ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2010


სულის დოქი

ავიღე თოვლი,
ავიღე ჭიქა,
ავიღე დოქი,
შევხედე ფიქალს,
ხელში ავიღე მზის სხივთა ფუნჯი,
მოვხატე ღამე_თვალები მუნჯი,
მოვხატე დილა_ღიმილი შენი
და ზეცის ლილა საოცრად მშვენი,
გავავლე ცაზე ფიქრების ხაზი,
შეგწყვიტე ტუჩზე ღიმილი ნაზი,
კრთოდა ტირიფის მტირალა ლერწი,
ცა იყო ლურჯი,ზღვა იყო ბერწი...
ავიღე დოქი
და ჭიქა მუქი
და მაგ თვალების მღელვარე შუქი
დავასხი...(მთვარეს დაუცდა ფეხი)
და გაკრთდა ელვა,ჩავარდა მეხი
სადღაც უძირო გრძნობების ზღვაში,
ცაში ტიროდა ვარსკვლავი_ბავშვი...
(ავიღე სულის უღრმესი დოქი
და ხელში მეპყრა ვარსკვლავთა ჭიქა...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები