ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2010


21

ორს პლუს ერთია სიცოცხლის ჯამი,
წლების წინ დედას ენძელამ ამცნო..
მე, მაშინ ჩვილი.. ახლა კი ქალი,
დავრჩი დუელში სრულიად მარტო.

ქუჩაზე, სადღაც, გაჩნდა ზღაპარი,
მე კი დამარქვეს სახელად – შვილი.
დრომ კვლავ წაშალა ყველა საზღვარი
და ახლა დედა ქალიშვილს მივლის.

მე არ ვშობილვარ მიყვარდეს ვინმე,
განწყობა ვცვალო მარტის თვესავით.
თუკი შევმცდარვარ, მოდი და იქნებ..
შენ შეგიყვარო და სხვა ვერავინ.

მე კი არ ვეძებ ქვეყნად დასასრულს,
უბრალოდ ყველაფერს ჰქონია ბოლო.
სისხლად დამიდის შიში ფარული,
გამქრალ ოცნებებს წინასწარ ვგლოვობ.

ახლაც გაზაფხულს ელის ვიღაცა,
მუცელში ფეთქავს სულ სხვისი შვილი
წელს კი ენძელა ცრემლებს ინახავს..
რომ დედას ამცნოს ჩემი სიკვდილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები