ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2008


ჩემი სახლის მიღმა

ჩემი სარკმლის მიღმა,
ჩემი სახლის მიღმა'
ჩემი ბაღის მიღმა,
ქარიშხალი სახლობს,
ქარი სარკმლებს ნიღბავს,
ქარი სახლებს ნიღბავს,
ქარი ბაღებს ნიღბავს,
რომ შემიცნოს ახლოს.

რომ შეიცნოს სახლი,
რომ შეიგრძნოს სახლი,
რომ შეეხოს სახლებს,
კედლებს მჯიღებს ახლის,
სარკმლებს ფოთლებს აყრის,
მთვარეს უსევს ძაღლებს.

რომ შეიგრძნოს  ჟამი,
რომ შეიცნოს წამი,
რომ შეეხოს სივრცეს,
მგლებს ახელებს ღამით
და  ყმუილის შხამით,
ვერცხლის ბარძიმს მივსებს.

ჩაგვცემს შიშის ლახვარს,
მერე ასტეხს ხარხარს,
შინ შეგვრეკავს ბოლოს;
უღალატო ლაშქარს,
მოჟივჟივე ლაშქარს,
ბეღურების ლაშქარს
ვერ აშინებს მხოლოდ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები