ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეონა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


სხვა არვინ არ დამრჩენია.....

მე შენი ნახვა ძვირფასო,
ხომ იცი არ მომწყინდება
რამდენჯერც გნახავ იმდენჯერ,
გულში მზე ამობრწყინდება.

ჩემი იმედი შენა ხარ,
შენა ხარ ჩემი დიდება,
ჩემი ბედკრული ცხოვრება,
უშენოდ როგორ იქნება?

სადაც გაივლი ლამაზო,
ია და ვარდი გფენია,
შენს ნატერფალზე ვინ იცის
რამდენი ცრემლი მდენია...

ერთხელ გვეძლევა სიცოცხლე
და ეს სიცოცხლეც შენია,
შენს გარდა ჩემო სიცოცხლევ
სხვა არვინ არ დამრჩენია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს