პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი იქნება ცაში იწერება ჩვენი ფატუმი, ხარ უბედური? ზოგჯერ მაინც ხარ ბედნიერი, ღიმილიც, ცრემლიც ერთურთშია გადახლართული. ზეშთაგონება აქიაქებს სივრცეს შენიღბულს, ზესით დაწერილს, მიწიერი ვეღარ ამოშლის, ოიდიპოსის სიბრმავეს და ბეთჰოვენის ყურს თავად უწამლეს ღმერთკაცებმა სააქაოში... რემბრანდტს და მოცარტს, გარიბალდის და პაგანინსაც ორესტესავით თან მისდევდნენ ერინიები, პანდორას ყუთი ტვირთად ადევს საგულე ფიცარს, და ნელა-ნელა ენთებიან ცაზე მთიები... მაგრამ სულ ახლო, მესაფლავე სიმართლეს ბედავს და ოფელიას ახსენდება გალაკტიონი, ტატო მგოსნურად მიაჭენებს ფრთაგაშლილ მერანს, გზა უკვდავების ყოფილაო არა იოლი... და წიწამურთან დიდ ილიას ბედის მწერალი, ჩამოიცრემლა შეწყვეტილი მოკლე სონეტით, როგორც ბელონა, ჟამთა სბროლას დანაწევარი ამაოებას ეჭიდება ფიქრი პოეტის... ფარას ჩამორჩა თითქოს სადღაც ცალთვალა ვერძი, წარსტაცა მზერა ვნებიანმა სიმწვანემ მოლთა, დასაბამიდან ბედისწერის ფატუმებს ვებრძვით და დაღლილები ვიმეორებთ: - პატროკლეც მოკვდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე დავრჩი მარსიანელი B-) ხოოდა გადაგარჩენთ მეგობრებო :)) მე დავრჩი მარსიანელი B-) ხოოდა გადაგარჩენთ მეგობრებო :))
12. პატროკლეც მოკვდა, იულიუს კეისარიც, ეხ.... ვინღა დავრჩით :( პატროკლეც მოკვდა, იულიუს კეისარიც, ეხ.... ვინღა დავრჩით :(
10. ოი როგორ მომეწონა !! +2 ოი როგორ მომეწონა !! +2
9. ამაოებას ეჭიდება ფიქრი პოეტის... ამაოებას ეჭიდება ფიქრი პოეტის...
7. ჩემგან დიდი მოწონება ლექსს!!! გაიხარე შენაა!!! მოგიკითხეე!!! ჩემგან დიდი მოწონება ლექსს!!! გაიხარე შენაა!!! მოგიკითხეე!!!
5. Mართლა ძალიან კარგი და ამაღლებულია, მაგრამ არის ერთი მაგრამ: ძალიან ბევრი ასუციური შედარება მკითხველს გონებას სადღაც უფანტავს და მთავარზე კონცენტრაციას ვერ ახდენს. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია.მაგრამ ზუსტად ლექსის შუა ნაწილში ჩემმა გონებამ გაჭედა.... 55555 Mართლა ძალიან კარგი და ამაღლებულია, მაგრამ არის ერთი მაგრამ: ძალიან ბევრი ასუციური შედარება მკითხველს გონებას სადღაც უფანტავს და მთავარზე კონცენტრაციას ვერ ახდენს. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია.მაგრამ ზუსტად ლექსის შუა ნაწილში ჩემმა გონებამ გაჭედა.... 55555
4. კარგად წერთ გვიანდელებს. კარგად წერთ გვიანდელებს.
3. მშვენიერი და საინტერესო! გაიხარეთ! მშვენიერი და საინტერესო! გაიხარეთ!
2. ზეშთაგონება აქიაქებს სივრცეს შენიღბულს, ზესით დაწერილს, მიწიერი ვეღარ ამოშლის, ოიდიპოსის სიბრმავეს და ბეთჰოვენის ყურს თავად უწამლეს ღმერთკაცებმა სააქაოში 555 ზეშთაგონება აქიაქებს სივრცეს შენიღბულს, ზესით დაწერილს, მიწიერი ვეღარ ამოშლის, ოიდიპოსის სიბრმავეს და ბეთჰოვენის ყურს თავად უწამლეს ღმერთკაცებმა სააქაოში 555
1. ძალიან მომეწონა.... :) ძალიან მომეწონა.... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|