 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 27 დეკემბერი, 2009 |
დაიღალე ემმა, დაიღალე, შენ შეგიძლია დაისვენო სადმე მწვანე, მკლავებდატოტილი ხეების ძირში, ჩამოჯდე მის ბებერ, მიწის ზემოთ ამოზრდილ ფესვებზე და აღვირის გარეშე მიუშვა სული სიმყუდროვეში. მილულო მზერა, მოუსმინო წყაროს, სხეული რომ აუწვა მზემ და ქვების ძირში მიმალვას ლამობს. ან სიცხისგან გარუჯულ პეშვებში მოაგროვო მისი ცივი სუნთქვა და მოწყურებული მგზავრი დაეწაფო. შენ შეგიძლია ჩამოჯდე ემმა, დაისვენო იქ, სადაც მიწიერი სამოთხე არის, ხანდახან კი მაინც ვერ ვხედავთ. მიენდო მხოლოდ გონებას, მოუდუნდე ცას, რომელიც მთელი სიცოცხლე გვგონია შორი, გარდაცვლილებს კი დედამიწა გვეპატარავება ციდან მომზირალთ. მიდი, შეეხე წვიმად ჩამოსულ ზეცას მიწაზე, შეეხე შიშველი ფეხის გულებით და გაუღიმე სამყაროს. შეეხე თოვლს - დაფლეთილ თეთრ ღრუბლებს შიშველი მკლავებით და დახუჭე თვალები. მერე გაუხილე. და მე გაგიმხელ რომ შენ აქ დედამიწაზე შეძელი შეგეგრძნო ცა შენს ტერფებთან... შენ შეგიძლია დაისვენო ემმა, ჩამოჯდე სადმე, ხავსმოდებულ ქვებთან, ჩახატო თაფლისფერ თვალებში ცხოვრება, თუმცა რთულია, საშიში, როცა ხელახალი დაბადება ისე ახლოა იქნება ჩვილმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. არადა დაიღალე ემმა. მილულე მზერა მერე გაუხილე და თუ შეიგრძნობ რომ სამყაროს ახალშობილის სუნი აქვს, მე შენ გაგიმხელ რომ ღმერთს ყვარებიხარ.
თუ გინდა ჩამოჯექი ემმა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ჩახატო თაფლისფერ თვალებში ცხოვრება, თუმცა რთულია, საშიში, როცა ხელახალი დაბადება ისე ახლოა ეს განსაკუთრებით მომწონს, ლექსი კარგი და ჩემი 2 იანიც :) ჩახატო თაფლისფერ თვალებში ცხოვრება, თუმცა რთულია, საშიში, როცა ხელახალი დაბადება ისე ახლოა ეს განსაკუთრებით მომწონს, ლექსი კარგი და ჩემი 2 იანიც :)
16. გმადლობთ:) )))ნინი-ნიჩორტა სულის სათითეზე :* :) )))))
გმადლობთ:) )))ნინი-ნიჩორტა სულის სათითეზე :* :) )))))
15. ჩემი ემმა :) და მეც როგორ მიყვარხარ :)
მე და ღმერთს :) ჩემი ემმა :) და მეც როგორ მიყვარხარ :)
მე და ღმერთს :)
14. უყვარხარ შენ ღმერთს ემმა :) უყვარხარ შენ ღმერთს ემმა :)
12. ძალიან ჩემეული განწყობის ლექსია ახლა... :) ძალიან ჩემეული განწყობის ლექსია ახლა... :)
11. კარგი. :) 2 კარგი. :) 2
8. ძალიან, ძალიან მომწონს აქ! დაღლილი ემმა :) ძალიან, ძალიან მომწონს აქ! დაღლილი ემმა :)
6. ”გარდაცვლილებს კი დედამიწა გვეპატარავება ციდან მომზირალთ.”-აი აქედან ძალიან მომეწონა. ”გარდაცვლილებს კი დედამიწა გვეპატარავება ციდან მომზირალთ.”-აი აქედან ძალიან მომეწონა.
5. მართლაც და საინტერესო ემმა:)
ჩემი განწყობა იცით,ანტივერლიბრისტი ვარ,აქ კი,რატომღაც...სულ ასეთი განცდა მქონდა,არააგრესიული...
მომწონს:) მართლაც და საინტერესო ემმა:)
ჩემი განწყობა იცით,ანტივერლიბრისტი ვარ,აქ კი,რატომღაც...სულ ასეთი განცდა მქონდა,არააგრესიული...
მომწონს:)
4. მე მიყვარს ემმა სთან მე მიყვარს ემმა სთან
3. ნიჭიერ ავტორს ღიმილები... :)))) ნიჭიერ ავტორს ღიმილები... :))))
2. და მე გაგიმხელ რომ შენ აქ დედამიწაზე შეძელი შეგეგრძნო ცა შენს ტერფებთან... შენ შეგიძლია დაისვენო ემმა, ჩამოჯდე სადმე, ხავსმოდებულ ქვებთან, ჩახატო თაფლისფერ თვალებში ცხოვრება, თუმცა რთულია, საშიში, როცა ხელახალი დაბადება ისე ახლოა იქნება ჩვილმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. არადა დაიღალე ემმა. მილულე მზერა მერე გაუხილე და თუ შეიგრძნობ რომ სამყაროს ახალშობილის სუნი აქვს, მე შენ გაგიმხელ რომ ღმერთს ყვარებიხარ.
ცოტა ზედმეტადაა გაწელილი დასაწყისი და შუა. ფინალისკენ განსაკუთებით კარგდება. 5:) და მე გაგიმხელ რომ შენ აქ დედამიწაზე შეძელი შეგეგრძნო ცა შენს ტერფებთან... შენ შეგიძლია დაისვენო ემმა, ჩამოჯდე სადმე, ხავსმოდებულ ქვებთან, ჩახატო თაფლისფერ თვალებში ცხოვრება, თუმცა რთულია, საშიში, როცა ხელახალი დაბადება ისე ახლოა იქნება ჩვილმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. არადა დაიღალე ემმა. მილულე მზერა მერე გაუხილე და თუ შეიგრძნობ რომ სამყაროს ახალშობილის სუნი აქვს, მე შენ გაგიმხელ რომ ღმერთს ყვარებიხარ.
ცოტა ზედმეტადაა გაწელილი დასაწყისი და შუა. ფინალისკენ განსაკუთებით კარგდება. 5:)
1. ო ემმა.. შენ რა საინტერესოც ხარ.. მე მომეწონა... ო ემმა.. შენ რა საინტერესოც ხარ.. მე მომეწონა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|