 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 23 იანვარი, 2010 |
არასოდეს მიფიქრია გამეჩერებინა დრო, ყოველთვის მეგონა რომ მასზე იყო დამოკიდებული სიცოცხლე და მისი გაჩერებით სუნთქვას შევწყვეტდით. არადა მუდამ მეგონა რომ უმიზნოდ მეკარგებოდა წუთები.. წლებთან ერთად დავრწმუნდი რომ მართლი ვიყავი და დროსთან ერთად სიცოცხლის წუთები განვლიე უაზროდ. შემდეგ ფიქრებს სუდარა გადავახურე და შავ კედლებში გამოვიკეტე თავი. ბავშვობა გამოვიგონე და მასში ჩავტოვე ოცნებები, რომელთა აუხდენლად დატოვება მსურდა. მე ჩემს ზღაპარს ვქმნიდი და ადამიანებში ვეძებდი ფერებს, რათა ყველაზე ლამაზი ზღაპარი მქონოდა. მაგრამ დრომ აქაც დამაჯერა თავისი სიძლიერე და დაკარგულ წუთებს გაყვა ჩემი ზღაპრისთვის განკუთვნილი ფერები. არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მტკიოდა ჩემი არარსებული ბავშვობა. მერე მივხვდი რომ სიყვარულიც ამიტომ გვტკივა ასე ძალიან, რადგან იგი არ არსებობს. ბავშვობასთან ერთად სიყვარულიც გამოვიგონე და ჩემს ოთახის კედლებს შავი ფერი ჩამოვახიე. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, ღირდა თუ არა არსებობა. ველოდი დღეს, როცა აღმომაჩენდნენ და ბოლოს მივხვდი რომ ფერებს ვკარგავდი ლოდინში.. ჩემი ოთახის კედლებს მარტოობა რომ შეერიათ, სწორედ მაშინ მივხვდი რომ მხოლოდ ტკივილი მქონდა, ისიც არარსებულ სიყვარულთან ერთად. წამოვდექი… მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის სურვილმა მაიძულა გამეხსენებინა, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის ვიყავი ქალი. ქალი – გრძნობებისგან დაწნული ფიტული. გარს შემოვიხვიე თვალები და მზერებში შევფუთე სული. მერე დიდხანს ვფიქრობდი ალუბლისფერი პომადა უფრო მომიხდებოდა თუ ტუჩისფერი და ვცდილობდი კადრებივით შემეცვალა დარდი. ადამიანური სისუსტეებით გავიტენე და დავემსგავსე ქალს, რომელიც არასოდეს იქნება ფიტული. ასე მეგონა თავად ვაწყობდი ჩემს თავს, ვურჩევდი მას საუკეთესო თვისებებს. მე სუფთა ფურცელი ვიყავი, რომელზეც თავად გადმომქონდა ფერები, რომლებსაც დრო მიშლიდა.
– რატომ გგონია სულ რომ შენგან წავალ? – მე არ მგონია, მე დანამდვილებით ვიცი. ასაკი გაქვს ასეთი უბრალოდ. არასოდეს მესმოდა როგორ შეიძლება ციფრებმა განსაზღვროს ჩემი გრძნობები და როგორ შეიძლება ჩემი გამოგონილი სიყვარული არსებულ ციფრებთან იყოს რამე კავშირში? – მითხარი, რამდენჯერ გიღალატია საფლავის ქვასთან? ის იყო ბიჭი, რომლისთვისაც სიყვარულს უკვე ჰქონდა რეალური ფორმა, რომელიც კონკრეტულ ადგილას იყო დამარხული. თუმცა ის ვერ ხვდებოდა იმას, რომ ჩემს კედლებსაც შავი ფერი ჰქონდა… – არ მინდა ჩემს ტკივილთან ერთად იცხოვრო. ყოველთვის მირჩევდნენ და წყვეტდნენ ჩემს მაგივრად. ამიტომაც არავის უნდა გაკვირვებოდა თუ რატომ მერჩივნა ჩემი გამოგონილი სახეები, მათ მიერ შერჩეულ დღეებს. მერე ისე მოხდა რომ თავადაც დავაჯერე თავი სიყვარულის არსებობაში და მივხვდი, რომ ერთი ფერით ნაკლები იქნებოდა ფურცელზე, რომელიც მე ვიყავი. ციფრები იზრდებოდნენ და უფრო მეტად იკავებდა სივრცეს სხვების მიერ შერჩეული დღეები. მე ფერები გამიხუნდა.. უაზრობების აჩემება დავიწყე და ვუმტკიცებდი თავს, რომ ცის იქით არაფერია ვარსკვლავების გარდა, ვაჯერებდი ჩემს თავს რომ ვარსკვლავებს ბასრი კიდეები აქვთ და მათი მოწყვეტა არ შეიძლება. ბოლოს იქამდე მივედი რომ სურვილად ჩემი არსებული დღეები ვაქციე და დავემონე დროს, რომელიც ისევ მძარცვავდა სიცოცხლეს. როცა მივხვდი თუ როგორ გავემიჯნე ჩემს თავს, ადამიანებს მივადექი. ისინი ჩემთვის სკივრები იყვნენ. ყველანაირი გზით ვცდილობდი მათ შიგნით შეღწევას და ვარჩევდი თვისებებს ჩემი არსებობის დასამტკიცებლად. მე ისევ მჯეროდა რომ არ ვარსებობდი და ისევ ამას ვაბრალებდი ჩემი თავის ასე ძლიერ ტკივილს.. ისევ მჯეროდა რომ ვიყავი ქალი, რომელიც უნდა აღმოაჩინონ, მაგრამ ამისთვის მე ფერები მაკლდა. მე ვძარცვავდი ადამიანებს, ვართმევდი მათ ჩემს მიერ მოწონებულ განცდებს და ვიმოსებოდი. ქაოსურად მიმოვიბნიე ამდენ აბსტრაქტულ არსებაში. გვიან მივხვდი რომ ჩემი თავი დამეკარგა ამ ქაოსში.
მისი თვალები მაჯერებდნენ, რომ ამდენ არსებულ საშინელებას შორის შეიძლებოდა არაგამოგონილი სითბო ყოფილიყო. მისი თვალების ყურებისას უნებურად მეღიმებოდა და მრცხვენოდა ამ ღიმილის, რადგან ის ისეთი თბილი იყო, რომ მეგონა მის თვალებს ვპარავდი ფერებს… – მაპოვნინე ბედნიერება და მე გიწილადებ მას. ვეუბნებოდი ხშირად. ასეთ დროს გულთან მიხუტებდა და დიდხანს მეფერებოდა თმაზე. ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც დროის მაგივრად მის გულისცემას მიჰქონდა ჩემი სიცოცხლე. მე მიყვარდა მისი პატარა ხელები, თბილი თითები… მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ სიყვარული არსებობს და იგი შეიძლება უმტკივნეულოც იყოს. – იცი, შენ არასოდეს იქნები მარტო. მე შენს გვერდით არსებული სიცარიელე ვიქნები. ხშირად ვერ ვარჩევდი მის სიტყვებს, ყველანაირი გადარჩევის გარეშე იწოვდა ჩემი არსება მათ. არასოდეს მინატრია ბედნიერება, რადგან ვთვლიდი რომ მის იქით არაფერი იყო. მისმა თვალებმა დამაჯერა, რომ ბედნიერების მერე ცხოვრება გრძელდება, რომ ის უბრალოდ წუთიერი სტიმულია, ზეციდან გადმოგდებული. გვიან მივხვდი რომ შენ ჩემით იყავი ბედნიერი, რომ შენ არ გდომებია გაყოფილი ბედნიერება. მე შენი ფრთები ვიყავი, შენ კი ჩემით იყავი ანგელოზი. შევკრთი.. შენ არ აღმოგიჩენივარ, შენ უბრალოდ გჭირდებოდი.
მე ისევ ავაკარი ჩემს კედლებს შავი ფერი და სუდარაგადაფარებულ ფიქრებს მივუბრუნდი. დღეთა დინებას მხოლოდ მოგონებები მისდევდა და მე აღარ მენანებოდა სიცოცხლის წუთები, რომლებსაც უმიზნოდ ვკარგავდი. მე ვასრულებდი ნახატს, რომელსაც გრძნობისგან დაწნული ქალი ერქვა. აღარ ვეძებდი ადამიანებში ფერებს. სარკეში ჩახედვისას მხოლოდ ჩამუქებულ სევდას ვხედავდი ტუჩის კუთხეებში. თითქოს ობი მოსდებოდა ღიმილს. მხოლოდ თვალები მქონდა ცოცხალი. მთელ სხეულში მხოლოდ ისინი ფეთქავდნენ. მათში იყო აღბეჭდილი ყველა ციფრი, ყველა არსებული და მოგონილი განცდა. შეყუჟულიყო მათში ჩემი არსებობა.. ქუჩაში სიარულის დროს თვალებს ვხრიდი, მათი სიშიშვლე მთრგუნავდა. გაღრმავდა ნაპრალი ჩემსა და სამყაროს შორის, მასში ჩაილექნენ ჩემს გარშემო არსებული ადამიანები. მე აღარ განვიცდი. მივხვდი როგორ უნდა შევუხამო ჩემი მოგონილი განცდები არსებულ დღეებს. მივხვდი რომ არსებობს ქვეყნად სულ მცირე ერთი გრძნობა, რომელიც არასოდეს კარგავს ფერებს. ვიწამე ვნება და შიშველი თვალების მიღმა გამოვკეტე ის.
– მე არ მინდა გჭირდებოდე, თუნდაც როგორც ჰაერი. ადამიანები ჰაერის საჭიროებით ცოცხლობენ, მაგრამ ვერასოდეს აფასებენ და გრძნობენ ამას. მე არ მინდა გ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ე … ეს იყო სურვილი აღმოვეჩინე.. მე არ მდომებია მისად ყოფნა, მე მასში არსებობა მსურდა. – მე შენ ჰაერივით არ მჭირდები. მე შენ ისე მჭირდები, როგორც ზოგჯერ უჰაერობა ჭირდება ადამიანს. სუნთქვის შეკვრა არასოდეს მოგდომებია? სუნთქვის შეკვრა ხარ შენ ჩემი… მე მუდამ დაკვირვებით ვუსმენდი მის სიტყვებს. ყოველი ფრაზა მარწმუნებდა, რომ იგი ზუსტად ჩემს ნაფეხურებს მოყვებოდა, რომ ამცირებდა ნაპრალს, რომელიც ჩემსა და სამყაროს შორის იყო. ბოლოს იმდენად გამიშიშვლდა თვალები, რომ გამოკეტილი ვნება ჩამეღვარა სხეულში. ის თავად მძენდა ფერებს ნახატზე, რომელიც მე ვიყავი. მე ვიყავი ქალი, რომელიც აღმოაჩინეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ai ai ai magariaaaaaaaaaaaa +2 shen da ai kidev es>>>>mpa
ai ai ai magariaaaaaaaaaaaa +2 shen da ai kidev es>>>>mpa
17. ხარ ყინწვისის ანგელოსი თეთრ ღრუბლებში ნახატი. ხარ ყინწვისის ანგელოსი თეთრ ღრუბლებში ნახატი.
16. ის თავად მძენდა ფერებს ნახატზე, რომელიც მე ვიყავი. ქეთ:-* კიდევ რამდენიმე ფრაზა გამოვარჩიე. და საერთოდაც, მხიბლავს შენი ფსიქოლოგიური ხედვები და წერის მანერა. ის თავად მძენდა ფერებს ნახატზე, რომელიც მე ვიყავი. ქეთ:-* კიდევ რამდენიმე ფრაზა გამოვარჩიე. და საერთოდაც, მხიბლავს შენი ფსიქოლოგიური ხედვები და წერის მანერა.
14. მაგრად წერ...მომეწონა ძაან....გაიხარე ქეთ.... :) მაგრად წერ...მომეწონა ძაან....გაიხარე ქეთ.... :)
13. ანჟელინა ჟოლი ანჟელინა ჟოლი
12. მე ვიყავი ქალი, რომელიც აღმოაჩინეს. აღარ გეტყვი, რა ახლოს ხარ :) მოგიკითხე :-* მე ვიყავი ქალი, რომელიც აღმოაჩინეს. აღარ გეტყვი, რა ახლოს ხარ :) მოგიკითხე :-*
11. მე ვიყავი ქალი, რომელიც აღმოაჩინეს.
აი, ამას ქვია ბედნიერება... ძალიან მომეწონა...დალაგებული დახვეწილი ნაწერია...ჰაერის საჭიროებასავით იკითხება... და დასაფასებელიც....ყოჩაღ! 5555555555 :)
მე ვიყავი ქალი, რომელიც აღმოაჩინეს.
აი, ამას ქვია ბედნიერება... ძალიან მომეწონა...დალაგებული დახვეწილი ნაწერია...ჰაერის საჭიროებასავით იკითხება... და დასაფასებელიც....ყოჩაღ! 5555555555 :)
10. – მე არ მინდა გჭირდებოდე, თუნდაც როგორც ჰაერი. ადამიანები ჰაერის საჭიროებით ცოცხლობენ, მაგრამ ვერასოდეს აფასებენ და გრძნობენ ამას. მე არ მინდა გ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ე …
მაგარი :) 5! – მე არ მინდა გჭირდებოდე, თუნდაც როგორც ჰაერი. ადამიანები ჰაერის საჭიროებით ცოცხლობენ, მაგრამ ვერასოდეს აფასებენ და გრძნობენ ამას. მე არ მინდა გ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ე …
მაგარი :) 5!
9. ავატარი კაია ავატარი კაია
8. მძიმე საკითხავია2 მძიმე საკითხავია2
7. Qეთ :-* ისედაც იცი და მეზარება წერა ნუ დამაწერინებ :)) Qეთ :-* ისედაც იცი და მეზარება წერა ნუ დამაწერინებ :))
6. არაჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით ფინალი. არაჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით ფინალი.
5. ..............
ამ მრავალწერტილში არის ის,რაც უნდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე.... მიხვდები...
..............
ამ მრავალწერტილში არის ის,რაც უნდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე.... მიხვდები...
4. 555555555 ქეთ-ი ძალიან, ძალიან საინტერესო, უდაოდ საინტერესო და ძალუმი მწერლური ნიჭით გაძეძგილი ადამიანია და ბევრით მაღლა დგას ჩემთვის ცნობილ ბევრ პროზაიკოსზე. მისი ნაწერების შესახებ ჩემს მეგობრებთანაც მისაუბრია და ერთად აღუნიშნავთ სხვებსაც მისი დიდი და სერიოზული მონაცემები ამ მხრივ. მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა (არადა, პროზაში ასაკსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ნამდვილად აქვს არსებითი მნიშვნელობა) ქეტ-ის მწერლური სიტყვა დამაჯერებელია თავისი შინაარსითა და აზრობრივ-ემოციური დატვირთვით, რომ არაფერი ვთქვათ მისი, როგორც სიტყვებით მხატვრის ოსტატობასა და მოსწრებულობაზე. "ურაკპარაკის" მწერლებიდან უთუოდ გამოვარჩევდი ქეთ-ის. მინდა ვუსურვო მას დიდი სამწერლო გზა და წარმატებები ცხოვრებასა და შემოქმედებაში! მჯერა მისი, როგორც მწერლის მომავლის, თუ, რა თქმა უნდა, თავად აპირებს ამ გზაზე ბოლომდე და ერთგულად სვლას.
საუკეთესო სურვილებით 555555555 ქეთ-ი ძალიან, ძალიან საინტერესო, უდაოდ საინტერესო და ძალუმი მწერლური ნიჭით გაძეძგილი ადამიანია და ბევრით მაღლა დგას ჩემთვის ცნობილ ბევრ პროზაიკოსზე. მისი ნაწერების შესახებ ჩემს მეგობრებთანაც მისაუბრია და ერთად აღუნიშნავთ სხვებსაც მისი დიდი და სერიოზული მონაცემები ამ მხრივ. მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა (არადა, პროზაში ასაკსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ნამდვილად აქვს არსებითი მნიშვნელობა) ქეტ-ის მწერლური სიტყვა დამაჯერებელია თავისი შინაარსითა და აზრობრივ-ემოციური დატვირთვით, რომ არაფერი ვთქვათ მისი, როგორც სიტყვებით მხატვრის ოსტატობასა და მოსწრებულობაზე. "ურაკპარაკის" მწერლებიდან უთუოდ გამოვარჩევდი ქეთ-ის. მინდა ვუსურვო მას დიდი სამწერლო გზა და წარმატებები ცხოვრებასა და შემოქმედებაში! მჯერა მისი, როგორც მწერლის მომავლის, თუ, რა თქმა უნდა, თავად აპირებს ამ გზაზე ბოლომდე და ერთგულად სვლას.
საუკეთესო სურვილებით
3. არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მტკიოდა ჩემი არარსებული ბავშვობა.
-მითხარი, რამდენჯერ გიღალატია საფლავის ქვასთან?
ისევ მჯეროდა რომ ვიყავი ქალი, რომელიც უნდა აღმოაჩინონ, მაგრამ ამისთვის მე ფერები მაკლდა. მე ვძარცვავდი ადამიანებს, ვართმევდი მათ ჩემს მიერ მოწონებულ განცდებს და ვიმოსებოდი. ქაოსურად მიმოვიბნიე ამდენ აბსტრაქტულ არსებაში. გვიან მივხვდი რომ ჩემი თავი დამეკარგა ამ ქაოსში.
სუნთქვის შეკვრა ხარ შენ ჩემი…
სულში შემახე ახლა ყველა ეს სიტყვა-თითი... ჩემამდე წერ... არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მტკიოდა ჩემი არარსებული ბავშვობა.
-მითხარი, რამდენჯერ გიღალატია საფლავის ქვასთან?
ისევ მჯეროდა რომ ვიყავი ქალი, რომელიც უნდა აღმოაჩინონ, მაგრამ ამისთვის მე ფერები მაკლდა. მე ვძარცვავდი ადამიანებს, ვართმევდი მათ ჩემს მიერ მოწონებულ განცდებს და ვიმოსებოდი. ქაოსურად მიმოვიბნიე ამდენ აბსტრაქტულ არსებაში. გვიან მივხვდი რომ ჩემი თავი დამეკარგა ამ ქაოსში.
სუნთქვის შეკვრა ხარ შენ ჩემი…
სულში შემახე ახლა ყველა ეს სიტყვა-თითი... ჩემამდე წერ...
2. არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მტკიოდა ჩემი არარსებული ბავშვობა. ეს ჩამრჩა....:(
გარედან გკითხულობდი და შემოვვარდი ამისთვის:) ++ არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მტკიოდა ჩემი არარსებული ბავშვობა. ეს ჩამრჩა....:(
გარედან გკითხულობდი და შემოვვარდი ამისთვის:) ++
1. დამაფიქრა ნაწერმა ..
მე არ მინდა გ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ე … აი ამან ..
კარგად წერ ქეთ .. დამაფიქრა ნაწერმა ..
მე არ მინდა გ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ე … აი ამან ..
კარგად წერ ქეთ ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|