ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2009


ქვათახევი

მდუმარებით მოარული გზები,
წინაპრების შეწირული მიწა,
გუმბათების შემოხედვა გზნებით
და სიცოცხლე ვინც გუმბათებს მისცა.

მოკაშკაშე ზეცის ასახვევი,
ვარსკვლავების გამჭოლავი  მზერა.
ქედუხრელი ჩემი ქვათახევი,
სიყვარული არა სწამდეს გჯერაა?

შეხვალ შიგნით დაინახავ თვალებს,
მის დიდებას შეწირული ბერის,
წაიკითხავ თავდადებულ გვარებს,
ვინც ვერ შესძლო დაენახა ბევრი.

ჩამოთლილი თაღოვანი კოშკი.
თემურ-ლენგის სიმხეცე და ცოდვა.
პატრონისთვის გამოთლილი ქოხი
და ბერების უცოდველი ხოცვა.

ცის სიმაღლეს შემართული ტაძარი.
ნაწამები გზების ასახვევი.
საქორწინო სამყოპელი თამარის,
ქვათახევი, ჩემი ქვათახევი.


    ავტ:  ქეთევან ქსოვრელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები