ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2010


შენ ვერ წაიყვან მდინარეს აღმა

განა წაიყვან მდინარეს აღმა,
ანდა მიწიდან ასტყორცნი წვიმას?
ვერ შეძლებ თეთრი ღრუბლების დაბმას,
შენს მცდელობაზე ქარს გაეღიმა.
ვერ დაწნავ ცისარტყელის გვირგვინებს
და ვერც ვარსკვლავებს ააბნევ მძივად,
შეხე,-ღამიდან ეშმა ქირქილებს
და დემონები დამდგარან მწკრივად.
შენ ვერ დააშრობ ზღვათა კალაპოტს,
ვერ შეძლებ ცაში ჩიტივით ფრენას,
დაფიქრდი!გავხარ დაკარგულ ნაფოტს,
ნუ მიეცემი უაზრო ლხენას.
ეძიე თავი!იპოვე თავი!
ხედავ?-ბილიკებს შუქი გინათებს,
ოცნების ზღვაში ცისფერი ნავით
შენმა ფიქრებმა დაგაბინადრეს.
შეძლებ რომ იყო ღმერთის რჩეული,
სიკეთე თესე!სიმართლე თესე!
და მოთმინებას გადაჩვეული
შენს ირგვლივ მყოფნი აუკეთესე.
შეძლებ რომ შეწვდე მწვერვალთ სიმაღლეს,
თავზე დაგადგან გვირგვინი დაფნის,
ხმა აიმაღლე!ხმა აიმაღლე!
რომ შენს ხომალდზეც აუშვან აფრა.
გაგებას ეძებ?სიყვარულს ეძებ?
ეძებე,რათა იპოვო მალე,
ეჭვები ლეწე!ეჭვები ლეწე!
და მშვიდად,მშვიდად გაჰყე ტრამალებს.
რასაც დაკარგავ მას ნუღარ ეძებ,
რასაც იპოვი,ის არ დაკარგო,
ნიღბები ლეწე!ნიღბები ლეწე!
რამდენსაც შეძლებ,რამდენსაც კარგო!
ვერ შეაჩერებ დროის მსვლელობას,
მის ნაკვალევზე მხოლოდ მტვერია,
ვერც მის მდუმარე ულმობელობას,
რადგან სრულდება დღეს მისტერია.
შენ ვერ წაიყვან მდინარეს აღმა
და ვერც მიწიდან ასტყორცნი წვიმას,
ვერ შეძლებ თეთრი ღრუბლების დაბმას,
შენს მცდელობაზე ღმერთს გაეღიმა.
                                          დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები