ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2009


გ ვ ა ნ ც ი (გვანციოლას)

ისევ დაბინდული გონება,
ცრემლით გაჟღენთილი ვარცლი...
წყეულ სტატუსების მონებას,
ჭიქა არყის ფასში გავცვლი,

ეს ცივსისხლიანი ცხოვრებაც,
ნუთუ სასჯელია,
გვანცი?!

მახინჯ სახეებით გარემოცულ,
დღეებს სიმშვიდეზე ავცრი,
ეს ერთფეროვანი გარემოც მძულს...
და ეს "იდილიაც"
გვანცი...

ახლა მარტოობას განვიცდი და
სხეულს ნოსტალგიას ვაცლი...
ჩემთან საგიჟეთიც გაიცვითა!..
შენთან წამიყვანე,
გვანცი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები