ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


არც არაფერზე

ბარის კუთხეში მაგიდასთან ფიქრი უვადო,
ცოლგანაშვები მზერა გაკვრით, თვალის კუთხიდან.
გარეთ ისეთი ამინდია, ისე უხვად თოვს,
რომ ვნების მირაჟს კაცი ფულსაც გადაუხდიდა...
განწყობის სხეულს წამოცმული ცივი ამინდი,
მიაც-მოაცა საუბარი არც არაფერზე.
ზის მარტოობა, სასმელს წრუპავს ისე, თავისთვის,
მიმტანს კი მიაქვს მოგონებით სავსე საფერფლე...

      ***
დაცხრილულია ცოდვებისგან სულის სანგარი,
თვალის გუგებში სევდა შორს შედის.
მე რომ მეგონა ვერ ვყოფილვარ ისე მაგარი,
თავს ვუზავდები დროგამოშვებით...
სულის გადაღმა ყოფას ყოფნა უფრო აეჭრა,
და მაინც პირზე მარგებს ალიკაპს.
დრო - დეტექტივი თვალს მადევნებს რაღაც საეჭვოდ,
მეტი ჭუჭყი რომ აღარ ავიკრა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები