ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2009


მონადირევ!

სანამ განაჩენს გამომიტანდე,
არაფერი თქვა,
მხოლოდ მისმინე
და შენს მოსვლასაც ერქვას უსიტყვო.
მონადირევ,
არ შემიძულო,
როცა ცხოვრებით მშიერს მნახავ
ვდგავარ უცრემლო.
არ ვინანიებ ქვეყნად სიცოცხლეს,
არც შემიბრალო,
არ იბრალებენ ასე ცოდვილებს!

ცინიზმი მიხეთქს დამშრალ ბაგეს,
დავცინი სიკვდილს.
ჰო, ასე ურცხვად გიმზერ მაშინ,
გაუმაძღარი თვალებიდან წონას რომ იწყებ
ჩემი სხეულის...
რომ იცოდე, სული კიდევ მეტად მსუყეა,
მომიახლოვდი,
ამომართვი ვიწრო ხახიდან,
არ მენანება შენი იყოს,
შეცოდებების კიდევ ერთი ასხმა დაკიდე
მაგ მყრალ კედელზე,
ჭლექიანი უფრო აიტანს.

ჰეი, მონადირევ!
არაფერი თქვა, მხოლოდ მისმინე,
სანამ მორიგ მსხვერპლს გაუციებ ტყვიას ძარღვებში,
არ შემიძულო,
ამ ცხოვრებას ნებით ავართვი ყველა ნაკლი და
უღმერთოდ შევისისხლხორცე.
არც შემიბრალო,
მწამს და არ ვნანობ,
არ ვნანობ-არც მწამს ესეიგი...
არ იბრალებენ ასე ცოდვილებს.
ტუჩზე ცინიზმით,
ცხოვრებით მშიერს როცა მნახავ,
თუ როგორ მიყვარს  მყრალი სიცოცხლე,
მე რომ საშინლად ჩემი ვუწოდე...
ბოლო გასროლით,
უშეცდომოდ,
სულ ერთი ტყვიით
მომინადირე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები