ანუ არჩილ ფირცხალავას სიკვდილისწინა მონოლოგი
(წიგნიდან ,,ჭყონდიდური გვირგვინი’’ /2004 წ./)
მოისაკლისებს ცა მობარბაცე ხვალ ნამთვრალევი თვალების მზერას... მიმცხრალი მთვარე მგლისფერს აბაცებს და მსტოვარივით მიდამოს ზვერავს...
და მეც კვლავ მიკვირს - რად ნათობს მთვარე, ანდა ცისკრისას ამოდის მზე რად... ან ეს ცა, ამდენ მარგალიტს მდარეს რისთვისღა ისხამს... და ავცქერ ცერად...
რა გითხრა, ჩემო მკერდმჭლე დედილო?!. ვერაფერს გშველი... ვერა და ვერა... ზღვებ-და-მთებშორის გამოკეტილო, შენივ შვილთა რომ გამხდარხარ წერა...
მაინც ამდენი ალხან-ჩალხანა... თავად რომ ჭრის და თავად რომ კერავს... მზაფრა და მზარა მზაკვართ ხარხარმა... ცრუზარზეიმთა მომბეზრდა მზერა...
დღემუდამ ვიღაც უხილავს ვებრძვი, არ ვიცი - მწითურს, გვრემანს თუ ქერას... მე შევიქნები იმისი კერძი, თუ იგი ჩემი, არ ვიცი ჯერაც...
მაგრამ თავზემოთ არაა ძალა... უმწეო, სიმწრით ჩემსავ ყბებს ვტკვერავ... მგელს ვგავარ ბებერს, დარჩენილს ცალად და გულზე რისხვა გადამდის თქერად...
ცაც, ცეცხლმიმცხრალი და მობარბაცე, კვლავ ცალი მარჩხი თვალით რომ მზვერავს, კვლავ გაბზარული ბრაზით მაბრაზებს და თავადვე მხდის ამ ბრაზის წერას...
და ჰა, ეს ბოლო დღეც, საღამოსკენ რომ მიბორძიკობს მისებრ ბარბაცით, შედგა, რომ სულის ნახოს ამოსვლა... ან სულის მოთქმას ვიღა დამაცლის...
და სად ლეთა დის, მღვრიე, ავნება, მეც, ხორცგაცლილი, იქ ჩავიცლები... ღამის გზით იქით მიემგზავრება ჯვარცმული ხსოვნაც იმ შავი წლების...
თუმც ვიცი, მელის კარგი იქ არც-რა, ამ ცოდვისკალოს ხომ გავეცლები?!. მოწამლულ გულს ხომ ვერ დამიკაწრავს დაშლილ ბუდეზე მოთქმა მერცხლების?!.
როგორ ვუძლებდი, ჩემო დედილო, აქამდეც, შენი წვალების მზერას?!. ზღვებ-და-მთებშორის გამოკეტილო, ამ ალყიდან რომ ხსნის ბილიკთ ზვერავ?!.
7. 12. 2000 წ.
არჩილ ფირცხალავა - კიდევ ერთი ადრე წასული უნიჭიერესი პოეტი, საოცრად კოლორიტული და საინტერესო, თავისუფალი, პირდაპირი, უშურველი და უღალატო ადამიანი და პიროვნება, ძალდაუტანებლად და იოლად რომ უახლოვდებოდა და უმეგობრდებოდა ყველა თაობის ადამიანს... ბევრი რამ შეიძლება მასზე გავიხსენო მომავალში... აქ უბრალოდ ვცადე წარმომედგინა მისი რეაქცია იმ უბედურებებზე (ძმათაომი, აფხაზეთის დაკარგვა და ყველა ის ადამიანური და ეროვნული ტრაგედიები, რაც ამ ორ - ერთმანეთთან გადაჯაჭვულ - ტრაგიკულ მოვლენას ახლდა და მოჰყვა...), რაც მისი სიცოცხლის მიწურულსა და მას შემდეგ მოხდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ჯვარცმული ხსოვნაც იმ შავი წლების.........არ ჯდება საეერთოდ:) ჯვარცმული ხსოვნაც იმ შავი წლების.........არ ჯდება საეერთოდ:)
17. კარგია. მოკითხვა :) კარგია. მოკითხვა :)
16. ტკივილიანი ლექსია.
მომენატრეთ, ძია იმედო!.. ტკივილიანი ლექსია.
მომენატრეთ, ძია იმედო!..
15. მართალც ბრწყინვალე!!! გაიხარე ძია იმო!!! მართალც ბრწყინვალე!!! გაიხარე ძია იმო!!!
14. ბრწყინვალე ლექსია!!! მოკითხვა ძმას!! ბრწყინვალე ლექსია!!! მოკითხვა ძმას!!
12. მოისაკლისებს ცა მობარბაცე ხვალ ნამთვრალევი თვალების მზერას... მიმცხრალი მთვარე მგლისფერს აბაცებს და მსტოვარივით მიდამოს ზვერავს...
:)
მოისაკლისებს ცა მობარბაცე ხვალ ნამთვრალევი თვალების მზერას... მიმცხრალი მთვარე მგლისფერს აბაცებს და მსტოვარივით მიდამოს ზვერავს...
:)
10. მოისაკლისებს ცა მობარბაცე ხვალ ნამთვრალევი თვალების მზერას... მიმცხრალი მთვარე მგლისფერს აბაცებს და მსტოვარივით მიდამოს ზვერავს... სიტყვის ოსტატი...555555555555 მგონია, პირველ სიტყვას დაწერს და მერე თავისით მიდიიის და იწერება...
მოისაკლისებს ცა მობარბაცე ხვალ ნამთვრალევი თვალების მზერას... მიმცხრალი მთვარე მგლისფერს აბაცებს და მსტოვარივით მიდამოს ზვერავს... სიტყვის ოსტატი...555555555555 მგონია, პირველ სიტყვას დაწერს და მერე თავისით მიდიიის და იწერება...
9. მშვენიერი ლექსია ;;) მშვენიერი ლექსია ;;)
8. მოწამლულ გულს ხომ ვერ დამიკაწრავს დაშლილ ბუდეზე მოთქმა მერცხლების?!. პოეტის ხელით ნაწერია ეს ნაღდად! მოწამლულ გულს ხომ ვერ დამიკაწრავს დაშლილ ბუდეზე მოთქმა მერცხლების?!. პოეტის ხელით ნაწერია ეს ნაღდად!
7. როგორ ვუძლებდი, ჩემო დედილო, აქამდეც, შენი წვალების მზერას?!. ზღვებ-და-მთებშორის გამოკეტილო, ამ ალყიდან რომ ხსნის ბილიკთ ზვერავ?!.
მშვენიერია.... როგორ ვუძლებდი, ჩემო დედილო, აქამდეც, შენი წვალების მზერას?!. ზღვებ-და-მთებშორის გამოკეტილო, ამ ალყიდან რომ ხსნის ბილიკთ ზვერავ?!.
მშვენიერია....
6. მაგრამ თავზემოთ არაა ძალა... უმწეო, სიმწრით ჩემსავ ყბებს ვტკვერავ... მგელს ვგავარ ბებერს, დარჩენილს ცალად და გულზე რისხვა გადამდის თქერად...
ჯიგრიანი ლექსი ჯიგარ პოეტზე! 55555 მაგრამ თავზემოთ არაა ძალა... უმწეო, სიმწრით ჩემსავ ყბებს ვტკვერავ... მგელს ვგავარ ბებერს, დარჩენილს ცალად და გულზე რისხვა გადამდის თქერად...
ჯიგრიანი ლექსი ჯიგარ პოეტზე! 55555
5. მართლა ლამაზია :)
555 მართლა ლამაზია :)
555
4. ყოველთვის ვამბობ.. რომ.. მომწონს ეს კაცი.. როგორც წერს.. 5! ყოველთვის ვამბობ.. რომ.. მომწონს ეს კაცი.. როგორც წერს.. 5!
3. ლამაზი ლექსია! :) 555 ლამაზი ლექსია! :) 555
2. და სად ლეთა დის, მღვრიე, ავნება, მეც, ხორცგაცლილი, იქ ჩავიცლები... +2!!! და სად ლეთა დის, მღვრიე, ავნება, მეც, ხორცგაცლილი, იქ ჩავიცლები... +2!!!
1. მაინც ამდენი ალხან-ჩალხანა... თავად რომ ჭრის და თავად რომ კერავს... მზაფრა და მზარა მზაკვართ ხარხარმა... ცრუზარზეიმთა მომბეზრდა მზერა...
სხვა დროში გადავდივარ ხოლმე თქვენს გვერდზე ძია იმო.. საინტერესო. მოგიკითხეთ. მაინც ამდენი ალხან-ჩალხანა... თავად რომ ჭრის და თავად რომ კერავს... მზაფრა და მზარა მზაკვართ ხარხარმა... ცრუზარზეიმთა მომბეზრდა მზერა...
სხვა დროში გადავდივარ ხოლმე თქვენს გვერდზე ძია იმო.. საინტერესო. მოგიკითხეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|