ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2009


გთხოვთ,იცხოვრეთ უჩემოდ...

                                                                ბოლო დროს საიტზე დაძაბულმა ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა
                                                                ძველი ნაწერით მომემართა თქვენთვის.
                                                                                                                    პატივისცემით.
                                                               




ვერაფრით ვიხსენებ,მაინც საიდან მოვედი?ალბათ სულ ვარსებობდი.ზოგჯერ ისე მომიხსენიებენ, საკუთარი თავი მეზიზღება,მეცოდება.
ბევრი ცუდი მიკეთებია,ბევრი გავაბოროტე,ბევრს გული გავუხეთქე,ავი ვაქმნევინე.მიზეზი?არ მიხარია სხვისი კეთილდღეობა,სიხარული და ბედნიერება.სულ ცოტა მყოფნის ავმოქმედდე:რატომ გაუმართლდა? კითხვის შემდეგ იქვე ვჩნდები.
    სახელი?-ისე ცივად დაუბერავს ხოლმე,როცა მახსენებენ,სისხლი მეყინება და მძულს ჩემი თავი.სადაც სიყვარულის,სიკეთის,ბედნიერების კედელი გაიბზარა,ყველგან მოვახერხე შეძრომა,თან როგორ ვხარობ!ნიადაგია გადასარევი, ხელისშემწყობი,ამინდი სევდიანი და ცრემლიანი. მეც ვიზრდები და ვიდგამ ფესვს.
    გამიშვით,არ მინდა თქვენთან ყოფნა!ეს თქვენ მიმითვისეთ,თქვენამდე მომიშვით,დამიმეგობრეთ.ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერი ვარ,როცა ზურგს მაქცევთ,კარს არ მიღებთ-განა მე მინდა თქვენი წვალება?
  გ ა ს წ ა ვ ლ ო თ უ ჩ ე მ ო ბ ა?

  მხოლოდ სიკეთე თესეთ,სხვისი სიხარული გიხაროდეთ,სიყვარული გიყვარდეთ,გაეცით- ნუ დაინანებთ,გწამდეთ:სიყვარულისთვის ეყვარებით.ამოქოლეთ ყველა ღრიჭო,საიდანაც სიძულვილი იცქირება.
"იცოდე შავის და თეთრის გარჩევა"-ო არა ვარ გასარჩევი,გინდ თეთრი ვიყო,გინდ შავი ნუ გამიკარებთ, გემუდარებით:შ უ რ ი- შ უ რ ი ა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს