ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2010


ბეთლემიდან ამოვიდა მზე

ბეთლემიდან ამოვიდა მზე
და ცა იყო უბოლოოდ ლურჯი,
ეს მზე გაწმენდს ქუჩებსა და გზებს,
მოიკიდებს წუთისოფლის ხურჯინს...

ბეთლემიდან ამოსული მზე
გოლგოთაზე დაატყვევეს წუთით
და სტკიოდა ნაბიჯები მწყემსს
და ცა იყო უსასრულოდ ლურჯი...

ბეთლემიდან ამოსული მზე
მკვდრეთით აღსდგა და ის იყო სრული,
ბევრ დამაშვრალს ის ჩამოწმენდს ცრემლს
და ბევრ მწყურვალს ის მოუკლავს წყურვილს...

გილოცავთ შობა ახალ წელს, ქრისტეს ვარსკვლავი იყოს თქვენი თანამგზავრი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები