 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: საბავშვო 12 სექტემბერი, 2009 |
-შემდეგი! აბა, მანახე რა გაქვს... ოხ! პატარა ხომ არა ხარ ასეთი თანამდებობისთვის?! კარგია, კარგი... ისე მამაშენის შვილი კი უნდა... ნუ, ერთი სიტყვით კარგია... ნება დაერთოს! შემდეგი! -იცით ბატონო.. ეს, მე... ამდენი კი არ... მაგრამ მინდა რომ... -კარგი, მორჩი, ნუ ბურტყუნებ! ეს შენი ფული და სიხარბე ყელში ამოვიდა. სიზმარში მაინც რაღად უნდა ფულს დამალვა, მაგრამ მე რა... შენ თუ ეგრე მოგწონს... ნება დაერთოს! შემდეგი! -როგორც ყოველთვის. -აჰ, ეს თქვენ ხართ ბატონო ჩემო?! მობრძანდით, ცოტა მოისვენეთ, აქეთ დაბრძანდით. გარეთ იმხელა რიგია, თქვენ ხომ არ შეყოვნდით? -რა რიგი?! დაცვა ტყუილად კი არ დამყვება. -დიახ, რა თქმა უნდა, მაპატიეთ, ახლავე ყველაფერი მზად იქნება. -ცოტა დაუჩქარეთ! როგორც იცით მე ბევრი დრო არ მაქვს! -დიახ, დიახ... ე.ი. ომი, სისხლი, ბორკილები... შესანიშნავია, შესანიშნავი... -სახრჩობელა. -ბატონო? -სახრჩობელა, სახრჩობელები არ გამოგრჩეთ! -აა, დიახ-დიახ, რა თქმა უნდა, სახრჩობელა და საერთოდ ყველაფერი ერთად, დიახ... ნება დაერთოს! კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის, კარგად ბრძ... შემდეგი! შემოდით, შემოდით! დაუჩქარეთ ცოტა! რა გნებავთ?! მანახეთ, რას იშმუშნებით?! -არა, მე ჩემთვის არ მინდა... ბავშვისთვის, ძალიან გთხოვთ... -ეს ისევ შენ ხარ?! ისევ რაიმე აკრძალულია, ხომ?! ჯარიმა არ გეყო?! მაჩვენე რა გაქვს... რას მალავ... მაინც ხომ უნდა ვნახო... -ჩემთვის არ მინდა ბატონო... გთხოვთ... -ხო, ხო, ვიცი მე ეგ შენი სიმღერა, ჩემთვის არ მინდაო წინაზეც და მე კინაღამ მომხვდა შენი ბავშვის გულისთვის, მომინდომა პეპლები და ყვავილები. მომეცი აქ, მანახე ბოლოსდაბოლოს!.. რაა?! ეს რა არის?! სულ გააფრინე?! სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრდა?! -ძალიან გთხოვთ ბატონო, ნუ ბრაზდებით, ის ხომ ჯერ სულ პატარაა... -შე უგუნურო, შენ იცი ფერადი სიზმარი რას ნიშნავს?! ეს... ეს ხომ ღალატია! ამას არ გაპატიებენ! პეპლები და ფერიები არ გეყო?! ახლა ნაირ-ნაირი ფერები მომინდომე კიდევ! -რა ვქნა აღარ ვიცი ბარონო, რა წყალში გადავვარდე, ერთხელ ბავშვს უბრალოდ ზღაპარი მოვუყევი და რას ვიფიქრებდი, რომ... -შენ იმდენს იზამ, თავსაც დაკარგავ და ბავშვსაც! -შეგვიბრალეთ ბატონო, მას მაინც დაესიზმრება და უნებართვოდ დაგვაპატიმრებენ... -აბა, შენ რა გინდა, რომ მე დამაპატიმრონ?! თანაც რისთვის, რაღაც, ზღაპრული ლურჯი ფერიისთვის?! იქნებ პირდაპირ დანა ჩაგერტყა ჩემთვის! -არა ბატონო, რას ბრძანებთ... -გაეთრიეთ აქედან ორივე! უარი ეთქვეს!!! აქ აღარ დაგინახოთ შენ და შენი შვილი აღარასოდეს, თორემ მე თვითონ დაგაპატიმრებთ! შემდეგი!
-დედიკო, ის ბიძია რატომ ყვიროდა?.. ნუ ტირიხარ რა დედიკო, ძალიან გთხოვ, ხომ იცი, რომ მე ძალიან მიყვარხარ!.. -კი საყვარელო ვიცი, მაგრამ შენს სიზმარზე უარი გვითხრეს, ფერადი სიზმრები საერთოდ აგვიკრძალეს და თუ ნახავ დაგვიჭერენ... -არა დედიკო, ნუ გეშინია! ლურჯი ფერია მაგათზე ძლიერია! დამპირდა მოვალ და სურვილებს შეგისრულებო. ჰოდა მეც ვთხოვ, რომ იმ ცუდ ძიებს მზე გამოაშვებინოს, ღამე რომ წავა, ისედაც ყველგან ყველაფერი თავისით გაფერადდება და ჩემი სიზმრების აღარავის შეეშინდება. -რაღა შენთან მოდის ეგ ფერია შვილო, სხვა ვერავინ ამოირჩია?! -სხვებიც არიან დედიკო, ვისაც უყვარს ყველასთან მიდის, შენ უბრალოდ დიდი ხარ და ვეღარ ხედავ, თორემ შენთანაც მოდის! შენ ხომ სულ იმას მეუბნები, რომ მე ძალიან გიყვარვარ?! -კი შვილო! ძალიან მიყვარხარ! სიცოცხლეზე მეტადაც კი! -ფერიამ მითხრა თქვენს გულებში დანთებული სიყვარული ჩემთვის შუქურაა, არ ჩააქრო, თორემ შენსკენ გზას ვეღარ ვიპოვიო. წარმოიდგინე დედიკო, ამდენი სხვადასხვა ფერის შუქურა ერთად რომ აინთება, ეს სინათლე ნებისმიერ სიბნელეს და ბოროტებას დასძლევს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. რა კარგი საბავშვო სპილუკა ხარ: )მომეწონა ძალიან ++ რა კარგი საბავშვო სპილუკა ხარ: )მომეწონა ძალიან ++
25. არა დედიკო, ნუ გეშინია! ლურჯი ფერია მაგათზე ძლიერია
ძაან კარგია.
გეხუტუნე მამუკა. არა დედიკო, ნუ გეშინია! ლურჯი ფერია მაგათზე ძლიერია
ძაან კარგია.
გეხუტუნე მამუკა.
24. თბილია!!! :) თბილია!!! :)
23. მომეწონა მაგრად+777 და მოკითხვა კაი კაცს..:) მომეწონა მაგრად+777 და მოკითხვა კაი კაცს..:)
22. -კი საყვარელო ვიცი, მაგრამ შენს სიზმარზე უარი გვითხრეს, ფერადი სიზმრები საერთოდ აგვიკრძალეს და თუ ნახავ დაგვიჭერენ... რაღაც საინტერესოააააააა +2 -კი საყვარელო ვიცი, მაგრამ შენს სიზმარზე უარი გვითხრეს, ფერადი სიზმრები საერთოდ აგვიკრძალეს და თუ ნახავ დაგვიჭერენ... რაღაც საინტერესოააააააა +2
21. ეს სინათლე ნებისმიერ სიბნელეს და ბოროტებას დასძლევს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!! :) ეს სინათლე ნებისმიერ სიბნელეს და ბოროტებას დასძლევს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!! :)
20. ძალიან თბილია ნამდვილად!.. გაიხარეთ უბრალოდ! :) ძალიან თბილია ნამდვილად!.. გაიხარეთ უბრალოდ! :)
19. ყოჩაღ! ძალიან კარგია სპილუკა! გამეხარდა ასეთი თბილი ნაწერი რომ გაქვს. ასევე გააგრძელე, კარგად გამოგდის. ყოჩაღ! ძალიან კარგია სპილუკა! გამეხარდა ასეთი თბილი ნაწერი რომ გაქვს. ასევე გააგრძელე, კარგად გამოგდის.
18. რაღაც დავდნისავით ეხლა მე:) რაღაც დავდნისავით ეხლა მე:)
17. 5 slipuuuuuuuuuk 5 slipuuuuuuuuuk
16. მაშინ მეც აქ მოგიკითხავ და მოგეფერები...დ ი დ ი სპილუკა...საყვარელი... რატომ აღარაფერს წერს?... მაშინ მეც აქ მოგიკითხავ და მოგეფერები...დ ი დ ი სპილუკა...საყვარელი... რატომ აღარაფერს წერს?...
15. ჩემი ნიკი საიდან ? :-O ჩემი ნიკი საიდან ? :-O
14. მე კი ეხლა წავიკითხე... დამასევდიანა :(
მოგიკითხე სპილუკ... მე კი ეხლა წავიკითხე... დამასევდიანა :(
მოგიკითხე სპილუკ...
13. მიკვირს რატომ ადრე არ შევაფასე? არადა აშკარად წაკითხული მქონდა!!! მე მაპატიე მამუკა!!! გაიხარე შენა ამ სითბოსთვის!!! თბილო კაცო, მოგიკითზე თბილად!!! მიკვირს რატომ ადრე არ შევაფასე? არადა აშკარად წაკითხული მქონდა!!! მე მაპატიე მამუკა!!! გაიხარე შენა ამ სითბოსთვის!!! თბილო კაცო, მოგიკითზე თბილად!!!
12. პირველი ნაწილი აშკარად არასაბავშვოა. მეორეს არა უშავს.. პირველი ნაწილი აშკარად არასაბავშვოა. მეორეს არა უშავს..
11. მაგარია!
სალამი კოლეგას!
მაიორი(კომენდანტე) ჩე გევარა! მაგარია!
სალამი კოლეგას!
მაიორი(კომენდანტე) ჩე გევარა!
10. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!! თბილი...თბილი...სპილუკა...55555555555555555555 ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!! თბილი...თბილი...სპილუკა...55555555555555555555
9. 555555555555 555555555555
8. თეოს რჩევით წავიკითხე და ძალიან,ძალიან მომეწონა. ;;) 5555 და მადლობა თეეეს და სპილუკას. ;;) თეოს რჩევით წავიკითხე და ძალიან,ძალიან მომეწონა. ;;) 5555 და მადლობა თეეეს და სპილუკას. ;;)
7. რა თბილი და საყვარელი ნაწერია, მამუკა:)
ემილი-ფერია სადაა, ნეტავ, არ წაუკითხავს ეს?!;;) რა თბილი და საყვარელი ნაწერია, მამუკა:)
ემილი-ფერია სადაა, ნეტავ, არ წაუკითხავს ეს?!;;)
6. მაგარო და სათნოოვ მაგარო და სათნოოვ
5. გულთბილი მოკითხვები დიდ ბავშვს :) 555 გულთბილი მოკითხვები დიდ ბავშვს :) 555
4. -ფერიამ მითხრა თქვენს გულებში დანთებული სიყვარული ჩემთვის შუქურაა, არ ჩააქრო, თორემ შენსკენ გზას ვეღარ ვიპოვიო. წარმოიდგინე დედიკო, ამდენი სხვადასხვა ფერის შუქურა ერთად რომ აინთება, ეს სინათლე ნებისმიერ სიბნელეს და ბოროტებას დასძლევს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!!
რა სითბო და სინათლე მოდიიის :) სად დაგვეკარგე მამუკაა? ;;) მოგვენატრეოოო :) :-* -ფერიამ მითხრა თქვენს გულებში დანთებული სიყვარული ჩემთვის შუქურაა, არ ჩააქრო, თორემ შენსკენ გზას ვეღარ ვიპოვიო. წარმოიდგინე დედიკო, ამდენი სხვადასხვა ფერის შუქურა ერთად რომ აინთება, ეს სინათლე ნებისმიერ სიბნელეს და ბოროტებას დასძლევს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. აი, როგორც მე მიყვარხარ ისე - ძალიან-ძალიან!!!
რა სითბო და სინათლე მოდიიის :) სად დაგვეკარგე მამუკაა? ;;) მოგვენატრეოოო :) :-*
3. მოგიკითხე .მიყვარს შენები მოგიკითხე .მიყვარს შენები
2. მოგიკითხე და შევაფასე მეგობარო. კარგი კაცი ხარ, კარგი! მოგიკითხე და შევაფასე მეგობარო. კარგი კაცი ხარ, კარგი!
1. -არა დედიკო, ნუ გეშინია! ლურჯი ფერია მაგათზე ძლიერია! დამპირდა მოვალ და სურვილებს შეგისრულებო. ჰოდა მეც ვთხოვ, რომ იმ ცუდ ძიებს მზე გამოაშვებინოს, ღამე რომ წავა, ისედაც ყველგან ყველაფერი თავისით გაფერადდება და ჩემი სიზმრების აღარავის შეეშინდება. -რაღა შენთან მოდის ეგ ფერია შვილო, სხვა ვერავინ ამოირჩია?! -სხვებიც არიან დედიკო, ვისაც უყვარს ყველასთან მიდის, შენ უბრალოდ დიდი ხარ და ვეღარ ხედავ, თორემ შენთანაც მოდის!
პატ.მასწ... ლურჯ ფერიაზე ძლიერი - ყვითელი და მწვანე ფერიები არიან... თუმცა არც ისაა სუსტი... დაუჯერეთ ბავშვს!...
ისე, რავა ჩემს წისქვილზე დაასხი წყალი, ააა? 5 -არა დედიკო, ნუ გეშინია! ლურჯი ფერია მაგათზე ძლიერია! დამპირდა მოვალ და სურვილებს შეგისრულებო. ჰოდა მეც ვთხოვ, რომ იმ ცუდ ძიებს მზე გამოაშვებინოს, ღამე რომ წავა, ისედაც ყველგან ყველაფერი თავისით გაფერადდება და ჩემი სიზმრების აღარავის შეეშინდება. -რაღა შენთან მოდის ეგ ფერია შვილო, სხვა ვერავინ ამოირჩია?! -სხვებიც არიან დედიკო, ვისაც უყვარს ყველასთან მიდის, შენ უბრალოდ დიდი ხარ და ვეღარ ხედავ, თორემ შენთანაც მოდის!
პატ.მასწ... ლურჯ ფერიაზე ძლიერი - ყვითელი და მწვანე ფერიები არიან... თუმცა არც ისაა სუსტი... დაუჯერეთ ბავშვს!...
ისე, რავა ჩემს წისქვილზე დაასხი წყალი, ააა? 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|