 | ავტორი: ხიჩიბა ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2009 |
აღარცრა... დარდით დაღლილ სულს, სუსხი მოედოს დეკემბრის, თუ ლექსის წერა აღარ სურს, ლექსებმა წერონ ეგების.
აღარცრა,ცისპირტეხისას, ის ისევ ნისლით ავსილი, არაგვის პირზე ნაგდები, ლოდივით გადახავსილი.
აღარცრა, ისევ იწევდეს, რითმისკენ ხელის ცეცებით, ვერცაით დაუვიწყია, ეს დაწყევლილი ლექსები.
აღარცრა ისევ აიტანს, აუტანია მრავალი, გზები რთულია ლექსამდე, სულ ტაეპ-ტაეპ სავალი.
აღარცრა, დაე დაატყდეს, დაღლის სულს დარდის ავდარი, დაე კვლავ ეგდოს არაგვთან, დახავსულ ლოდის სადარი.
აღარცრა, გინდაც დაბინდდეს, თავის დღე-ღამის წესებით, მაგრამ დაწერას ელიან, დაუწერელი ლექსები.
აღარცრა იმედის შუქი, ერთხელ ხომ მაინც გაკრთება, ერთხელ აიწყვეტს ლოდ-სული, ლექსებს გაიშლის აფრებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გზები რთულია ლექსამდე, სულ ტაეპ-ტაეპ სავალი.
+5 გზები რთულია ლექსამდე, სულ ტაეპ-ტაეპ სავალი.
+5
12. კარგი ხარ , ძალიან. შენი ხმა გაქვს და სუნთქვა:) კარგი ხარ , ძალიან. შენი ხმა გაქვს და სუნთქვა:)
11. აღარცრა იმედის შუქი, ერთხელ ხომ მაინც გაკრთება, ერთხელ აიწყვეტს ლოდ-სული, ლექსებს გაიშლის აფრებად.
+5! აღარცრა იმედის შუქი, ერთხელ ხომ მაინც გაკრთება, ერთხელ აიწყვეტს ლოდ-სული, ლექსებს გაიშლის აფრებად.
+5!
10. 555555
მოკითხვა და დამდეგი ახლი წლის მილოცვა შენს დიდსა და დიდებულ ჯალაფობას! მოკითხვად მთლად ბარისახოსა და ხევსურეთს! 555555
მოკითხვა და დამდეგი ახლი წლის მილოცვა შენს დიდსა და დიდებულ ჯალაფობას! მოკითხვად მთლად ბარისახოსა და ხევსურეთს!
9. გენაცვალე... სულ სხვა სუსხი მოგაქვს ხოლმე აქ, მთისა... :-* გენაცვალე... სულ სხვა სუსხი მოგაქვს ხოლმე აქ, მთისა... :-*
8. რა კარგად დადიხარ "ტაეპ-ტაეპ", ვეჟო!:) რა კარგად დადიხარ "ტაეპ-ტაეპ", ვეჟო!:)
7. არა რა...მაინც სულ სხვაა ხევსურული პოეზია!!!
მეც ამიტომ ვწერ ალბათ. ხევსურული სისხლი რომ არ მქონდეს, ალბათ ვერ დავწერდი ასე. :) არა რა...მაინც სულ სხვაა ხევსურული პოეზია!!!
მეც ამიტომ ვწერ ალბათ. ხევსურული სისხლი რომ არ მქონდეს, ალბათ ვერ დავწერდი ასე. :)
6. აღარცრა, დაე დაატყდეს, დაღლის სულს დარდის ავდარი, დაე კვლავ ეგდოს არაგვთან, დახავსულ ლოდის სადარი.
არაგვი..არაგვი... აღარცრა, დაე დაატყდეს, დაღლის სულს დარდის ავდარი, დაე კვლავ ეგდოს არაგვთან, დახავსულ ლოდის სადარი.
არაგვი..არაგვი...
4. მიყვარს შენი ლექსები....
ჩათვალე, რომ უკვე ჩვენს ფორუმზეა... :)
მიყვარს შენი ლექსები....
ჩათვალე, რომ უკვე ჩვენს ფორუმზეა... :)
3. მართლაც მომეწონა! 5 მართლაც მომეწონა! 5
2. უფ! ძალიან ლამაზიი :)
ერთხელ აიწყვეტს ლოდ-სული, ლექსებს გაიფენს აფრებად. უფ! ძალიან ლამაზიი :)
ერთხელ აიწყვეტს ლოდ-სული, ლექსებს გაიფენს აფრებად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|