ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2010


მე მინდა

მე მინდა ვიჯდე, გიყურო, ვწერო,
თუნდაც ათასი სულელი ფრაზა,
და პოეტივით მოვუშვა წვერი,
მე დამეტყობა უთუოდ ხმაზე,
რომ ყველაფერი მშვიდად და გეგმით
მიდის,
კურსია მიწიდან ცამდე,
კიდობანივით შეკრული გემი,
ჩვენ - გემზე, გემს კი მუდმივად თან სდევს
თოლიები.
და მინდა, რომ შენც ჩემს
შენც ჩემს გვერდით, ან პირდაპირ იჯდე,
ვიცი მარტო შენ,
შენ უნდა შემრჩე
ბოლომდე,
ისევ ვიქნები დინჯი,
როგორც ლოცვისას ვიყავი უწინ,
დავრჩებით მე, შენ და კიდევ ცოტა
ხალხი და მხოლოდ უფალმა უწყის,
რა გულითაც ვწერ და რასაც ვცოდავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები