ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი-კუსა
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2010


მე დავიწყება არ მისწავლია

მე დავიწყება არ მისწავლია,
მე სინანული ვისწავლე მხოლოდ,
რაც კი მივლია და მიწვალია
უსიყვარულოთ და უთავბოლოდ.
თუ საუკუნის სამახსოვარი
შემრჩა ყინულით მორთული ბინა,
არაფრისმთქმელი,მძიმედ მთოვარი
არც არა სითბოს მჩუქნიდა დილა.
მხოლოდ ხმას მეტად მშვიდი სიმღერის
მიზიარებდა მკაცრი ტყე-ველი
ველური როგორც ჩრდილი სიბერის
როგორც სიზმარი აუხდენელი.
გწერ არსანატრელ ცემს ბედისწერას
შუბლს მიმხურვალებს დასხმული რეტი,
და არა რჩება უაზრო მზერას,
უშენობებით წუხილის მეტი......
და ასეთ ვნებით გულს თუ გაგითბობ
თუ დაიხევა სიშორის ფარდა
მოდი,ყველაფერს ერთად დაგითმობ,
ტკივილების და ცრემლების გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები