ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2010


ჩემო...



ალბათ ....
..
    -დილა მშვიდობისა რიჟრაჟო ჩემო,მზეო-მე ყოველთვის მოგიჩრდილებ,როგორ გიბრწყინავენ თვალები-ჩემი ორი ვარსკვლავი.მომეცი შენი პატატა ხელები გულში ჩავიკრა.ძალიან მიყვარს სახეზე რომ მეთათუნები.
  აი,ასე საფერებელო,ჩემო ერთო ციცქნავ,ხალისო ჩემო.ბედის საჩუქარო!სულში ჩასაფენო ნატვრავ და ოცნებავ ჩემო!
სიამევ,ტკივილო და ჯანო ჩემო!შენი საოცარი სურნელი მელამუნება-სალბუნო ჩემო!
  ჩემო სიმშვიდევ და მღელვარებავ,ჩემო სიცილო,ჩემო ტირილო,ჩემო სიცოცხლის სუნთქვავ!
  დღეიდან სულ ერთად ვიქნებით-შვებავ,ნაღველო,ტანჯვავ ნათელო!რამდენხანს გეძებდი,გელოდი...ჰო,ლოდინი ღირდა ნამდვილად-მე ხომ შენ მყევხარ,ჩემნაირივე მოლოდინად ქცეულო,შენც მელოდები.აი,მოვდივარ მარტოობისგან დანაორთქლო წვეთო მინაზე!აწი უმწეობისგან აღარ ჩამოეღვენთები ფანჯარაზე ცრემლებად.უკვე გულთან მყევხარ მიბნეული,როგორც ფსალმუნი..მფარველი ჩემი...იმედი.
    მალე,სულ მალე შენთან ვიქნები არ იდარდო,თითქმის მოვედი.ფიქრებით გეფერები გნახავ და შეგისუნთქავ,შენით ავივსები,გავმთლიანდები.

......მოდი,ჩამეკარი,კარგად მომეხვიე ჩემო ყველასაგან გამორჩეულო,შენმა შეღიმებამ გზად თოვლი დამიდნო.ვგრძნობ:უკვე მომენდე და ისე გამომყევი,ნუღარ მიიხედავ უკან,ჩემო ყველაფრუნავ......


    .....რა სასტიკი და დამთრგუნველი აბრაა;  "დ ე და თ ა  და  ჩ ვ ი ლ ბ ა ვ შ ვ თ ა  თ ა ვ შ ე ს ა ფ ა რ ი"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს