკითხეთ......... :) ......................................................... კეთილი მომავლის სურვილით.........
17. მადლობა დიდი. გეთანხმებით, კატასტროფაა, რაც ქვემოთ მაგალითად მოიყვანეთ. საქმე ის არის, რომ ამ შეზღუდულ შესაძლებლობებში, მე აქცენტი ბიბლიის მართლმადიდებლურ სწავლებაზე გავაკეთე.
თუკი პატივცემულ დაისს იმისი თქმა უნდოდა, რომ გენდერული პრობლემა რეალურ ცხოვრებაში კი არსებობს, მაგრამ მისი გადაწყვეტა სწორი ბიბლიური მიდგომით შეიძლებაო, ამაში ორივე ხელის აწევით ვეთანხმები დიახ, ამის თქმა მინდოდა. კაცობრიობის და მათ შორის, სამყაროს საქრისტიანოს უბედურება ამაში მდგომარეობს, ვერ (და არ) ცხოვრობენ იმ პრონციპით, რომლითაც ეკადრება ცხოვრება, იმიტომ რომ რთულია. სამოთხისთვის არ არის შექმნილი დედამიწა, მაგრამ გეთანხმებით, რომ კაცობრიობის ქრისტიანულ ნაწილს მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ცხოვრება მაინც რომ შეძლებოდა, ამ ხარისხის კატასტროფულ კატაკლიზმებს უდავოდ ასცდებოდა დღევანდელი რეალობა. ამერიკას რაც ეხება, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, თქვენ აქ შავკანიან რასას ხო არ გულისხმობთ? კეთილი სურვილებით მადლობა დიდი. გეთანხმებით, კატასტროფაა, რაც ქვემოთ მაგალითად მოიყვანეთ. საქმე ის არის, რომ ამ შეზღუდულ შესაძლებლობებში, მე აქცენტი ბიბლიის მართლმადიდებლურ სწავლებაზე გავაკეთე.
თუკი პატივცემულ დაისს იმისი თქმა უნდოდა, რომ გენდერული პრობლემა რეალურ ცხოვრებაში კი არსებობს, მაგრამ მისი გადაწყვეტა სწორი ბიბლიური მიდგომით შეიძლებაო, ამაში ორივე ხელის აწევით ვეთანხმები დიახ, ამის თქმა მინდოდა. კაცობრიობის და მათ შორის, სამყაროს საქრისტიანოს უბედურება ამაში მდგომარეობს, ვერ (და არ) ცხოვრობენ იმ პრონციპით, რომლითაც ეკადრება ცხოვრება, იმიტომ რომ რთულია. სამოთხისთვის არ არის შექმნილი დედამიწა, მაგრამ გეთანხმებით, რომ კაცობრიობის ქრისტიანულ ნაწილს მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ცხოვრება მაინც რომ შეძლებოდა, ამ ხარისხის კატასტროფულ კატაკლიზმებს უდავოდ ასცდებოდა დღევანდელი რეალობა. ამერიკას რაც ეხება, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, თქვენ აქ შავკანიან რასას ხო არ გულისხმობთ? კეთილი სურვილებით
16. დაისის ყველა ქვემოთმოყვანილ აზრს ვეთანხმები, გარდა დასკვნისა. ქრისტიანობა მსოფლიოში ერთადერთი გავრცელებული რელიგია არ არის და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თავად ქრისტიანობაში უამრავი მიმდინარეობაა, რომლებიც ამ საკითხს სრულიად განსხვავებულად უდგება. ამიტომაც დაისის დასკვნას, რომ \"სქესობრივი ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის თემა სულაც არ არის ის დილემა, რომელიც კაცობრიობამ ისტორიის მანძილზე დაუძლეველ პრობლემად აქცია\", ვერაფრით დავეთანხმები. სამწუხაროდ გენდერული თემა სწორედ ის დილემაა, რომელიც კაცობრიობამ (და არა ღმერთმა!!!) ისტორიის მანძილზე დაუძლეველ თუ არა, ძალიან ძნელად დასაძლევ პრობლემად აქცია. ამის დამადასტურებლად ერთ ამაზრზენ ფაქტს მოგიყვანთ, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა: ერთ სახლში სტუმრად მოსულმა მამაკაცმა ოჯახის წევრი შვიდი წლის გოგონა გააუპატიურა. ნათესავ მამაკაცთა განაჩენი ცალსახა და სასტიკი იყო. ყველაფერში დამნაშავედ ბავშვი გამოაცხადეს, იმიტომ რომ იგი დიაცთა მოდგმის გახლდათ და სტუმრად მოსული \'პატიოსანი მუსულმანი კაცი\' აცდუნა. შვიდი წლის ბავშვს მამამ თავი მოსჭრა, მოძალადეს კი - არაფერი! თუკი ეს და უამრავი მსგავსი ფაქტი თქვენთვის გენდერული პრობლემა არ არის, მაშინ რა მოგახსენოთ...
\"ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შეკითხვის პასუხს იძლევა თავად ბიბლია და მისი სწორად განმარტებული სწავლება\". ეს მართალია. ბიბლია ყველა კითხვაზე იძლევა ზუსტ და ამომწურავ პასუხს. უბედურება ის არის, რომ მისი პრინციპებით \"მართლმადიდებლური ქვეყნებიც\" კი არ ცხოვრობენ, დანარჩენ მსოფლიოზე რომ არაფერი ვთქვათ. მთელი სამყარო ღვთის კანონებით რომ ხელმძღვანელობდეს, გენდერული პრობლემა კი არა, არც არანაირი პრობლემა აღარ შეგვაწუხებდა და დღეს დედამიწაზე უკვე სამოთხე იქნებოდა დამყარებული, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება. ამასაც ბიბლია გვასწავლის.
თუკი პატივცემულ დაისს იმისი თქმა უნდოდა, რომ გენდერული პრობლემა რეალურ ცხოვრებაში კი არსებობს, მაგრამ მისი გადაწყვეტა სწორი ბიბლიური მიდგომით შეიძლებაო, ამაში ორივე ხელის აწევით ვეთანხმები.
კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია: ისეთ პროგრესულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ერთი და იგივე თანამდებობაზე (არაფიზიკურ სამუშაოს ვგულისხმობ), ქალს მამაკაცზე ბევრად ნაკლებს უხდიან. თქვენ ეს არაფერზე არ მიგანიშნებთ?
დაისს უღრმესი მადლობა გააზრებული და კომპეტენტური კომენტარისათვის. დაისის ყველა ქვემოთმოყვანილ აზრს ვეთანხმები, გარდა დასკვნისა. ქრისტიანობა მსოფლიოში ერთადერთი გავრცელებული რელიგია არ არის და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თავად ქრისტიანობაში უამრავი მიმდინარეობაა, რომლებიც ამ საკითხს სრულიად განსხვავებულად უდგება. ამიტომაც დაისის დასკვნას, რომ \"სქესობრივი ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის თემა სულაც არ არის ის დილემა, რომელიც კაცობრიობამ ისტორიის მანძილზე დაუძლეველ პრობლემად აქცია\", ვერაფრით დავეთანხმები. სამწუხაროდ გენდერული თემა სწორედ ის დილემაა, რომელიც კაცობრიობამ (და არა ღმერთმა!!!) ისტორიის მანძილზე დაუძლეველ თუ არა, ძალიან ძნელად დასაძლევ პრობლემად აქცია. ამის დამადასტურებლად ერთ ამაზრზენ ფაქტს მოგიყვანთ, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა: ერთ სახლში სტუმრად მოსულმა მამაკაცმა ოჯახის წევრი შვიდი წლის გოგონა გააუპატიურა. ნათესავ მამაკაცთა განაჩენი ცალსახა და სასტიკი იყო. ყველაფერში დამნაშავედ ბავშვი გამოაცხადეს, იმიტომ რომ იგი დიაცთა მოდგმის გახლდათ და სტუმრად მოსული \`პატიოსანი მუსულმანი კაცი\` აცდუნა. შვიდი წლის ბავშვს მამამ თავი მოსჭრა, მოძალადეს კი - არაფერი! თუკი ეს და უამრავი მსგავსი ფაქტი თქვენთვის გენდერული პრობლემა არ არის, მაშინ რა მოგახსენოთ...
\"ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შეკითხვის პასუხს იძლევა თავად ბიბლია და მისი სწორად განმარტებული სწავლება\". ეს მართალია. ბიბლია ყველა კითხვაზე იძლევა ზუსტ და ამომწურავ პასუხს. უბედურება ის არის, რომ მისი პრინციპებით \"მართლმადიდებლური ქვეყნებიც\" კი არ ცხოვრობენ, დანარჩენ მსოფლიოზე რომ არაფერი ვთქვათ. მთელი სამყარო ღვთის კანონებით რომ ხელმძღვანელობდეს, გენდერული პრობლემა კი არა, არც არანაირი პრობლემა აღარ შეგვაწუხებდა და დღეს დედამიწაზე უკვე სამოთხე იქნებოდა დამყარებული, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება. ამასაც ბიბლია გვასწავლის.
თუკი პატივცემულ დაისს იმისი თქმა უნდოდა, რომ გენდერული პრობლემა რეალურ ცხოვრებაში კი არსებობს, მაგრამ მისი გადაწყვეტა სწორი ბიბლიური მიდგომით შეიძლებაო, ამაში ორივე ხელის აწევით ვეთანხმები.
კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია: ისეთ პროგრესულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ერთი და იგივე თანამდებობაზე (არაფიზიკურ სამუშაოს ვგულისხმობ), ქალს მამაკაცზე ბევრად ნაკლებს უხდიან. თქვენ ეს არაფერზე არ მიგანიშნებთ?
დაისს უღრმესი მადლობა გააზრებული და კომპეტენტური კომენტარისათვის.
15. მთლიანობაში საინტერესო წერილია, თუმცა საკამათოდ მეჩვენება ბევრი საკითხი. ქრისტიანებს გვაქვს უნიკალური რელიგია, სადაც სიტყვა \"არ შეიძლება\" არ არსებობს. საერთოდ, მგონია, რომ დოგმატურ აკრძალვებზე მართლმადიდებლები არ უნდა ვსაუბრობდეთ, თუ რაღაცეები არ გვესმის, ან არასწორად გვესმის, ეს თავად ადამიანების გონებრივ-ინტელექტუალურ სისუსტეზე, ან სულაც უმეცრებაზე მიუთითებს. დოგმა შეიძლება არსებობს საეკლესიო წესში, მაგრამ სიბრძნე, რომელსაც ქადაგებს მართლმადიდებლობა, ემსახურება მხოლოდ იმის შესწავლას, რა შეიძლება და როგორი უნდა იყოს ქრისტეს მიახლოებული ადამიანი (სრულად გეთანხმებით უსასრულობაში სქესი არ არსებობს და ყველა თანაბრად არის პასუხისმგებელი ღმერთის წინაშე). \"შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად და მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი\",_წერია ბიბლიაში. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ქალს, ისევე როგორც კაცს, წილად ხვდა პატივი, ღვთის ხატად შექმნილიყო. ეს ხატი ყოველგვარ ეთნიკურ, სოციალურ და სქესობრივ განსხვავებაზე მაღლა დგას. ორივე ბუნება _ ქალურიც და მამაკაცურიც თანაბრად ღირსეულია. ბიბლიის თანახმად, ცოდვამ საფუძვლიანად შეარყია ოჯახური ყოფა და შერყვნა ქალისა და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულება. ბოროტმა ჯერ დედაკაცი აცდუნა, შემდეგ იარაღად გამოიყენა მამაკაცის შესაცდენად. ჩადენილი დანაშაულისთვის, სიყვარულისა და ქმარზე გავლენის ბოროტად გამოყენებისათვის(გთხოვთ, დაუკვირდეთ ამ ნაწილს, პირდაპირ ჩანს ქალის უპირატესობა მამაკაცზე) ღმერთმა დასაჯა ცოლი სატანჯველით, რომლის გარეშე შეუძლებელია კაცთა მოდგმის გამრავლება; ღმერთი ცოდვით დაცემისთანავე დაპირდა ადამს და ევას ცოდვისგან თავის დახსნის საშუალების მოვლინებას, რომლითაც ამავდროულად დედაკაცსა და მამაკაცს შორის დარღვეულ თანასწორობასაც აღადგენდა. ამრიგად, ქრისტიანობამ კაცისა და ქალის თანასწორობა დაამყარა, რადგან ქრისტეში \"არა არს ჩვევა არცა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა\" (გალ.3,28) ქრისტიანობის მიერ ქალისთვის მოტანილი თავისუფლებისა და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას დედაკაცი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. ეკლესიის მამების განმარტებით, სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. ქრისტიანობა არ აკნინებს არც ერთ სქესს. როდესაც ვამბობთ, რომ ცოდვა დედაკაცისგან შემოვიდა_ეს არის ფაქტის კონსტატაცია და არა მისი დაკნინება. პეტრე მოციქულმა სამგზის უარყო მაცხოვარი, თუმცა ამ ფაქტით თავად მოციქული არ დაკნინებულა. სხვა მოციქულებს შეეძლოთ, ეს ფაქტი სახარებაში არ აღენიშნათ, მაგრამ დაწერეს და თაობებს დაუტოვეს, ნიშნად იმისა, რომ როგორ ახლოსაც არ უნდა იყოს ადამიანი უფალთან, უყვარდეს და ერთგული იყოს, მან შეიძლება ადამიანური სისუსტე მაინც გამოავლინოს. თუკი ქალსიგან_ ევასგან_ შემოვიდა ცოდვა და დაეცა კაცობრიობა, ასევე ქალისგან, მარადქალწული მარიამისგან იშვა მაცხოვარი_კაცობრიობის მხსნელი. არ ვიცი, რამდენად გასაგებად მოვიტანე სათქმელი მითხველამდე, მაგრამ მასში ჩადებული განმარტებები მე არ მეკუთვნის და არც მაჰათმა განდის. თუ ამ კუთხით შევხედავთ წამოჭრილ თემას, შეიძლება ჩავთვალოთ რომ სქესობრივი ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის თემა სულაც არ არის ის დილემა, რომელიც კაცობრიობამ ისტორიის მანძილზე დაუძლეველ პრობლემად აქცია. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შეკითხვის პასუხს იძლევა თავად ბიბლია და მისი სწორად განმარტებული სწავლება. პატივისცემით მთლიანობაში საინტერესო წერილია, თუმცა საკამათოდ მეჩვენება ბევრი საკითხი. ქრისტიანებს გვაქვს უნიკალური რელიგია, სადაც სიტყვა \"არ შეიძლება\" არ არსებობს. საერთოდ, მგონია, რომ დოგმატურ აკრძალვებზე მართლმადიდებლები არ უნდა ვსაუბრობდეთ, თუ რაღაცეები არ გვესმის, ან არასწორად გვესმის, ეს თავად ადამიანების გონებრივ-ინტელექტუალურ სისუსტეზე, ან სულაც უმეცრებაზე მიუთითებს. დოგმა შეიძლება არსებობს საეკლესიო წესში, მაგრამ სიბრძნე, რომელსაც ქადაგებს მართლმადიდებლობა, ემსახურება მხოლოდ იმის შესწავლას, რა შეიძლება და როგორი უნდა იყოს ქრისტეს მიახლოებული ადამიანი (სრულად გეთანხმებით უსასრულობაში სქესი არ არსებობს და ყველა თანაბრად არის პასუხისმგებელი ღმერთის წინაშე). \"შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად და მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი\",_წერია ბიბლიაში. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ქალს, ისევე როგორც კაცს, წილად ხვდა პატივი, ღვთის ხატად შექმნილიყო. ეს ხატი ყოველგვარ ეთნიკურ, სოციალურ და სქესობრივ განსხვავებაზე მაღლა დგას. ორივე ბუნება _ ქალურიც და მამაკაცურიც თანაბრად ღირსეულია. ბიბლიის თანახმად, ცოდვამ საფუძვლიანად შეარყია ოჯახური ყოფა და შერყვნა ქალისა და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულება. ბოროტმა ჯერ დედაკაცი აცდუნა, შემდეგ იარაღად გამოიყენა მამაკაცის შესაცდენად. ჩადენილი დანაშაულისთვის, სიყვარულისა და ქმარზე გავლენის ბოროტად გამოყენებისათვის(გთხოვთ, დაუკვირდეთ ამ ნაწილს, პირდაპირ ჩანს ქალის უპირატესობა მამაკაცზე) ღმერთმა დასაჯა ცოლი სატანჯველით, რომლის გარეშე შეუძლებელია კაცთა მოდგმის გამრავლება; ღმერთი ცოდვით დაცემისთანავე დაპირდა ადამს და ევას ცოდვისგან თავის დახსნის საშუალების მოვლინებას, რომლითაც ამავდროულად დედაკაცსა და მამაკაცს შორის დარღვეულ თანასწორობასაც აღადგენდა. ამრიგად, ქრისტიანობამ კაცისა და ქალის თანასწორობა დაამყარა, რადგან ქრისტეში \"არა არს ჩვევა არცა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა\" (გალ.3,28) ქრისტიანობის მიერ ქალისთვის მოტანილი თავისუფლებისა და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას დედაკაცი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. ეკლესიის მამების განმარტებით, სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. ქრისტიანობა არ აკნინებს არც ერთ სქესს. როდესაც ვამბობთ, რომ ცოდვა დედაკაცისგან შემოვიდა_ეს არის ფაქტის კონსტატაცია და არა მისი დაკნინება. პეტრე მოციქულმა სამგზის უარყო მაცხოვარი, თუმცა ამ ფაქტით თავად მოციქული არ დაკნინებულა. სხვა მოციქულებს შეეძლოთ, ეს ფაქტი სახარებაში არ აღენიშნათ, მაგრამ დაწერეს და თაობებს დაუტოვეს, ნიშნად იმისა, რომ როგორ ახლოსაც არ უნდა იყოს ადამიანი უფალთან, უყვარდეს და ერთგული იყოს, მან შეიძლება ადამიანური სისუსტე მაინც გამოავლინოს. თუკი ქალსიგან_ ევასგან_ შემოვიდა ცოდვა და დაეცა კაცობრიობა, ასევე ქალისგან, მარადქალწული მარიამისგან იშვა მაცხოვარი_კაცობრიობის მხსნელი. არ ვიცი, რამდენად გასაგებად მოვიტანე სათქმელი მითხველამდე, მაგრამ მასში ჩადებული განმარტებები მე არ მეკუთვნის და არც მაჰათმა განდის. თუ ამ კუთხით შევხედავთ წამოჭრილ თემას, შეიძლება ჩავთვალოთ რომ სქესობრივი ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის თემა სულაც არ არის ის დილემა, რომელიც კაცობრიობამ ისტორიის მანძილზე დაუძლეველ პრობლემად აქცია. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა შეკითხვის პასუხს იძლევა თავად ბიბლია და მისი სწორად განმარტებული სწავლება. პატივისცემით
14. მარად მოუწყენელი თემაა...... გაუხუნარი და საკამათო....ქალი თუ კაცი?.... ვინა ვართ და რაისთვის გავჩნდით..... საინტერესოდ იყო ნაფიქრი..... და მაინც ,ჩემი ფიქრით, ასპარეზი ამ ქვეყანაში კაცს მაინც უფრო მეტი აქვს, ჯერ!....... თუმც ძალიანაც გულს ნუ გავიხეთქავთ ამის გამო...რადგან უფალი სამართლიანია და ვისაც მეტს აძლევს, ბოლოს მეტიც მოეკითხება....... ცირას ჩემი მოკითხვა.... დავბრუნდი თუ არა...მაშინვე აქ შემოგიარე... მშვენიერი ,,ბლომანჟე\'\' იყო.....(ხომ არ მიწყენთ, ამ შედარებისათვის.... ;) რა ვქნა, მიყვარს ამგვარი ..ბლომანჟეების \'\' დაგემოვნება) ;) ;) ;) მარად მოუწყენელი თემაა...... გაუხუნარი და საკამათო....ქალი თუ კაცი?.... ვინა ვართ და რაისთვის გავჩნდით..... საინტერესოდ იყო ნაფიქრი..... და მაინც ,ჩემი ფიქრით, ასპარეზი ამ ქვეყანაში კაცს მაინც უფრო მეტი აქვს, ჯერ!....... თუმც ძალიანაც გულს ნუ გავიხეთქავთ ამის გამო...რადგან უფალი სამართლიანია და ვისაც მეტს აძლევს, ბოლოს მეტიც მოეკითხება....... ცირას ჩემი მოკითხვა.... დავბრუნდი თუ არა...მაშინვე აქ შემოგიარე... მშვენიერი ,,ბლომანჟე\`\` იყო.....(ხომ არ მიწყენთ, ამ შედარებისათვის.... ;) რა ვქნა, მიყვარს ამგვარი ..ბლომანჟეების \`\` დაგემოვნება) ;) ;) ;)
13. პასუხი რიდი 1-ს,
ასე რომ ვიქექები სხვის სამზარეულოში????
აი, უცნაურობა თუ გინდა, ამას ჰქვია. მე კი ურაკპარაკი რაღაც ლიტერატურული კაფეს მაგვარი უფრო მეგონა, მასზე ნაწარმოების გამოქვეყნება კი მეგობრების სასაუბროდ მოპატიჟება. მაგრამ თქვენთვის იგი თუ პრივატიზებული სამზარეულოა, ნუ შეშინდებით, თქვენს გვერდზე \'საქექად\' ნამდვილად არ შემოვიხედავ...
ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს რაც შეეხება, ერთი \'კერძის\' პაწაწა ნაწილი დასაჭაშნიკებლად კაფეში კარგა ხანია გამოვიტანე. ასე რომ, აწი ნება თქვენია, შეგიძლიათ ნაშრომი ყოველგვარი რიდის გარეშე მომიწონოთ ან დამიწუნოთ... პასუხი რიდი 1-ს,
ასე რომ ვიქექები სხვის სამზარეულოში????
აი, უცნაურობა თუ გინდა, ამას ჰქვია. მე კი ურაკპარაკი რაღაც ლიტერატურული კაფეს მაგვარი უფრო მეგონა, მასზე ნაწარმოების გამოქვეყნება კი მეგობრების სასაუბროდ მოპატიჟება. მაგრამ თქვენთვის იგი თუ პრივატიზებული სამზარეულოა, ნუ შეშინდებით, თქვენს გვერდზე \`საქექად\` ნამდვილად არ შემოვიხედავ...
ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს რაც შეეხება, ერთი \`კერძის\` პაწაწა ნაწილი დასაჭაშნიკებლად კაფეში კარგა ხანია გამოვიტანე. ასე რომ, აწი ნება თქვენია, შეგიძლიათ ნაშრომი ყოველგვარი რიდის გარეშე მომიწონოთ ან დამიწუნოთ...
12. ცირა...!
ასე რომ იქექები სხვის სამზარეულოში ...იქნებ შენი კერძიც გაგვასინჯო ...:)
არადა როგორ მომწონს ცირა როგორც სახელი და როგორც მნიშნელობა მისი ...:) ეს ისე უბრალოდ ჩავილაპარაკე..:)
ცირა...!
ასე რომ იქექები სხვის სამზარეულოში ...იქნებ შენი კერძიც გაგვასინჯო ...:)
არადა როგორ მომწონს ცირა როგორც სახელი და როგორც მნიშნელობა მისი ...:) ეს ისე უბრალოდ ჩავილაპარაკე..:)
11. პირველია რაც წავიკითხე თქვენი ნაწარმოები ცირა და მართლა მომეწონა. ძლიერი ხართ. 5 პირველია რაც წავიკითხე თქვენი ნაწარმოები ცირა და მართლა მომეწონა. ძლიერი ხართ. 5
10. მომეწონა.... :) მომეწონა.... :)
9. სრულიად ვეთანხმები ჭას.... თვითონ ბერძნულ მითოლოგიაშიც ეგრეა..... ბატონმა ზევსმა გაყო ქალი და კაციო და კოცნის დროს ისინი აღწევენ იმ მდგომარეობასო, რაც თავიდან ქონდათო... ანუ.... idina celaia სრულიად ვეთანხმები ჭას.... თვითონ ბერძნულ მითოლოგიაშიც ეგრეა..... ბატონმა ზევსმა გაყო ქალი და კაციო და კოცნის დროს ისინი აღწევენ იმ მდგომარეობასო, რაც თავიდან ქონდათო... ანუ.... idina celaia
8. საინტერესო იყო...5
უსასრულობაში ღმერთისთვის ქალი და მამაკაცი უსქესო არსებაა, სრულიად თანასწორი და ყველაფერზე თანასწორადვე პასუხისმგებელი.
ამაში ყოველთვის ეჭვი მეპარება ხოლმე...
საინტერესო იყო...5
უსასრულობაში ღმერთისთვის ქალი და მამაკაცი უსქესო არსებაა, სრულიად თანასწორი და ყველაფერზე თანასწორადვე პასუხისმგებელი.
ამაში ყოველთვის ეჭვი მეპარება ხოლმე...
7. საინტერესო თემაა, ამასთანავე უკვდავი და დაუსრულებელი, შეიძლება მთელი ცხოვრება იკამათო ამაზე.
თამარ როგორც არ უნდა ახსნას მკლევარებმა ბოლომდე სიმართლესაც ვერ ვუწოდებთ მაგას, ანუ მართალია არი კაცების ეგეთი კატეგორიაც მაგრამ ყველა ერთაირი არ არი საბედნიეროდ, ინტელექტუალურად სუსტი და ძლიერი ქალიც არი და კაციც, ზოგ კაცს სიამოვნებს მასზე ჭკვიანი ქალი, ზოგს არა. მიუხედავად ამისა ყველა პოულობს თავის მეორე ნახევარს (ერთეულების გარდა)
კარგი სტატიაა, საინტერესოა! :) საინტერესო თემაა, ამასთანავე უკვდავი და დაუსრულებელი, შეიძლება მთელი ცხოვრება იკამათო ამაზე.
თამარ როგორც არ უნდა ახსნას მკლევარებმა ბოლომდე სიმართლესაც ვერ ვუწოდებთ მაგას, ანუ მართალია არი კაცების ეგეთი კატეგორიაც მაგრამ ყველა ერთაირი არ არი საბედნიეროდ, ინტელექტუალურად სუსტი და ძლიერი ქალიც არი და კაციც, ზოგ კაცს სიამოვნებს მასზე ჭკვიანი ქალი, ზოგს არა. მიუხედავად ამისა ყველა პოულობს თავის მეორე ნახევარს (ერთეულების გარდა)
კარგი სტატიაა, საინტერესოა! :)
6. დამაფიქრებელი,საინტერესო!5 დამაფიქრებელი,საინტერესო!5
5. მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ინტელექტუალურად სუსტი მამაკაცები ჭკვიანი ქალის გვერდზე ყოფნას ვერ უძლებენ და საკუთარი უსუსურობის გადაფარვას მუჯლუგუნებით ცდილობენ. ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია.
გაიხარე, ცირა! ძალიან საინტერესო სტატია იყო! 5 მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ინტელექტუალურად სუსტი მამაკაცები ჭკვიანი ქალის გვერდზე ყოფნას ვერ უძლებენ და საკუთარი უსუსურობის გადაფარვას მუჯლუგუნებით ცდილობენ. ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია.
გაიხარე, ცირა! ძალიან საინტერესო სტატია იყო! 5
4. ღირს წაკითხვა. ღირს წაკითხვა.
3. "შეაბი ქალსა მახვილი წელზე, ქალად დარჩება ის სარეცელზე. გინდ ძუ ლომისა მიეც მას ძალი, მაინც ქალადა შობილა ქალი".... "შეაბი ქალსა მახვილი წელზე, ქალად დარჩება ის სარეცელზე. გინდ ძუ ლომისა მიეც მას ძალი, მაინც ქალადა შობილა ქალი"....
2. საინტერესო ნაწერია, თან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეიძლება ილაპარაკო, განსხვავებული აზრები მოისმინო, მაგრამ მაინც მგონია ორივე სქესის წარმომადგენელი თავის პირველსაწყისს არ უნდა გასცდეს... საინტერესო ნაწერია, თან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეიძლება ილაპარაკო, განსხვავებული აზრები მოისმინო, მაგრამ მაინც მგონია ორივე სქესის წარმომადგენელი თავის პირველსაწყისს არ უნდა გასცდეს...
1. კარგია,საინტერესო! კარგია,საინტერესო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|