ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2009


ვეფხსგადაყრილი მოყმისა


/მოყმის  თავნატირლებიდან/


ეს  ჩემი  სისხლი  მიღებავს
ქვიშას,  თუ  ნახმლევ  ნადირის?!.
-  ცოდომ  მიწია,  ჯიხვებო,
ჯიხვის  -  კლდით  გადავარდნილის!..

ყველა  სიამე  ჩამმწარდა,
ქელეხად მექცა ხადილი...
განაღა  რამე  დამცალდა -
სვავისად  ვხდები  სადილი...
-  ვინც  გამაჩინა  კაცადა,
აწ  შავად  ღებოს  მანდილი!..

კლდეზე  ფარფატებს  ყვავილი
უქმად  დამჭკნარი  სიყმისა...
-  შიგ  გულში  მტკივა  ბღავილი
გადაჩეხილი  ჯიხვისა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები