ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2010


  ჩამოტვირთვა

უსათაურო

ზამთარში ნოემბრობენ
დეკემბრის ამინდები
და თითქოს ღარიბდება
გარემო კონტრასტებით.
ავდარმა ავგაროზად
მოირგო გარინდება
და ახლა სიმშვიდეა
ბუნების მონასტერშიც.

გაივლი და ტერფებთან
შემოდგომა შრიალებს.
ნალექების სიმცირე
ღრუბლებს თურმე სენად აქვთ
და არავინ არ ამბობს
უქარაგმოდ სიმართლეს
თუ რატომ აღარ ისმის
ქარის სერენადა.

მხოლოდ ჩანს ბანალური
პეიზაჟი დეკემბრის
შიშველი ხეები და
ერთგული ბეღურები.
ამბობენ ატამანი
ფიფქი აქ მეკვლედ მოდის
და თეთრი პალიტრებით
გარემოს ემუქრება

მალე ალბათ კალენდარს
მიუსჯიან სუიციდს
კვლავ ერთით გამდიდრდება
ცხოვრების კოლექცია.
მე არასდროს მინდოდა
ამ წლების შეგროვება
უბრალოდ ეს სასჯელი
თქვენ თვითონ გადმომეცით.



18 დეკემბერი 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები