-მიყვარხარ! -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს! -რა, წარსულშიც გქონდა მსგავსი რომანტიკული ისტორიები? -რა მნიშვნელობა აქვს, წარსული წასულია... -ჩემთვის აქვს მნიშვნელობა... -რატომ? -იმიტომ, რომ წარსული შენი ფესვია, შენი არსების ნაწილი, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე... -რა, მომავალი არსებობს? -რა თქმა უნდა, მაშ რაღაა ხვალინდელი დღე... -წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთელია..... -არა, ერთის ერთის სხვადასხვა ნაწილი... -და მაინც ხომ ერთია დრო, რომელიც სივრცესთან ერთად ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა, არსებობს და იარსებებს... -დრო ღმერთია... -არა, სიყვარულია ღმერთი... -სიყვარული დროისა და სივრცის სამკაულია... -სამკაული? მხოლოდ? -მამოძრავებელი ძალა... -მოძრაობა ხომ წინააღმდეგობათა მუდმივი თანხვედრაა.... -ჰო, ასეა, მაგრამ წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილში სიყვარული სულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.... -არა, სიყვარული არ შეიძლება საშუალება იყოს, ის თავისთავადია, დამოუკიდებელი, ყველასი და ყველაფრის მბრძანებელი., სრულყოფილი, კეთილშობილი... -ესე იგი თითქმის ღმერთი... -შეიძლება... -რატომ შეიძლება? -იმიტომ, რომ არავინ იცის ღმერთის ცნება... -ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ... ვიდრე ქადაგებენ, ვიდრე წერენ, ვიდრე გვიგრძვნია... -ამას საიდან ასკვნი? -იქიდან, რომ ღმერთის ცნების განსაზღვრას ადამიანის უდაბალორგანიზებულესი ტვინი ვერ შესწვდება... როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი? -მაშ ვინ არის იესო, რომელიც ადამიანთა მოდგმას მხსნელად მოევლინა, მათი ცოდვები იტვირთა და სისხლით გამოისყიდა... -ღმერთი-სიყვარული, ღმერთი-ნუგეში, ღმერთი-სიტყვა, ღმერთი-სათნოება, ღმერთი-სულგრძელობა, ღმერთი-ნათელი, ღმერთი-სიკეთე, ღმერთი-ჭეშმარიტება... და ალბათ კიდევ ბევრი ის, რაც ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელია... -რატომ ასე შორს მისგან, ღმერთმა ხომ თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება უბოძა... -რა თქმა უნდა, მაგრამ პირველმა ადამიანებმა შეცოდეს, მერე მათმა შთამომავლებმაც...და ასე...ცოდვამ იბევრა...ადამიანი განშორდა თავის შემქმნელს, პირველსაწყისს...თავისუფალი ნებაც უნებურად ჩაერთო ამ პროცესში... -ვერ დავბრუნდებით? -ცხოვრება გვაიძულებს მის დინებას მივყვეთ....დრო არ ჩერდება...,,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”...პირველსაწყისთან დაბრუნების სურვილი ჩვენ-ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანია... -მაგრამ გააჩნია, როგორ მიყვები ცხოვრების დინებას, უღმერთოდ თუ...თუ ესეც ნებაა თავისუფალი... -რა თქმა უნდა... -ახლა მე შენთან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ვარ, თუ... -შენ როგორ ფიქრობ? -დრო მიჩვენებს... -დრომ კი არა, გულმა უნდა გიკარნახოს... -გული შენთან ყოფნას მთხოვს... -და ეს გგონია სიყვარულია? -მაშ, რაა? -ინტიმი... -ნუთუ მართლა... -ეს შენს თავს შეეკითხე! -შენთან საკუთარ თავს ვკარგავ... -და ვერ პოულობ? -ძებნაც არც მიცდია... რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები? -არა, როცა შენთან ვარ... -როცა ჩემთან არა ხარ? -მაშინაც შენთან ვარ... -და მოგწონს ეს? -ძალიან... -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს ... რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი? -დ უ მ ი ლ ი -სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი... -აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!! -ესეიგი, გამოგვივიდა... -მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი... -დიალოგმა გადაგვარჩინა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგია, როცა დიალოგი შედეგით მთავრდება:) კარგია, როცა დიალოგი შედეგით მთავრდება:)
12. საინტერესო ოყო და კიდევ. . . ლალის კომენტარი :) საინტერესო ოყო და კიდევ. . . ლალის კომენტარი :)
11. კარგი ხარ როენა!!! კარგი ხარ როენა!!!
10. -შენთან საკუთარ თავს ვკარგავ... -და ვერ პოულობ? -ძებნაც არც მიცდია... რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები? -არა, როცა შენთან ვარ... -როცა ჩემთან არა ხარ? -მაშინაც შენთან ვარ... -და მოგწონს ეს? -ძალიან... -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს ... რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი? -დ უ მ ი ლ ი -სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი... -აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!! -ესეიგი, გამოგვივიდა... -მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი... -დიალოგმა გადაგვარჩინა...
კარგი იყო :)
-შენთან საკუთარ თავს ვკარგავ... -და ვერ პოულობ? -ძებნაც არც მიცდია... რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები? -არა, როცა შენთან ვარ... -როცა ჩემთან არა ხარ? -მაშინაც შენთან ვარ... -და მოგწონს ეს? -ძალიან... -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს ... რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი? -დ უ მ ი ლ ი -სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი... -აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!! -ესეიგი, გამოგვივიდა... -მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი... -დიალოგმა გადაგვარჩინა...
კარგი იყო :)
9. გურამ რჩეულიშვილის...:) გურამ რჩეულიშვილის...:)
8. რევაზ ინანიშვილისაა თუ რომელიღაცის აღარ მახსოვს... "მე ხომ გუშინ გაგიცანი".. და აი ის გამახსენდა... ეს ძაან კარგია.. 55555 რევაზ ინანიშვილისაა თუ რომელიღაცის აღარ მახსოვს... "მე ხომ გუშინ გაგიცანი".. და აი ის გამახსენდა... ეს ძაან კარგია.. 55555
7. კარგია დიალოგი...მას გადარჩენა შეუძლია :) კარგია დიალოგი...მას გადარჩენა შეუძლია :)
6. ბრალ დაუდებელი უბრალოება...
ბრალ დაუდებელი უბრალოება...
5. სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი.. მეც გეთანხმებით.. +2 სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი.. მეც გეთანხმებით.. +2
4. სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი...
გეთანხმებით!
55555 სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი...
გეთანხმებით!
55555
2. კარგი დიალოგია,სწორად დასმული აქცენტებით და კარგი'' სენტეციებიტ'':) პორტალის დონის და მასშტაბის გათვალიწინებით უდავო 5. აი ცოტა დონეს და თამასას თუ ავწევთ,მე ახალი ვერაფერი ვნახე. და ასე მგონია დიალოგის ფორმა იპოვეთ სწორად,ამ კარგი აზრების ერთად თავმოყრისთვის. ჩემს თინეიჯერ მეგობრებს ვეტყოდი ,''ჭკვიანობები'' ქონდა და კარგად ჩაყარა ხნულში მეთქი. აი გულწრფელობა კი დამაკლდა ავტორის.ზედმეტად მიყვა მოპირკეტებას ტექსტის:)
ან მოპირკეთების დონე არ მეყო-მაშინ სრულყოფილებამდე აყვანილი მინდა.
უდავოდ ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. რაც შეეხება იმას,როგორ გავიგე თქვენი მწერალთა კავშირის წევრობა,ჩემი უახლოესი ადამიანი წლებია იღებს ხალხს მანდ:)
კარგი დიალოგია,სწორად დასმული აქცენტებით და კარგი`` სენტეციებიტ``:) პორტალის დონის და მასშტაბის გათვალიწინებით უდავო 5. აი ცოტა დონეს და თამასას თუ ავწევთ,მე ახალი ვერაფერი ვნახე. და ასე მგონია დიალოგის ფორმა იპოვეთ სწორად,ამ კარგი აზრების ერთად თავმოყრისთვის. ჩემს თინეიჯერ მეგობრებს ვეტყოდი ,``ჭკვიანობები`` ქონდა და კარგად ჩაყარა ხნულში მეთქი. აი გულწრფელობა კი დამაკლდა ავტორის.ზედმეტად მიყვა მოპირკეტებას ტექსტის:)
ან მოპირკეთების დონე არ მეყო-მაშინ სრულყოფილებამდე აყვანილი მინდა.
უდავოდ ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. რაც შეეხება იმას,როგორ გავიგე თქვენი მწერალთა კავშირის წევრობა,ჩემი უახლოესი ადამიანი წლებია იღებს ხალხს მანდ:)
1. წავიკითხე:) წავიკითხე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|