ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზისფერია
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2010


ამინდმა ისევ ამირია გულის ზღაპარი
ცალკე კრებულად დამილაგა განცდილი სივცრე
კითხვით დამღალა, პასუხები
იყო სხვაგვარი , აღარ მესმოდა
არსებული ხსოვნათა კიბე.
გათოშილ სხეულს შენი
სახე მეტად გათოშავს,
და განცდილ წამებს ის წამები
რისხვის ხმას მისცემს,
მეტად შემაკრთობს, სულ დამაბნევს
ვრცელი ქაოსი , მაგრამ პასუხი
რა აზრი აქვს ხელახლა მივცე.
წუთებში უცბად გაოცების ქარმა დაბერა
ქუდი მომხადა და 
ბავშვივით მივდევდი ისევ,
უცებ შევჩერდი გააზრებამ გამომაფხიზლა
ვხედავდი წვიმდა და
წვეთები სერავდნენ სივრცეს.
მციოდა, მაგრამ შენზე ფიქრმა
მზე მაპოვნინა, თავის სხივების
თბილი ქურქი მომაცვა იქვე,
წვიმა რომ შეწყდა ყველაფერი უკვალოდ გაქრა
და წამოვედი რომ განცდილი
ჩემს ფურცლებს მივცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს