ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2009


ფრენას აღარ აპირებ...

ტოტზე ცახცახებ როგორც ნეკერი
და ქარის ქროლვას კანკალით ხვდები,
სხივმოცისკარე დილა შეგფერის,
მზის გვირგვინით და ფარვანის ფრთებით...
ზეციურ სავანს მიწაზე ეძებ,
იჭვების ხლართებს გაენაპირე,
ისე ვით ნიკე, ათენას ცხენზე
ზიხარ და ფრენას აღარ აპირებ...

ტოტზე ცახცახებ როგორც ნეკერი...
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები