 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 20 სექტემბერი, 2009 |
მარტასა და ბეტის გაოცებული სახე მდევდა მთელი საღამო. როდესაც ჩემი ახალი “თანამდებობის” შესახებ შეიტყეს ცხვირი აიბზუეს ჩემდამი, განსაკუთრებით მარტას გულგრილობა მწყვეტდა გულს. სერ სკოტფილდი მთელი ღამე სერ რიჩარდთან ერთად კაბინეტში იყო ჩაკეტილი. ის დღეც როგორღაც დავაღამე. გამთენიისას ავდექი და ფარდულისკენ ავიღე გეზი. დილის ნოტიო ჰაერმა გუნებაზე მომიყვანა, ჰაერში სიახლის სურნელი ტრიალებდა. სახეზე ღიმილაკრულმა შევაღე ფარდულის კარი. სერ რიჩარდის დანახვამ შემაცბუნა. არ მეგონა ასე ადრე თუ ადგებოდა, მითუმეტეს გუშინდელი “სერობის” შემდეგ. – სერ რიჩარდ, იმედია არ დამგვიანებია.. მზერა მორჩილად შევავლე ნაკვთებზე. გადაღლილი სახე ჰქონდა, თუმცა თვალები უცნაურად უელავდა თითქოს. – მის ქეთრინ, დროულად გამოცხადდით, მშვენიერია. ახლა მინდა, თქვენი ნებართვით, ჩვენი სამუშაოს ძირითადი ნაწილი განახოთ. ამ სიტყვებთან ერთად გადასაფარებელი მოხადა მაგიდას. შიშისგან წამოვიყვირე და უმალ ხელები ვიტაცე ტუჩებზე. ვიგრძენი როგორ დავკარგე ფერი, ჩემს წინ, მაგიდაზე, ქალის გვამი იდო… სერ რიჩარდი სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა. მილიმეტრების დაშორებით იყო მისი თვალები. ხელები მხრებში ჩამავლო და მსუბუქად შემანჯღრია. – დამშვიდდით, ეს ისეთივე ადამიანია, როგორც თქვენ, არ ღირს შიშის მონობა. ამ სიტყვებმა უფრო შემაშინა, დაზაფრული მზერა შევაგებე და ფრთხილად გავინთავისუფლე მხრები მისი ძლიერი ხელებისგან. ათასი უაზრო ფიქრი მომივიდა თავში, პირველ რიგში ვიფიქრე რომ საქმე შეშლილ ფსიქოპატთან მქონდა, თუმცა მისდამი განუზომელი სიმპატია გაქცევის საშუალებას არ მაძლევდა. წუთით იგი მიხვდა რომ სიმშვიდემ მოიცვა ჩემი არსება. ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალის გვამს და გვერდით მდგარ სკამზე მიმითითა. უხმოდ ჩამოვჯექი. – მის ქეთრინ, ნუთუ არასოდეს გიფიქრიათ სიკვდილის ფენომენზე? კითხვა მეტად რიტორიკულად ჟღერდა, მისი ჭაობისფერი თვალები კი სადღაც ჭერის მიმართულებით აღმართულიყო. დუმილი ვარჩიე. მან განაგრძო საუბარი. – შეხედეთ ამ ქალბატონს, მის სამარადჟამოდ დახუჭულ თვალებზე თითქოს უკვდავება ასვენია. ყველაფერს, რასაც საწყისი აქვს, გარდაუვალი სასრულიც გააჩნია. სიცოცხლე როგორც ცხოვრების გაელვება, მჭიდროდ არის დაკავშირებული სიკვდილის უცნაურ ფენომენთან. დრო კი ჯალათია, რომელიც მკაცრი სიზუსტით გვითვლის მანძილს გაელვებასა და უცნაურობას შორის. მან ფრთხილად ჩამოაყოლა თითები ყურისძირს და სადღაც, გულის საწყისთან შეჩერდა. – ეს არის მანძილი საიდანაც მიედინება სურვილები გულამდე, სწორედ ამიტომ კრთიან როგორც ბანოვნები ასევე ჩვეულებრივი მოსამსახურეები ამ წერტილზე შეხებისას. იცით? სიკვდილიც ერთ–ერთი იმ უჩვეულო სურვილთაგანია, რომელიც კოდირებულია ადამიანის თითოეულ უჯრედში. უცებ თითქოს იყუჩაო. მერე კი ისევ დაარღვია სიჩუმე. – იცით რამდენი უჯრედისგან შედგება ადამიანი, მის ქეთრინ? მკვეთრად გამომხედა, თითქოს გამოერკვა ფიქრებიდანო. თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად, არ მსურდა ჩემი სიტყვებით ხელი შემეშალა მისი ფიქრებისთვის, რომელმაც თითქოს მეც ჩამითრია. – იცით, მის ქეთრინ, უბრალოდ დრო გჭირდებათ ამ სურვილების გასააზრებლად. გინახავთ როგორ დასდევს პატარა წიწილა დედალს? იცით კი, რომ თუკი წიწილას გამოჩეკისას იგი დედის მაგივრად სხვა ფრინველს დაინახავს, მას მიეკედლება. ეს არის ფენომენალური მოვლენა! ეს არის ადამიანის სახეცვლილება, რომელიც ფორმირებულია მინიცხოვრებად დედა–ბუნების მიერ. სწორედ ასეა ადამიანიც, იგი ეჯაჭვება იმას, რაც მისთვის ახლობელია, რაც არ შორდება თვალთახედვას. დაბადებისთანავე ადამიანი სუნთქავს სიცოცხლეს და შესაბამისად ხდება მასზე დამოკიდებული. რომ არა ეს, სიკვდილი ისეთივე სასურველი იქნებოდა ადამიანებისთვის, როგორც სიცოცხლე. მის ქეთრინ, თქვენ ალბათ გგონიათ მე აგონიაში ჩავარდნილი გიჟი მეცნიერი ვარ, თუმცა მოვა დრო და თავად დარწმუნდებით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ..და დუმილი აიფარა ბაგეებზე… გაოგნებული ვუყურებდი ჩემს წინ მდგარ საფეთქლებთან შეჭაღარავებულ მამაკაცს და თითქოს სრულიად შიშვლად ვხედავდი მის მისწრაფებებსა და მიზნებს. – იცით რატომ გიყვებით თქვენ ამ ყველაფერს? მკითხა უეცრად და ჩემს წინ აღიმართა. ამ კითხვამ სრულებით ამიბნია გზაკვალი. ფრთხილად ჩაიმუხლა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. – თქვენ ყველაზე შავი ფერის თვალები გაქვთ, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში და იცით? თქვენი თვალებისფერია სიკვდილი, რომელიც აქ არის კოდირებული. გაშლილი ხელისგული მიიდო გულმკერდის მარცხენა მხარეს. თითქოს თვალებში გადავიდა ყველა სიტყვა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი, ფესვები გაიდგეს თვალის ფსკერზე სურვილებმა. დაშინებული სხეული მზერას ეურჩებოდა. ფრთხილად ამარიდა თვალები და წამოდგა. ზურგით მიტრიალებული გვამს მიუახლოვდა. – თავისუფალი ხართ, მის ქეთრინ... მომაძახა ზურგსუკან და მაგიდის გვერდით მდგარი პატარა რკინის კოლოფი გახსნა. იარაღების ელვარებამ წამით თვალი მომჭრა. ფრთხილად აიღო ერთ–ერთი მათგანი და ქალის ყურისძირს ჩამოაყოლა მკერდის საწყისამდე… შიშისა და ემოციისგან ამეზილა ფიქრები და უხმოდ დავტოვე ფარდული. ეზოში შემოდგომა იკრებდა უკანასკნელ ძალებს. გაავებული ქარი კაბის კალთებს მაგლეჯდა თითქოს. მე ვიდექი შუა გულ შემოდგომაზე ეზოს კუთხეში და საკუთარ თავს ვეჯიბრებოდი. სერ რიჩარდის სიტყვები ისევ თავში მქონდა ჩაჭედილი და სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. რა იყო ეს, თუ არა სიგიჟე.. იმ ღამეს გვიანობამდე ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ მე ქვეყნად ყველაზე შავი ფერის თვალები მაქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. შენა და ხო მშვიდობაა? =)) შენა და ხო მშვიდობაა? =))
14. გკითხულობ,გკითხულობ და ვერ ვწყდები :) გკითხულობ,გკითხულობ და ვერ ვწყდები :)
13. რაღაც იდუმალებაც გაჩნდა და უფრო საინტერესო და ლამაზია საკითხავად......;) რაღაც იდუმალებაც გაჩნდა და უფრო საინტერესო და ლამაზია საკითხავად......;)
11. ეს როგორ გამომრჩა, ქეთ? არაფერია, სამაგიეროდ 2 თავს ერთად წავიკითხავ! ეს როგორ გამომრჩა, ქეთ? არაფერია, სამაგიეროდ 2 თავს ერთად წავიკითხავ!
10. დაკარგული გოგო დაკარგული გოგო
9. ჰმ... სად იკარგები ? ლალი გამოჩნდა შენ დაიკარგე? შავი და სურვილით სავსე თვალები...
ჰმ... სად იკარგები ? ლალი გამოჩნდა შენ დაიკარგე? შავი და სურვილით სავსე თვალები...
8. ერთობ საინტერესო უნდა იყოს. რატომ ვერ შევამჩნიე? ახლა კი ვწერ +5ს, მალე კი თავიდან წავიკითხავ. ერთობ საინტერესო უნდა იყოს. რატომ ვერ შევამჩნიე? ახლა კი ვწერ +5ს, მალე კი თავიდან წავიკითხავ.
7. ავტორსაც ულამაზესი შავი თვალები აქვს! არაა? ავტორსაც ულამაზესი შავი თვალები აქვს! არაა?
5. "თქვენ ყველაზე შავი ფერის თვალები გაქვთ, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში და იცით? თქვენი თვალებისფერია სიკვდილი"------------რა კომპლიმენტი იყო :D
ძალიან საინტერესოდ მიდის თხრობა და დაველოდები გაგრძელებას :) "თქვენ ყველაზე შავი ფერის თვალები გაქვთ, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში და იცით? თქვენი თვალებისფერია სიკვდილი"------------რა კომპლიმენტი იყო :D
ძალიან საინტერესოდ მიდის თხრობა და დაველოდები გაგრძელებას :)
4. აუუუ დავინტრიგდიი! :) აუუუ დავინტრიგდიი! :)
2. დიდი მონატრებული მოკითხვა..
მოგყვები დიდი მონატრებული მოკითხვა..
მოგყვები
1. საით მივდივართ? დავიძაბე.საინტერესოა. საით მივდივართ? დავიძაბე.საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|