ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2010


ახალი ფურცელი

მე აღარ მახსოვს მერამდენედ ვსწავლობ თავიდან
სუნთქვას, სიარულს, ენ-ვინ-ზენ-თანს, მზესა, თუ მთვარეს,
არ მახსოვს, მაგრამ არ ვიღლები - ვიწყებ თავიდან,
სიცოცხლის ნიშატს ნუ მომიკლავთ, ნუ დამთხრით თვალებს!
ვიცი, ბევრს ვითხოვ, იმდენად ბევრს - ფეხს ვეღარ მიწყობთ,
სულის მიჩქმალვის ხერხებს ეძებთ - პოულობთ კიდეც...
ვითხოვ სიყვარულს, ვითხოვ ყველგან, გულწრფელად ვითხოვ,
გამოგიწოდეთ გულის ხელიც, თვალიც და კიბეც.
მე დამავიწყდა მერამდენე ფურცელი დავწვი,
მინდა, რომ ისევ დაუწერელს მივაგნო სადმე,
მზეს მივახატავ - გოდოლზე რომ სხივებად დავდგი,
შენი და ჩემი სიყვარულის ცრემლისფერ ტახტზე.
                                                                                          18.11.2006
   
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები