ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2010


"დრო"კარგი გოგო

დღეს დრო ფხიზელია,
გუშინაც კი ფხიზელი იყო
გუშინწინაც კი...
აღარც "მარლბოროს" არ ეწევა,
თუმცა თაროდან,
სავსე კოლოფი
-დროოოოოოოო...ეძახის!

"დრო"-კარგი გოგო!

დრო აივანზე იზმორება...
ინგლისურად წვიმს...
და დუბლინური ლუდის სუნი
მოჰყვება წვიმას...
დრო დღეს "თვალახდილ"
ხასიათზეა და...

-კარგი გოგო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები