რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
გულში ბოღმა ჩამისახლდა, ჟამი ესე მექცა ფარსად, მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე _ მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.
და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
* * * მემატიანის გადაცრეცილ ფერმკრთალ ქაღალდებს, ვუმზერ და დედა ისტორია შემომღაღადებს. სად ჰგია ტაო გაგლეჯილი ან ტაოს კარი, მტერს რომელ ხევით აუბნია თევდორემ მხარი. გარბის თათარი დიდგორიდან ძუნძულით გარბის, ღრუსთ იმპერიაც დაინთქმება უკუნში ხარბი. და შინდისფერი შენი დროშის სად არს სამრევლო, ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. ეს ჩემი ახალი ლექსია და ამ თქვენს ლექსებს მივუსადაგე ბატონო დავით. ეს ჩემი ახალი ლექსია და ამ თქვენს ლექსებს მივუსადაგე ბატონო დავით.
37. ქართველი
ტაოს სევდა ვარ, კლარჯეთის დარდი, ბანას ტკივილი, ცრემლი ლაზეთის. ვარ არსაკიძის მოჭრილი მკლავი, გულის ჭრილობა ცხუმ-აფხაზეთის. პაატას ხმა ვარ, გიორგის ხმალი, თურმანის ლექსი, თამთას ოცნება. ფიქრი კახეთის მზე-დედოფალის და ბარაკონის პატიოსნება. დროშა-მარაბდას შეწირულ ძმების, თამარის ლოცვა, დავითის ფარი. ქრისტეს ჯვარცმა და ექო ვარ მთების, არაგველების შთამომავალი. ქართველი
ტაოს სევდა ვარ, კლარჯეთის დარდი, ბანას ტკივილი, ცრემლი ლაზეთის. ვარ არსაკიძის მოჭრილი მკლავი, გულის ჭრილობა ცხუმ-აფხაზეთის. პაატას ხმა ვარ, გიორგის ხმალი, თურმანის ლექსი, თამთას ოცნება. ფიქრი კახეთის მზე-დედოფალის და ბარაკონის პატიოსნება. დროშა-მარაბდას შეწირულ ძმების, თამარის ლოცვა, დავითის ფარი. ქრისტეს ჯვარცმა და ექო ვარ მთების, არაგველების შთამომავალი.
36. რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
კარგია რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
კარგია
35. ეხლა უკვე მომწონს. ასე გაცილებით ლამაზია. შეცდომით ორჯერ გიწერიათ სიტყვა "მჯდარი", ეგეც გადაასწორეთ და... მეორე +5 რომ მქონდეს, მაგასაც დავწერდი სიამოვნებით :) ეხლა უკვე მომწონს. ასე გაცილებით ლამაზია. შეცდომით ორჯერ გიწერიათ სიტყვა "მჯდარი", ეგეც გადაასწორეთ და... მეორე +5 რომ მქონდეს, მაგასაც დავწერდი სიამოვნებით :)
34. მეორე მთლიანად მომეწონა... პირველში რატომღაც ყურს ცუდად მოხვდა სიტყვა "აგენტი". "და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი." ეს მომეწონა! მთლიანობაში +5 მეორე მთლიანად მომეწონა... პირველში რატომღაც ყურს ცუდად მოხვდა სიტყვა "აგენტი". "და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი." ეს მომეწონა! მთლიანობაში +5
33. უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
ჯიგრიანია და ნაღდი....55555 უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
ჯიგრიანია და ნაღდი....55555
32. და შინდისფერი შენი დროშის სად არს სამრევლო, ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
და შინდისფერი შენი დროშის სად არს სამრევლო, ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
31. ძვირფასო, თანანა! გმადლობთ გამოხმაურებისათვის.თუ ჩემი პუბლიცისტიკა გაინტერესებთ, შეგიძლიათ შებრძანდეთ ჩემს პირად გვერდზე და წაიკითხოთ ჩემი პუბლიცისტური წერილები: "წიგნების სასაფლაო ანუ აზროვნების კრიზისი საქართველოში"'. "მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები" და "ფიქრები მომავალზე".ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრი.პირველად ქართულ ეროვნულ ხასიათზე სერიოზული მსჯელობა დაიწყო ნიკოლოზ მიწიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის პოლემიკით გასული საუკუნის ოციან წლებში. ერთი უკიდურესად უარყოფითად და მეორე აღმატებულ ხარისხში განიხილავდა ქართულ ფენომენს.ოთხმოცან წლებსი კი აკაკი ბაქრაძის წერილს" მკვახე შეძახილი'' მოყვა ზვიად გამსახურდიას პოლემიკური წერილი.აქაც იგივე განმეორდა ორი პოლარულად განსვავებული მოსაზრება ქართულ ეროვნულ ხასიათზე.კონსტანტინე კაპანელისა და გურამ ასათიანის წიგნები ამ თემის კვლევაა და დიდი ქართული ლიტერატურაც. ილიას სამშობლოს სიყვარულითა უდიდესი გულისტკივილით დაწერილი "ბედნიერი ერი" და შოთა ნიშნიანიძის "ციხე-ტაძართა საგალობელი". მე არ ვარ მომხრე ეროვნულ ხასიათზე მსჯელობისა ასეთი რადიკალიზმის.დედამიწაზე არ არსებობს მხოლოდ დადებითთად და უარყოფითად აღსაქმელი ერი. მწერლობის ამოცანა/სხვა უამრავ ფუნქციასთან ერთად არის გმირული წარსული და მაღალი იდეალები დაუსახოს ერს მაგალითად და გარეგანი თუ შინაგანი მტრის საშიშროება დაანახოს. ძვირფასო, თანანა! გმადლობთ გამოხმაურებისათვის.თუ ჩემი პუბლიცისტიკა გაინტერესებთ, შეგიძლიათ შებრძანდეთ ჩემს პირად გვერდზე და წაიკითხოთ ჩემი პუბლიცისტური წერილები: "წიგნების სასაფლაო ანუ აზროვნების კრიზისი საქართველოში"`. "მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები" და "ფიქრები მომავალზე".ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრი.პირველად ქართულ ეროვნულ ხასიათზე სერიოზული მსჯელობა დაიწყო ნიკოლოზ მიწიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის პოლემიკით გასული საუკუნის ოციან წლებში. ერთი უკიდურესად უარყოფითად და მეორე აღმატებულ ხარისხში განიხილავდა ქართულ ფენომენს.ოთხმოცან წლებსი კი აკაკი ბაქრაძის წერილს" მკვახე შეძახილი`` მოყვა ზვიად გამსახურდიას პოლემიკური წერილი.აქაც იგივე განმეორდა ორი პოლარულად განსვავებული მოსაზრება ქართულ ეროვნულ ხასიათზე.კონსტანტინე კაპანელისა და გურამ ასათიანის წიგნები ამ თემის კვლევაა და დიდი ქართული ლიტერატურაც. ილიას სამშობლოს სიყვარულითა უდიდესი გულისტკივილით დაწერილი "ბედნიერი ერი" და შოთა ნიშნიანიძის "ციხე-ტაძართა საგალობელი". მე არ ვარ მომხრე ეროვნულ ხასიათზე მსჯელობისა ასეთი რადიკალიზმის.დედამიწაზე არ არსებობს მხოლოდ დადებითთად და უარყოფითად აღსაქმელი ერი. მწერლობის ამოცანა/სხვა უამრავ ფუნქციასთან ერთად არის გმირული წარსული და მაღალი იდეალები დაუსახოს ერს მაგალითად და გარეგანი თუ შინაგანი მტრის საშიშროება დაანახოს.
30. ბატონო დავით, წავიკითხე თქვენი ლექსები, მოსაწონი მოვიწონე და სადა--საკამათოც მოვინიშნე. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ერთი აღმოსავლური რიტუალისა არ იყოს, სულ რომ "შაჰ-ჰუსეინ, ვაჰ-ჰუსეინ-ს გავიძახით და ზურგზე თვითგვემის ჯაჭვებს ვირტყამთ, თუ მავანი ჯვრით ვაჭრობს, მავანი - სტამბულს კახპობს და ამ ფონზე მავანი კი არადა, "დიდი მავნე" თვალსა და ხელს შუა სარწმუნოების ძირს გვითხრის, -ეს რატომ არ ხდება პოეტის პუბლიცისტური კალმის ობიექტი? იეღოველი სახლში რომ მიხტება და გინდა თუ არა ჩემი ლიტერატურით ტვინი გამოირეცხეო, -მომიწოდებს, გრანტების კორიანტელი თავზე რომ ეფრქვევათ ყველაფერი ქართულის მაგინებელ-დამაკნინებლებს, ჩვენი შვილების მომავალს მხოლოდ ოფიციანტობასა და ფეშენ სასტუმროების კარისკაცობაში რომ ხედავენ, ეს რატომ არის შემოქმედთათვის "უპრობლემო", ლაითი თემა და ერთ მღვდელს ერთი "ალილო" რომ შეეშლება, ის რატომ ხდება მთელი ერის თვითგვემის საგანი? მთელ ცივილიზებულ სამყაროს ჩვენ საკუთარ "ტომატის სოუსში" ვაინტერესებთ, რადგან ვერც რომის პაპზე მეტი კათოლიკენი გავხდებით და ვერც არმსტრონგებსა და ფიცჯერალდებზე უკეთესი ჯაზმენები. ჰოოდა, თუ ეს "საკუთარი წვენი" გამოგველია თავისი სიცხარითა და სიტკბოთი, ერთი "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს" ქვეყნად ვიქცევით, რომლის მსგავსიც ვედრო მანეთად მოეძევება მესამე მსოფლიოს... მაპატიეთ, ზედმეტად ცხარე ტონისთვის... ლიტერატურულ პოლემიკას ზოგჯერ "შავი პილპილიც" უხდება... ბატონო დავით, წავიკითხე თქვენი ლექსები, მოსაწონი მოვიწონე და სადა--საკამათოც მოვინიშნე. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ერთი აღმოსავლური რიტუალისა არ იყოს, სულ რომ "შაჰ-ჰუსეინ, ვაჰ-ჰუსეინ-ს გავიძახით და ზურგზე თვითგვემის ჯაჭვებს ვირტყამთ, თუ მავანი ჯვრით ვაჭრობს, მავანი - სტამბულს კახპობს და ამ ფონზე მავანი კი არადა, "დიდი მავნე" თვალსა და ხელს შუა სარწმუნოების ძირს გვითხრის, -ეს რატომ არ ხდება პოეტის პუბლიცისტური კალმის ობიექტი? იეღოველი სახლში რომ მიხტება და გინდა თუ არა ჩემი ლიტერატურით ტვინი გამოირეცხეო, -მომიწოდებს, გრანტების კორიანტელი თავზე რომ ეფრქვევათ ყველაფერი ქართულის მაგინებელ-დამაკნინებლებს, ჩვენი შვილების მომავალს მხოლოდ ოფიციანტობასა და ფეშენ სასტუმროების კარისკაცობაში რომ ხედავენ, ეს რატომ არის შემოქმედთათვის "უპრობლემო", ლაითი თემა და ერთ მღვდელს ერთი "ალილო" რომ შეეშლება, ის რატომ ხდება მთელი ერის თვითგვემის საგანი? მთელ ცივილიზებულ სამყაროს ჩვენ საკუთარ "ტომატის სოუსში" ვაინტერესებთ, რადგან ვერც რომის პაპზე მეტი კათოლიკენი გავხდებით და ვერც არმსტრონგებსა და ფიცჯერალდებზე უკეთესი ჯაზმენები. ჰოოდა, თუ ეს "საკუთარი წვენი" გამოგველია თავისი სიცხარითა და სიტკბოთი, ერთი "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს" ქვეყნად ვიქცევით, რომლის მსგავსიც ვედრო მანეთად მოეძევება მესამე მსოფლიოს... მაპატიეთ, ზედმეტად ცხარე ტონისთვის... ლიტერატურულ პოლემიკას ზოგჯერ "შავი პილპილიც" უხდება...
29. მართალი ხარ ჩემო, ძმაო! გაიხარე შენი სუფთა სანთელივით გულით. მართალი ხარ ჩემო, ძმაო! გაიხარე შენი სუფთა სანთელივით გულით.
28. მე ცოტა სხვა რამეს ვამბობ წინა კომენტარში... ერი ჩემთვის არც ჯვრების გამყიდველებთან, არც ილას მკვლელებთან და სხვა რაიმე ჯურის ნაძირალასთან არ ასოცირდება. ხოლო თუ ასეთები წარმოადგენენ ქართველ ერს, მაშინ იქ არც ილიას ადგილი რჩება არც რომელიმე ღირსეული თუნდ რიგითი ქართველისა... ნიღილიზმის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ერის ხორცმეტთა მიხედვით ერზე წარმოდგენის შექმნის მცდელობაა და ამის დიდი სურვილი ისედაც აქვს კარგა ხანია სწორედ ასეთებს, შინაურსაც და გარეულსაც... ჩვენც მათ წისქვილზე ნუ დავასხამთ უნებლიედ წყალს-მეთქი, ამის თქმა მინდოდა...
მე ცოტა სხვა რამეს ვამბობ წინა კომენტარში... ერი ჩემთვის არც ჯვრების გამყიდველებთან, არც ილას მკვლელებთან და სხვა რაიმე ჯურის ნაძირალასთან არ ასოცირდება. ხოლო თუ ასეთები წარმოადგენენ ქართველ ერს, მაშინ იქ არც ილიას ადგილი რჩება არც რომელიმე ღირსეული თუნდ რიგითი ქართველისა... ნიღილიზმის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ერის ხორცმეტთა მიხედვით ერზე წარმოდგენის შექმნის მცდელობაა და ამის დიდი სურვილი ისედაც აქვს კარგა ხანია სწორედ ასეთებს, შინაურსაც და გარეულსაც... ჩვენც მათ წისქვილზე ნუ დავასხამთ უნებლიედ წყალს-მეთქი, ამის თქმა მინდოდა...
27. კორექტურის კორექტურა: _ უნდა იყოს "ვერ დაიწერებოდა ოცი წლის წინ". კორექტურის კორექტურა: _ უნდა იყოს "ვერ დაიწერებოდა ოცი წლის წინ".
26. კორექტურა:_ "უნდა იყოს ოცი წლის წინ". კორექტურა:_ "უნდა იყოს ოცი წლის წინ".
25. მიშა, არაფერი გეშლება, ზუსტად მაგ თანმიმდევრობით ვითარდებოდა ჩვენთვის ტრაგიკული ისტორიული მოვლენები. გადავამოწმე და" გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქრთველო აღარ არის" ვერაფრით ვერ დაწერებოდა ოცი წლის. ეს ლექსი შევარდნაძის მმართველობის შავბნელ პერიოდში არის შექმნილი.მეორე ლექსი კი მართლაც ოცი წლის წინ არის შექმნილი. გმადლობ, რომ ჩემს კომენტარში ეს გაურკვევლობა თარიღთან დაკავშირებით უფრო დამაზუსტებინე.
მიშა, არაფერი გეშლება, ზუსტად მაგ თანმიმდევრობით ვითარდებოდა ჩვენთვის ტრაგიკული ისტორიული მოვლენები. გადავამოწმე და" გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქრთველო აღარ არის" ვერაფრით ვერ დაწერებოდა ოცი წლის. ეს ლექსი შევარდნაძის მმართველობის შავბნელ პერიოდში არის შექმნილი.მეორე ლექსი კი მართლაც ოცი წლის წინ არის შექმნილი. გმადლობ, რომ ჩემს კომენტარში ეს გაურკვევლობა თარიღთან დაკავშირებით უფრო დამაზუსტებინე.
24. მგონი რაღაც შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე:
წერთ:
"ოცი წლის წინ გამოქვეყნებულ ამ ლექსის აზრობრივი დინამიკა ასეთია..."
საუბარია ლექსზე "ხმალს რომ ჩააგებ".
ე. ი. ლექსი დაწერილა 1990 წელს!
ლექსში არის, სხვათაშორის, ასეთი სტრიქონები:
"გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი."
რამდენადაც მახსოვს, 1990 წლისთვის ჯერაც ისევ ვრცელდებოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე საქართველოს ფაქტობრივი, იურიდიული, მორალური და ყველანაირი იურისდიქცია.
ეს ტერიტორიები გადაეცა რუსეთს 1993-94 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა მათი ანექსია-ოკუპაცია რუსული საჯარისო შენაერთების მეშვეობით და მე, პირადად, როგორც ქართველს, მას შემდეგ მომესპო საშუალება რამენაირად შევსულიყავი იქ.
ამიტომ ლექსის ეს სტრიქონები და ავტორის კომენტარი მისი შექმნის თარიღთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გაბუნდოვანებული მეჩვენება!..
შეიძლება მხოლოდ მეჩვენება და რეალურად ასე არ არის!
მაშ როგორ არის?
კარგი იქნებოდა ავტორს განმარტებანი არ დაეშურა!
მგონი რაღაც შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე:
წერთ:
"ოცი წლის წინ გამოქვეყნებულ ამ ლექსის აზრობრივი დინამიკა ასეთია..."
საუბარია ლექსზე "ხმალს რომ ჩააგებ".
ე. ი. ლექსი დაწერილა 1990 წელს!
ლექსში არის, სხვათაშორის, ასეთი სტრიქონები:
"გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი."
რამდენადაც მახსოვს, 1990 წლისთვის ჯერაც ისევ ვრცელდებოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე საქართველოს ფაქტობრივი, იურიდიული, მორალური და ყველანაირი იურისდიქცია.
ეს ტერიტორიები გადაეცა რუსეთს 1993-94 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა მათი ანექსია-ოკუპაცია რუსული საჯარისო შენაერთების მეშვეობით და მე, პირადად, როგორც ქართველს, მას შემდეგ მომესპო საშუალება რამენაირად შევსულიყავი იქ.
ამიტომ ლექსის ეს სტრიქონები და ავტორის კომენტარი მისი შექმნის თარიღთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გაბუნდოვანებული მეჩვენება!..
შეიძლება მხოლოდ მეჩვენება და რეალურად ასე არ არის!
მაშ როგორ არის?
კარგი იქნებოდა ავტორს განმარტებანი არ დაეშურა!
23. მოგიკითხეთ...5 ტ. ხარხელაურის ლექსი გამახსენდა...
მერერა თუ შემოგვლევენ... გეშინია, გეშინია... გეშინია?... შ ე მ ო გ ე ვ ლე!!!!!!!!!!!!!!! გახსოვთ ალბათ, სამშობლოს მიმართავს მოგიკითხეთ...5 ტ. ხარხელაურის ლექსი გამახსენდა...
მერერა თუ შემოგვლევენ... გეშინია, გეშინია... გეშინია?... შ ე მ ო გ ე ვ ლე!!!!!!!!!!!!!!! გახსოვთ ალბათ, სამშობლოს მიმართავს
22. და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
ჩემო დავით... თუ ვინმე ასეთ საქმიანობას მისდევს, იმას ერთან არაფერი ესაქმება. იმედი ჯახუა
ნათლობის ჯვრებით ვაჭრობენ კი არა, ნათლობის ჯვრებს ქურდებიც კი არ იპარავენ.. თამარ ბუკია
ეჰ... ჩემო ძვირფასებო,სამწუხაროდ, ეს რეალობაა, თქვენ ხომ იცით, ჰკითხეთ ოქროს ბაზრობებზე გამყიდველებს იქ რომ იყიდება უმეტესი ჩვენი გაუბედურებული ოჯახების მიერ ჩაბარებული /ზოგს საოპერაციო თუ შვილის გამოსაკვები ფული არ ჰქონდა/, ნათლობის ოქროს ჯვარი და ქორწინების ოქროს ბეჭდებია. რამდენი სატელევიზიო ინფორმაცია მოგვისმენია არამარტო ოჯახიდან კი არა ეკლესიებიდან მოპარულ ხატებსა და ჯვრებზე. ქეთევან წამებულიც ქართველია და დაახლოებით იმავე პერიოდში დედა რომ ერთ უნაგირზე გაცვალა ის ციციშვილიც. მამა იორამს "მარადისობის კანონიდან" გული გაუსკდება როცა ერთ ოჯახში მონასტრიდან მოპარულ ჯვარს აღმოაჩენს.გურამიშვილის "ქართლის ჭირი" სულ ჩვენს მანკიერ თვისებებზე გოდება არ არის. ოცი წლის წინ გამოქვეყნებულ ამ ლექსის აზრობრივი დინამიკა ასეთია მეორე სტროფში აღწერილია სხეულის, მესამეში სამშობლოს და მეხუთეში ამ დაცემის უკიდურესობა _ რწმენის გაყიდვა. იმაში კი ცამდე მართალია იმედი ჯახუა, რომ გული არ გავიტეხოთ, იმედი არ დავკარგოთ, რომ ერი ნიჰილიზმში არ გადაეშვას. ამაში კი ერს მწერალი უნდა დაეხმაროს და შეუძახოს რომ ხმალი არ ჩააგოს. და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
ჩემო დავით... თუ ვინმე ასეთ საქმიანობას მისდევს, იმას ერთან არაფერი ესაქმება. იმედი ჯახუა
ნათლობის ჯვრებით ვაჭრობენ კი არა, ნათლობის ჯვრებს ქურდებიც კი არ იპარავენ.. თამარ ბუკია
ეჰ... ჩემო ძვირფასებო,სამწუხაროდ, ეს რეალობაა, თქვენ ხომ იცით, ჰკითხეთ ოქროს ბაზრობებზე გამყიდველებს იქ რომ იყიდება უმეტესი ჩვენი გაუბედურებული ოჯახების მიერ ჩაბარებული /ზოგს საოპერაციო თუ შვილის გამოსაკვები ფული არ ჰქონდა/, ნათლობის ოქროს ჯვარი და ქორწინების ოქროს ბეჭდებია. რამდენი სატელევიზიო ინფორმაცია მოგვისმენია არამარტო ოჯახიდან კი არა ეკლესიებიდან მოპარულ ხატებსა და ჯვრებზე. ქეთევან წამებულიც ქართველია და დაახლოებით იმავე პერიოდში დედა რომ ერთ უნაგირზე გაცვალა ის ციციშვილიც. მამა იორამს "მარადისობის კანონიდან" გული გაუსკდება როცა ერთ ოჯახში მონასტრიდან მოპარულ ჯვარს აღმოაჩენს.გურამიშვილის "ქართლის ჭირი" სულ ჩვენს მანკიერ თვისებებზე გოდება არ არის. ოცი წლის წინ გამოქვეყნებულ ამ ლექსის აზრობრივი დინამიკა ასეთია მეორე სტროფში აღწერილია სხეულის, მესამეში სამშობლოს და მეხუთეში ამ დაცემის უკიდურესობა _ რწმენის გაყიდვა. იმაში კი ცამდე მართალია იმედი ჯახუა, რომ გული არ გავიტეხოთ, იმედი არ დავკარგოთ, რომ ერი ნიჰილიზმში არ გადაეშვას. ამაში კი ერს მწერალი უნდა დაეხმაროს და შეუძახოს რომ ხმალი არ ჩააგოს.
21. კარგი ლექსებია, ბატონო დავით!
ძია იმოსაც ვეთანხმები... და კიდევ ბევრია სათქმელი და საფიქრალი ამ თემაზე... კარგი ლექსებია, ბატონო დავით!
ძია იმოსაც ვეთანხმები... და კიდევ ბევრია სათქმელი და საფიქრალი ამ თემაზე...
20. ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
კარგი ძალიან ბატონო დავით. დიდი მადლობა და გულითადი მოკითხვა ჩემგანაც. ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
კარგი ძალიან ბატონო დავით. დიდი მადლობა და გულითადი მოკითხვა ჩემგანაც.
19. მაშინაც ვტირი როცა ვმღერიო :) ქართული სიმღერა ხომ ლამაზი ტირილია და არც მიკვირს :)
ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!! სადღა გვყავს ხმლიანი ქართველები ... სამწუხაროდ , ახლა მხოლოდ იმ ხმლიანი ქართველები მჯერა ხელში ჯვარი, რომ უპყრიათ და ქრისტეს მეომრები, რომ არიან . მაშინაც ვტირი როცა ვმღერიო :) ქართული სიმღერა ხომ ლამაზი ტირილია და არც მიკვირს :)
ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!! სადღა გვყავს ხმლიანი ქართველები ... სამწუხაროდ , ახლა მხოლოდ იმ ხმლიანი ქართველები მჯერა ხელში ჯვარი, რომ უპყრიათ და ქრისტეს მეომრები, რომ არიან .
18. ძალიან ბევრის მთქმელია 5 ძალიან ბევრის მთქმელია 5
17. ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
სიმართლეა! ჭეშმარიტებაა! იქნებ კი არა, სწორედ მაშინ მოვკვდით და დღემდე ვკვდებით, თუმცა კი უშედეგოდ, ალბათ იმიტომ რომ უფალი კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ გვაძლევს შანსს ამოვიღოთ ქარქაშიდან ხმალი და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის, მაგრამ ვაი რომ გუშინდელი ხმალი დღევანდელი კომბალი გამხდარა მარტოდენ და შეიცვალა ბრძოლაც და თვით ბრძოლის ილეთებიც. ვაი, რომ მართლაც "გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი."
ფიქრიანი, სევდიანი და ტკივილიანი ლექსია! ცოტა გამოსაფხიზლებლად თუ საკუთარი თავის უკეთ შესაცნობადაც საჭირო ლექსი! გაიხარეთ!!!
ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
სიმართლეა! ჭეშმარიტებაა! იქნებ კი არა, სწორედ მაშინ მოვკვდით და დღემდე ვკვდებით, თუმცა კი უშედეგოდ, ალბათ იმიტომ რომ უფალი კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ გვაძლევს შანსს ამოვიღოთ ქარქაშიდან ხმალი და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის, მაგრამ ვაი რომ გუშინდელი ხმალი დღევანდელი კომბალი გამხდარა მარტოდენ და შეიცვალა ბრძოლაც და თვით ბრძოლის ილეთებიც. ვაი, რომ მართლაც "გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი."
ფიქრიანი, სევდიანი და ტკივილიანი ლექსია! ცოტა გამოსაფხიზლებლად თუ საკუთარი თავის უკეთ შესაცნობადაც საჭირო ლექსი! გაიხარეთ!!!
16. მტკივნეული და მართალი... მტკივნეული და მართალი...
15. უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
მართლაც რომ... მაგრამ იმოსაც ვეთანხმები... ნათლობის ჯვრებით ვაჭრობენ კი არა, ნათლობის ჯვრებს ქურდებიც კი არ იპარავენ... გამოსაჩენ ადგილას აწყობენ, გაძარცვულ ოჯახს ესეც წაღებული არ ეგონოსო... ესეც უბედურებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ... ფაქტია, ასეა! :( :)))) უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!
მართლაც რომ... მაგრამ იმოსაც ვეთანხმები... ნათლობის ჯვრებით ვაჭრობენ კი არა, ნათლობის ჯვრებს ქურდებიც კი არ იპარავენ... გამოსაჩენ ადგილას აწყობენ, გაძარცვულ ოჯახს ესეც წაღებული არ ეგონოსო... ესეც უბედურებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ... ფაქტია, ასეა! :( :))))
14. ძალიან კარგია!
5 ძალიან კარგია!
5
13. ლაზის 1-ს!-რამ შეგაღონა? სირცხვილია!!! ლაზის 1-ს!-რამ შეგაღონა? სირცხვილია!!!
12. გული მეტკინა. ღმერთმა გააძლიეროს საქართველო.ლექსი ძალიან კარგია. გული მეტკინა. ღმერთმა გააძლიეროს საქართველო.ლექსი ძალიან კარგია.
11. "ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!" :( "ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!" :(
10. რენუარს ვეთანხმები :)
რენუარს ვეთანხმები :)
9. და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
მეტისმეტად გულის გატეხვაც მკრეხელობაა, ჩემო დავით... თუ ვინმე ასეთ საქმიანობას მისდევს, იმას ერთან არაფერი ესაქმება, ხოლო ვინც ერის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია, ის ამას ფიქრადაც ვერ გაივლებს... ასეთი მოტივების პირობითობის ფარგლებში დაშვებასაც კი ნიჰილიზისკენ მივყავართ. მუხას რომ ალაგ-ალაგ წვრილი რტოები შეახმება, ისინი თავად ჩამოცვივდებიან და ამისათვის მთელი ხე ძირში მოსაჭრელიაო, ვერავინ იტყვის. ისედაც ცეცხლით და მახვილით გამოცდა მოგვიწყო, როგორც ჩანს, განგებამ და თუ ჩვენც ჩვენი ხელით ,,დამატებითი მტვერი და ნაცარი’’ ვიყარეთ თავზე, მტრისა და მოყვრის წინაშე ვიძახეთ, იმაზე ბევრად უარესები ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათო, ამით მხოლოდ მტერს გავუხარებთ გულს და მოყვარეს კი პირიქით... ყველაფერს აქვს მიზეზი და ყველა მიზეზს - ,,ავტორი’’ ან ,,ავტორთა კოლექტივი’’ და მხოლოდ ზუსტი მისამართებით აღწევს გზავნილიც ადრესატამდე... სხვა ყველაფერი დარჩება ფუჭ ,,ხმად ღაღადისად უდაბნოსა შინა’’... მოგიკითხე!
და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
მეტისმეტად გულის გატეხვაც მკრეხელობაა, ჩემო დავით... თუ ვინმე ასეთ საქმიანობას მისდევს, იმას ერთან არაფერი ესაქმება, ხოლო ვინც ერის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია, ის ამას ფიქრადაც ვერ გაივლებს... ასეთი მოტივების პირობითობის ფარგლებში დაშვებასაც კი ნიჰილიზისკენ მივყავართ. მუხას რომ ალაგ-ალაგ წვრილი რტოები შეახმება, ისინი თავად ჩამოცვივდებიან და ამისათვის მთელი ხე ძირში მოსაჭრელიაო, ვერავინ იტყვის. ისედაც ცეცხლით და მახვილით გამოცდა მოგვიწყო, როგორც ჩანს, განგებამ და თუ ჩვენც ჩვენი ხელით ,,დამატებითი მტვერი და ნაცარი’’ ვიყარეთ თავზე, მტრისა და მოყვრის წინაშე ვიძახეთ, იმაზე ბევრად უარესები ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათო, ამით მხოლოდ მტერს გავუხარებთ გულს და მოყვარეს კი პირიქით... ყველაფერს აქვს მიზეზი და ყველა მიზეზს - ,,ავტორი’’ ან ,,ავტორთა კოლექტივი’’ და მხოლოდ ზუსტი მისამართებით აღწევს გზავნილიც ადრესატამდე... სხვა ყველაფერი დარჩება ფუჭ ,,ხმად ღაღადისად უდაბნოსა შინა’’... მოგიკითხე!
8. ძალიან ძნელია დღეს პატრიოტულ თემაზე დაწერო რამე.
ძალიან კარგია! ძალიან ძნელია დღეს პატრიოტულ თემაზე დაწერო რამე.
ძალიან კარგია!
6. რუსთ იმპერიაც დაინთქმება უკუნში ხარბი. და შინდისფერი შენი დროშის სად არს სამრევლო, ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო...
წაკითხული მქონდა ალბათ, მეცნაურა...ყველა იმპერიას ერთი ბოლო აქვს, მაგრამ, რ ო დ ი ს? რუსთ იმპერიაც დაინთქმება უკუნში ხარბი. და შინდისფერი შენი დროშის სად არს სამრევლო, ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო...
წაკითხული მქონდა ალბათ, მეცნაურა...ყველა იმპერიას ერთი ბოლო აქვს, მაგრამ, რ ო დ ი ს?
5. "ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!"
ძალიან კარგი სიტყვებია!
;) 5... ძალიან მომეწონა "ხმალს რომ ჩააგებ, იქნებ მაშინ კვდები ქართველო!!!"
ძალიან კარგი სიტყვებია!
;) 5... ძალიან მომეწონა
4. რისი თქმა გინდა თქვი რა მოკლედ... შევღონდიიიი რისი თქმა გინდა თქვი რა მოკლედ... შევღონდიიიი
3. ვიცი ეს ლექსები... ადრე მაქ წაკითხული წიგნებში. კარგი ლექსებია მართლაც! პირველი ლექსი თუ არ ვცდები 1990 წელსაა დაწერილი და გაზეთ '' ლიტერატურულ საქართველოში'' წავიკითხე. ვიცი ეს ლექსები... ადრე მაქ წაკითხული წიგნებში. კარგი ლექსებია მართლაც! პირველი ლექსი თუ არ ვცდები 1990 წელსაა დაწერილი და გაზეთ `` ლიტერატურულ საქართველოში`` წავიკითხე.
2. გულში ბოღმა ჩამისახლდა, ჟამი ესე მექცა ფარსად, მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის აგენტად ჩემ წინ მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.
გულში ბოღმა ჩამისახლდა, ჟამი ესე მექცა ფარსად, მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის აგენტად ჩემ წინ მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.
1. უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო...
მართლაც და!..
4 - ანუ ერთი ქულით ნაკლები ავტორს იმაზე, რასაც ეს ლექსები იმსახურებენ!
ეჰ, ჩემო, ძმაო დავით!..
ახლა, რატომღაც, ცხონებული და მართალი ფირცხალას ლექსის სტრიქონი გამახსენდა:
მენანება, ხვალ რომ მხრებზე გამიდებენ, როგორ მსურდა ლაღად ფრენა კამარებში, სამარეში მკვდრები სულ ვერ გამიგებენ, მკვდრებს თავადაც ვერ გავუგებ სამარეში!..
უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო...
მართლაც და!..
4 - ანუ ერთი ქულით ნაკლები ავტორს იმაზე, რასაც ეს ლექსები იმსახურებენ!
ეჰ, ჩემო, ძმაო დავით!..
ახლა, რატომღაც, ცხონებული და მართალი ფირცხალას ლექსის სტრიქონი გამახსენდა:
მენანება, ხვალ რომ მხრებზე გამიდებენ, როგორ მსურდა ლაღად ფრენა კამარებში, სამარეში მკვდრები სულ ვერ გამიგებენ, მკვდრებს თავადაც ვერ გავუგებ სამარეში!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|