 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2010 |
არეული რამსებით, თავს ვშორდები, თავს ვხვდები. ვარ არტისტი-პოეტი, გახვრეტილი მონეტით. მიყვარს ლექსში ცინიზმი, ვის დავცინი, ვინ იცის? დავსდევ უკან ქარიშხალს და მგონი, არა მიშავს... ზოგჯერ ვარ არლეკინი, გალოკილი ნეკივით. ჰამლეტს მაშინ ვთამაშობ, შმატს თუ კარგად გავაშრობ... ზოგჯერ ვგავარ პიეროს, სევდიანი იერით. ცოტას ვჭედავ ერთ როლში, როცა ვგავარ დებოშირს... მიყვარს უცხო ნიღბები, როცა თავით ვიღლები... მომწონს ბედთან თამაში, ცუდი რაა ამაში? ბედი ვწერე ლექსებით, ბოლო ჭიქის შევსებით. დამეგლიჯა ფილტვები, ჰაერს იმდენს ვიტევდი... გასაფანტი გავფანტე, იქით მინდა გავქანდე, სადაც ვიცი, მიცდიან, ქრონიკულად სიცხიანს. გავისწორე რამსები, ახლა სხვა ვარ სავსებით... აქ ცხოვრება ხომ იყო? ვნახავ იქაც... - გ. ნიკო....
15.04.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ვაა, ეს რა ზუსტი პორტრეტი დაგიხატავთ ნიკოსი. რიტმით, ინტონაციით, ლექსიკით. წარმოვიდგინე ნიკო როგორ წაიკითხავდა. მართლა მაგარია!!! ვაა, ეს რა ზუსტი პორტრეტი დაგიხატავთ ნიკოსი. რიტმით, ინტონაციით, ლექსიკით. წარმოვიდგინე ნიკო როგორ წაიკითხავდა. მართლა მაგარია!!!
31. ეკუთვნის ნიკოს ასეთი ლექსი.
ეკუთვნის ნიკოს ასეთი ლექსი.
30. მაგარია!
:((:((:((:((
+2 მაგარია!
:((:((:((:((
+2
28. მაპატიეთ, რაც კი გავნეთ მალე მოვალ წვიმად... ოქროსი თუ არ იქნება, წვიმად მოვალ ვერცხლის... იქნებ ვინმე დაფიქრდება... იქნებ ვინმე შემცვლის...:(
5 მაპატიეთ, რაც კი გავნეთ მალე მოვალ წვიმად... ოქროსი თუ არ იქნება, წვიმად მოვალ ვერცხლის... იქნებ ვინმე დაფიქრდება... იქნებ ვინმე შემცვლის...:(
5
27. აცხონოს უფალმა ნიკო! 555 აცხონოს უფალმა ნიკო! 555
26. ახლა სხვა ვარ სავსებით... აქ ცხოვრება ხომ იყო? ვნახავ იქაც... - გ. ნიკო....
ბედი კაცისა
ახლა სხვა ვარ სავსებით... აქ ცხოვრება ხომ იყო? ვნახავ იქაც... - გ. ნიკო....
ბედი კაცისა
25. არეული რამსებით, თავს ვშორდები, თავს ვხვდები.
გაიხარე !!! არეული რამსებით, თავს ვშორდები, თავს ვხვდები.
გაიხარე !!!
24. ბოლო ორ სტროფში გამორჩეულად კარგად ჩანს ნიკო... მადლობა ქალბატონ თანანას! ბოლო ორ სტროფში გამორჩეულად კარგად ჩანს ნიკო... მადლობა ქალბატონ თანანას!
23. უჰ... ჩამწყვიტა გული და სული... ლექსი კი მართლაც ერთი-ერთშია... უჰ... ჩამწყვიტა გული და სული... ლექსი კი მართლაც ერთი-ერთშია...
22. მომეწონა... მომეწონა...
21. გაიხარე თანანა.
ზოგჯერ ვარ არლეკინი, გალოკილი ნეკივით. ჰამლეტს მაშინ ვთამაშობ, შმატს თუ კარგად გავაშრობ... ზოგჯერ ვგავარ პიეროს, სევდიანი იერით. :( თავისთან ყავდეს უფალს. გაიხარე თანანა.
ზოგჯერ ვარ არლეკინი, გალოკილი ნეკივით. ჰამლეტს მაშინ ვთამაშობ, შმატს თუ კარგად გავაშრობ... ზოგჯერ ვგავარ პიეროს, სევდიანი იერით. :( თავისთან ყავდეს უფალს.
20. დამეგლიჯა ფილტვები, ჰაერს იმდენს ვიტევდი...
მომეწონა თქვენ კი მოგიკითხეთ:) დამეგლიჯა ფილტვები, ჰაერს იმდენს ვიტევდი...
მომეწონა თქვენ კი მოგიკითხეთ:)
18. დამეგლიჯა ფილტვები, ჰაერს იმდენს ვიტევდი... გაიხარე...მომეწონა მაგრად...5 დამეგლიჯა ფილტვები, ჰაერს იმდენს ვიტევდი... გაიხარე...მომეწონა მაგრად...5
17. ზუსტი დაჭერაა,აქ ხასიათის,მართლაც ! 5 ზუსტი დაჭერაა,აქ ხასიათის,მართლაც ! 5
16.
ჰო, მაგარია!
5
ჰო, მაგარია!
5
14. ეს მომეწონა............ ეს მომეწონა............
13. ჰეჰ. ჩანს ძალიან კარგად და ფინალი მაგარი... ჰეჰ. ჩანს ძალიან კარგად და ფინალი მაგარი...
12. კი ნიკო ჩანს აქ თავის შემოქმედებიან_კაცობიანად.. მაგარია... კი ნიკო ჩანს აქ თავის შემოქმედებიან_კაცობიანად.. მაგარია...
11. მართლა რა კარგად დაგინახავთ ეს ყველასათვის ძვირფასი ადამიანი... მართლა რა კარგად დაგინახავთ ეს ყველასათვის ძვირფასი ადამიანი...
10. ლამაზად დაგვიხატე ნიკოს პორტრეტი... ლამაზად დაგვიხატე ნიკოს პორტრეტი...
9. 6 წლის წინ ჩემს საავტორო გადაცემაში ნიკო გომელაურთან ჩავწერე ინტერვიუ. ეთერში გასვლის მერე დამირეკა და მითხრა, ასე ზუსტად ნიკო გომელაური ჯერ არავის დაუნახავსო... მერე იყო შეპირებული არაყი "თეთრ ქვებზე" და ლექსების ისეთი კორიანტელი, რომ მუზები ყურდაცქვეტილნი გვისმენდნენ... ზოგჯერ, მხოლოდ ასეთ მოწყვეტილ წამებად ღირს იყო ჟურნალისტი... 6 წლის წინ ჩემს საავტორო გადაცემაში ნიკო გომელაურთან ჩავწერე ინტერვიუ. ეთერში გასვლის მერე დამირეკა და მითხრა, ასე ზუსტად ნიკო გომელაური ჯერ არავის დაუნახავსო... მერე იყო შეპირებული არაყი "თეთრ ქვებზე" და ლექსების ისეთი კორიანტელი, რომ მუზები ყურდაცქვეტილნი გვისმენდნენ... ზოგჯერ, მხოლოდ ასეთ მოწყვეტილ წამებად ღირს იყო ჟურნალისტი...
8. იგრძნობა ნიკოს ხასიათი და სტილი. იგრძნობა ნიკოს ხასიათი და სტილი.
7. მაგარი ხარ თანან:) ისე ვკითხულობდი ,ღოგორც ადრესათი წაიითხავდა და ერთი ერთში ჟდებოდა:) მაგარი ხარ თანან:) ისე ვკითხულობდი ,ღოგორც ადრესათი წაიითხავდა და ერთი ერთში ჟდებოდა:)
6. ეეჰ,ჩემი ნიკო :(
კარგია ... ძალიან მომეწონა :) ეეჰ,ჩემი ნიკო :(
კარგია ... ძალიან მომეწონა :)
4. კიი კარგია და ნიკოსეული სტილი იგრძნობა რაც მთავარია :) კიი კარგია და ნიკოსეული სტილი იგრძნობა რაც მთავარია :)
3. გაიხარე შენ.... ყველას დაწვიტა გული მაგ ადამიანმა ასე მგონია მე და ამ მშვენიერი ლექსით კიდევ ერთხელ გაგვახსენე ვინ იყო ნიკო გომელაური. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...:( გაიხარე შენ.... ყველას დაწვიტა გული მაგ ადამიანმა ასე მგონია მე და ამ მშვენიერი ლექსით კიდევ ერთხელ გაგვახსენე ვინ იყო ნიკო გომელაური. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...:(
2. mshvenieria verafers ityvi mshvenieria verafers ityvi
1. ძალიან კარგი-ა!.. ძალიან კარგი-ა!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|