სიყვარულით - აონს,იქნებ ხასიათი გამოუკეთდეს...
წესიერად სახლშიც არ ვიყავი შესული,კარებშივე შემომევედრა დედაჩემი: -უნდა წახვიდე შვილო... -კი მაგრამ,სად მიშვებ,არც მეკითხები,მცალია თუ არა?-შევუტიე საფიცარს. -ვერ გეკითხები,შვილო,ნუ გადამივარავ,თავი არ გამომეყოფა მერე სანათესაოში.-სასოჩამდგარი თვალებით ამომხედა დედამ-მახარაძიდან(ახლანდელი ოზურგეთია) დარეკეს,ჩემი უფროსი მაზლის ცოლის დას უფლისთვის მიუბარებია საცხონებელი სული,ჩემს ბარობაზე შენს მეტი არავინ დადის,ვერ გამოვრჩები ხალხს.შაბათსაა დაკრძალვა.პარასკევს წახვალ,კვირას წამოხვალ,ორშაბათს სამსახურშიც მოასწრებ მისვლას-მომიხაზა უცებ სამოძრაო მარშრუტი. ...ჩემდა გასაოცრად მატარებელი მხოლოდ თხუთმეტი წუთის დაგვიანებით დაიძრა.ბავშობიდანვე მიყვარდა მისი სუნი,მაგრამ კარგა ათი წელი იყო გასული,რაც არ მემგზავრა და ვაგონში შესვლისთანავე უსიამოდ მომეწურა გული. მუქმა სპილოსძვლისფერმა ატლასის ფარდებმა,რომლებიც დერეფანში თოკებით და ლურსმნებით იყო დაკიდებული, რატომღაც მეორე დღის პროცესია გამახსენა!ძლივს განათებულ დერეფანში გადათვლით მივაგენი კუპეს,სადაც უნდა მოვთავსებულიყავი.მეზობელი მგზავრები ადგილზე დამხვდნენ.ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი.ეტყობოდათ ერთმანეთისთვის უცხონი არ იყვნენ,ერთად მიირთმევდნენ ვიწრო მაგიდაზე გაშლილ მწირ ვახშამს.კუპის კარი ნახევრად მივხურე.ცოტაოდენი სინათლე მაინც შემოდიოდა და სალმის მერე კუთხეშივე ჩამოვჯექი. ხანმოკლე პატიჟის შემდეგ წავწვდი მათ მიერ მოწოდებულ მჭადს და ყველს, პოლიეთილენის ერთჯერადად წოდებული ჭიქით სამიოდე სადღეგრძელოც შემასვეს.ყოველ მოწოდებაზე ბატონი კალე(ასე გამომეცნაურა)აყოლებდა-"ჟვანთქი" არ გეგონოს,ჩემი დაწურულია"-ო.ბავშვობაში გურიაში გატარებული დღეებიდან ამოტივტივდა:"ჟვანთქს"წყალწყალა ღვინოს ეძახიან.ხალისიანი მოხუცები იყვნენ.ქალბატონმა მაგიდა შეძლებისდაგვარად მიალაგა და თეთრეულის მოსატანად გამცილებლის კაბინისკენ გასწია.უკვე ხაშურს ვუახლოვდებოდით. ღია კარიდან დავლანდე-აჩქარებული ნაბიჯით ვაგონის ბოლოსკენ მიეშურებოდა.უკან დაბალი ხმით მოხვეწარი ქალბატონი ქსენია მიყვებოდა.სმენა დავძაბე და ვაი,დავიწვი საცოდაობით: -"იქ მტერს არ ვუსურვებ შესვლას,მარა წნევიანი ვარ,აი მატარებელი ისე მიმაქნევს-მოძრაობისას მე ვერ ვიმაგრებ თავს,გაჩერებებზე დაკეტილია და მისაშველე დედაშვილობას,თლა ორი წუთი არ დაგაყოვნებ"-ო. -5 წუთში სადგურში ვიქნებით,დიდი გაჩერებაა და ჩაბრძანდით,მშვიდად და გაუქანებლად მოიგვარებთ პრობლემას-უპასუხა გამცილებელმა. -თქვენნაირი მე 36 მყავს და მე ერთი ვარ,ყველას ხომ არ დაგიდგებით ყარაულად-დაგვამადლა ისედაც უსარგებლო საპირფარეშო,გულმოდგინედ გადარაზა და ტამბურისკენ გაუტია-მატარებელი ჩერდებოდა. უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი,მინერალური წყლისთვის ჩასვლა მოვიმიზეზე და ქსენიაც დავპატიჟე სუფთა ჰაერზე... სახეზე აღბეჭდილი სიმწარე ოდნავ შვების ღიმილმა შეუცვალა და კიბეზე ჩასვლისას -"მიპოჭიკე"-ო შემომცინა.დიდსულოვნად მივაცილე და მერე მოვაბრუნე მატარებლისკენ ისევ "ვუპოჭიკე"-უკან მდგარმა ციმციმ ავსვი ვაგონის კიბეზე და სიგარეტის მოსაწევად შევყოვნდი.ბატონი კალეც შემომიერთდა.მგზავრობის მიზანი მკითხა,შეწუხებული სახით მხრებზე ხელის მძლავრი შემორტყმით მომისამძიმრა ბიცოლის უცნობი დის გარდაცვალება და სიმხნევე მისურვა. ელმავალმა გასვლის სიგნალი მისცა და ჩვენც მივაშურეთ ჩვენს ადგილებს.ქალბატონ ქსენიას ქვედა საწოლებზე მოესწრო თეთრეულის გაშლა,ჩემი კუთვნილი"როგორ შეგაწუხებთ"-ს ძახილით ხელიდან გამოვსტაცე და თითქოს სახლში მატანდნენ,გულში ჩავიკარი.დერეფანში გამოვედი-ვიფიქრე თავისუფლად მოემზადება დასაძინებლად მეთქი. სიფრიფანა ცელოფანს შიგნიდან წყლის წვეთები ეტყობოდა"."VH"-ს "ბელიო-ბაზა"რემონტშია და რომელიღაც კოოპერატივი დროებით ასე გვირეცხავს და გვიფასოებს"-ო,ამიხსნა მდგომარეობა გამცილებელმა.ღია ფანჯრიდან ზესტაფონამდე ვაშრობდი 2რუხ ზეწარს.ბატონმა კალემ-"სამტრედიაში ჩავდივარ,ღრმა ძილი ვიცი,არ გავცდეო"-და ტანთ არც გაუხდია,ფეხსაცმელები მაგიდის ქვეშ მოათავსა და ისე მილულა თვალი. ...ძილ-ბურანიდან ძლიერმა ჭანჭყარმა გამომიყვანა.ფანჯარაში გავიხედე,ენათა უკვე,სადგურის ბოლოსაც მოვკარი თვალი,ვიცანი-დედულეთში მიმავალი აქ ჩამოვხდებოდით ყოველთვის...გვერდით საწოლს გავხედე,კალე ჩასულიყო. -მშვიდობა ხომაა,ნეტავი,რატომ ვიდექით ამდენხანს?მკითხა იმ წუთს გამოფხიზლებულმა ქსენიამ. -საკვანძო სადგურია,ქალბატონო-მინდოდა ჩემი ცოდნით დამეწყნარებინა შეშფოთებული,მაგრამ ჩვენმა მეოთხე მგზავრმა სიტყვა მომიჭრა: -"დედა ღორი იწვა ლიანდაგზე,გოჭებს აჭმევდა და ხომ უნდა გვეცლია"-ო-ისეთი სერიოზულობით იყო ნათქვამი,რომ არ მცოდნოდა საქართველოს რომელი კუთხის წარმომადგენელი იყო,ალბათ დავიჯერებდი. ასადგომად წამოვიმართე და ისეთი ვრეხვე თავი მესამე თაროს-სადაც ლეიბები და დღესასწაულების დროს უბილეთო მგზავრები თავსდებოდნენ,იმ წამს დამავიწყდა საკუთარი გვარი,სახელი,მგზავრობის მიზეზი.შეშინებული,წელში მოხრილი ჩამოვხტი,მაგიდის მეშვეობით დავიცავი წონასწორობა,რომ ქსენიას არ ჩავხუტებოდი.ასკინკილად მდგომმა მარჯვენა ვტუცე ფეხსაცმელში და მეორეს მოსაძებნად დავიხარე...ფეხზე შავი მაცვია,მაგიდის ქვეშიდან კალეს ღია ყავისფერი პირღიად შემომცერის!! ტირილი მომინდა.თანაკუპელები მიხვდნენ,კარგი არაფერი მჭირდა და ჩემს მზერას გააყოლეს თვალი.ახსნა არ დამჭირვებია. ქსენიამ ისეთი იტკიცა ლოყაზე ხელი-"ნენა, ჩემი სიქვტილი"-ო, მე მეტკინა.არც წყევლა დაიშურა შორეული ნათესავისთვის-"მაგი ვნახე მოტაფული,ბაღნობიდან ამისთანა გოუნკლოველი იყო"-ო.ხსნად ისევ თვითონ მომევლინა: -შვილო შენს პატივისცემას რა დამავიწყებს,იმისთანა სიკეთე მიყავი წუხელ-ალალად შემომხედა და ლოგინის ქვეშიდან მოზრდილი ჩანთა გამოათრია.კაპრონის ძაფით გაკერილი თავი ცალ მხარეს მოარღვია და გაზეთში შეხვეული შეკვრა ღიმილით მომაწოდა.დაბნეულმა მაშინალურად ჩამოვართვი,გაუაზრებლად შემოვაცალე "სოფლის ცხოვრების"ფურცლები და ხელში კედები შემრჩა:-ლურჯები,თეთრი ბურთებით გვერდებ დამშვენებული. "ჩემი ყაძახიზა დამირჩა ნაყიდი,მარა რა უჭირს, იქნება ქე მეგეზმანოს"-ო. უარის თქმას ჰქონდა აზრი?ალვის ტანით ვერ დავიკვეხნი,შესაბამისად კედებიც ორი ზომით დიდები აღმოჩნდა,მაგრამ,"მათხოვარი და წუნია" გაგიგიათ? "ალალი იყოს შენზდა,მზით და გზით გაცვითე"-ო,გულით დამლოცა დედისტოლამ. სიმწრის და სიხარულის(?) ცრემლი მომადგა თვალზე.დაძარღვული ხელები და თეთრი თმები დავუკოცნე,მისამართი ჩავიწერე მისი-სიკეთის დაკარგვას არ ვაპირებდი. ....თბილისში ბიძაშვილის შელახული"ინსპექტორებად"წოდებული ფეხსაცმლით დავბრუნდი,კედებში გავუცვალე ორიოდე დღით. მას მერე ჩვევა,რომელიც მანამდე გაკვირვებას იწვევდა ჩემში-მგზავრი თავის ფეხსაცმელს ბალიშის ქვეშ რომ ინახავდა,მეც გავითავისე...რას იზამ,ეშმაკს არ ძინავს,კალესნაირი დაბნეული რამდენია,ვერც ბედით დავიკვეხნი!!
"მიპოჭიკე"-მომეხმარე "გოუნკლოველი"-მიუხვედრელი 15.11.2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. აუ რა კარგი იყოოოოო : )))
+5 !!!!!
გამოჩნდი რა ისევ... აუ რა კარგი იყოოოოო : )))
+5 !!!!!
გამოჩნდი რა ისევ...
42. შენეულია და ფანტასტიურად გადმოცემული, საოცარი იუმორის გრძნობით და გურიის სიყვარულით გაჟღენთილი კარგი ხარ მედეა :) შენეულია და ფანტასტიურად გადმოცემული, საოცარი იუმორის გრძნობით და გურიის სიყვარულით გაჟღენთილი კარგი ხარ მედეა :)
41. :D :D :D :D :D :D სა ნახე იმფერი ბენტერა კაზახი? :) :D :D :D :D :D :D სა ნახე იმფერი ბენტერა კაზახი? :)
40. ვიხალისი ძალიან +2...კარგი ემოციებით დატვირთული გავდივარ... ვიხალისი ძალიან +2...კარგი ემოციებით დატვირთული გავდივარ...
39. ეს ახლა წავიკითხე:)
მიყვარხარ :)
მიყვარს მე გურია:) ეს ახლა წავიკითხე:)
მიყვარხარ :)
მიყვარს მე გურია:)
38. არ გამამხიარულა ეს სუფთა კახელი ამ გურულმა მარგალიტებმა? :) მშვენიერი რამეა! ერთი კარგი ამბავი გახსენდა :) ერთი ლექტორი ქალი გვყავდა პოლიტექნიკურში, ცოტა უკვე ასაკში იყო, თან გაუთხოვარი.. ერთხელ ლექციაზე რომ შემოვიდა, დადგა დაფასთან და გვეუბნება: აბა შემომხედეთ, რას მატყობთო? ყველამ რატომღაც მუცელზე შებხედეთ, ხომ არ წამოეზარდაო? აბა რაზე შევხედავდით? რომ დაინახა რა რეაქცია გამოიწვია, თვითონაც შერცხვა და გვითხრა, წინადღით უშველებელ რიგში ფეხსაცმელები ვიყიდე და სახლში რომ გავხსენი, სხვადასხვა ფერის იყოო. შეცვლით სადღა შეცვლიდა და დადიოდა მერე ასე ცალცალი ფერის ფეხსაცმლით :) :) :) არ გამამხიარულა ეს სუფთა კახელი ამ გურულმა მარგალიტებმა? :) მშვენიერი რამეა! ერთი კარგი ამბავი გახსენდა :) ერთი ლექტორი ქალი გვყავდა პოლიტექნიკურში, ცოტა უკვე ასაკში იყო, თან გაუთხოვარი.. ერთხელ ლექციაზე რომ შემოვიდა, დადგა დაფასთან და გვეუბნება: აბა შემომხედეთ, რას მატყობთო? ყველამ რატომღაც მუცელზე შებხედეთ, ხომ არ წამოეზარდაო? აბა რაზე შევხედავდით? რომ დაინახა რა რეაქცია გამოიწვია, თვითონაც შერცხვა და გვითხრა, წინადღით უშველებელ რიგში ფეხსაცმელები ვიყიდე და სახლში რომ გავხსენი, სხვადასხვა ფერის იყოო. შეცვლით სადღა შეცვლიდა და დადიოდა მერე ასე ცალცალი ფერის ფეხსაცმლით :) :) :)
37. გამოუკეთდა აონს ხასიათი როცა მის თვალებთან სხივებად აკიაფდი ! გამოუკეთდა აონს ხასიათი როცა მის თვალებთან სხივებად აკიაფდი !
36. აი, თურმე რა კარგი მწერალი ყოფილხარტ აი, თურმე რა კარგი მწერალი ყოფილხარტ
34. ასე მგონია უკვე შემდგარი და დიდი მწერლის პროზა წავიკითხე... ვისიამოვნე ნამდვილად და დიდი მადლობა ამისთვის... +2 ასე მგონია უკვე შემდგარი და დიდი მწერლის პროზა წავიკითხე... ვისიამოვნე ნამდვილად და დიდი მადლობა ამისთვის... +2
33. =)) მედი ეს მქონდაქ წაკითხული,თუმცა ეხლაც სიამოვნებით წავიკითხე:)იუმორიც არაჩვეულებრივად გამოგდის;)+777 =)) მედი ეს მქონდაქ წაკითხული,თუმცა ეხლაც სიამოვნებით წავიკითხე:)იუმორიც არაჩვეულებრივად გამოგდის;)+777
32. არა მედე, მე მასე არ მიგულისხმია.. მე ვთქვი რომ ოზურგეთში სიქვტილი იციან, ცოხატაურში კი მარტო სიკტილი მეთქი. სწორად გეწერა ყველა სიტყვა და უფრო მეტად ვაფასებ ამ ნაწერს რომ გურული არ ხართ და ასე შეძელით გურულების წარმოჩინება.. ძალიან კეთილი და თბილიაა :-*:-*:-* არა მედე, მე მასე არ მიგულისხმია.. მე ვთქვი რომ ოზურგეთში სიქვტილი იციან, ცოხატაურში კი მარტო სიკტილი მეთქი. სწორად გეწერა ყველა სიტყვა და უფრო მეტად ვაფასებ ამ ნაწერს რომ გურული არ ხართ და ასე შეძელით გურულების წარმოჩინება.. ძალიან კეთილი და თბილიაა :-*:-*:-*
31. ჩემო ნინო!"ჩახატოურში სიკტილი ვიცით მარტო",- გურული არ ვარ და მინდა გითხრა-ნამყოფიც გავლით ვარ გურიაში,მომეტევოს,თუ სწორი ფორმის დიალექტი ვერ მოვიტანე თქვენამდე...:) უბრალოდ ძალიან მიყვარს მათი ხალასი იუმორი,საუბარი.
ჩემო ნინო!"ჩახატოურში სიკტილი ვიცით მარტო",- გურული არ ვარ და მინდა გითხრა-ნამყოფიც გავლით ვარ გურიაში,მომეტევოს,თუ სწორი ფორმის დიალექტი ვერ მოვიტანე თქვენამდე...:) უბრალოდ ძალიან მიყვარს მათი ხალასი იუმორი,საუბარი.
30. ნუნუნუნუ-ს მინდა ვუთხრა რომ გურულები "მიპოჭიკე"-ს ყოველდღიურად ამბობენ, ასე რომ აჯობებს უფრო ხშირად ესტუმრო ხოლმე გურიას ნუნუკელა ;) :-* ნუნუნუნუ-ს მინდა ვუთხრა რომ გურულები "მიპოჭიკე"-ს ყოველდღიურად ამბობენ, ასე რომ აჯობებს უფრო ხშირად ესტუმრო ხოლმე გურიას ნუნუკელა ;) :-*
29. ჩემი სიქვტილი"-ო
ჩახატოურში სიკტილი ვიცით მარტო:))
მომწონს ეს ნაწერი, ძალიან კარგად არის გადმოცემული ყველაფერი და გრძნობით სავსეა..(გურული ხელიც ეტყობაა)
+2 :) ჩემი სიქვტილი"-ო
ჩახატოურში სიკტილი ვიცით მარტო:))
მომწონს ეს ნაწერი, ძალიან კარგად არის გადმოცემული ყველაფერი და გრძნობით სავსეა..(გურული ხელიც ეტყობაა)
+2 :)
28. ბუნებრივი ნაწერია შეულამაზებელი და სახალისო..მატარებლის რამოდენიმე ჩემი ვოიაჟი გამახსენა :) 5 ბუნებრივი ნაწერია შეულამაზებელი და სახალისო..მატარებლის რამოდენიმე ჩემი ვოიაჟი გამახსენა :) 5
27. საინტერესო და თბილი :)))))))))))))) საინტერესო და თბილი :))))))))))))))
26. საინტერესოა რატომ გამომრჩა...
კარგია, სახალისო....:)
მომეწონა
5 საინტერესოა რატომ გამომრჩა...
კარგია, სახალისო....:)
მომეწონა
5
25. "მიპოჭიკე"-მომეხმარეს თუ ნიშნავს,მაშინ ქალბატონმა ქსენიამ,რომ სახლში დაგპატიჟოს და გთხოვოს თავის დაბანაზე მომეხმარე-ო,საინტერესოა გეტყვის 'ნენა თავის დაბანაზე მიპოჭიკე-ო"? იუმორისტულში სასაცილო მასალა,რომ ვერ ვნახე და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე,ეს ირონიაა?თუ ასე გონიათ,ეს თქვენი პრობლემაა. პატივისცემით "მიპოჭიკე"-მომეხმარეს თუ ნიშნავს,მაშინ ქალბატონმა ქსენიამ,რომ სახლში დაგპატიჟოს და გთხოვოს თავის დაბანაზე მომეხმარე-ო,საინტერესოა გეტყვის `ნენა თავის დაბანაზე მიპოჭიკე-ო"? იუმორისტულში სასაცილო მასალა,რომ ვერ ვნახე და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე,ეს ირონიაა?თუ ასე გონიათ,ეს თქვენი პრობლემაა. პატივისცემით
24. ძალიან მომწონს დეა ესეთი სტილი... უამრავი მარგალიტები შეგექმნას!++ ძალიან მომწონს დეა ესეთი სტილი... უამრავი მარგალიტები შეგექმნას!++
23. "მიპოჭიკე"-მომეხმარე "გოუნკლოველი"-მიუხვედრელი.... ლექსიკაზე ვიხალისე! =)) მედ, ყოჩაღ :)
აონის ჩემგან თბილი სალამი :-* ავტორსაც;):-* "მიპოჭიკე"-მომეხმარე "გოუნკლოველი"-მიუხვედრელი.... ლექსიკაზე ვიხალისე! =)) მედ, ყოჩაღ :)
აონის ჩემგან თბილი სალამი :-* ავტორსაც;):-*
22. (ბალიშის ქვეშ შენახვამ დაგლიჯა მაგრა ვიცინე) მე მაგრად მომეცონა გენაცვალე (ბალიშის ქვეშ შენახვამ დაგლიჯა მაგრა ვიცინე) მე მაგრად მომეცონა გენაცვალე
21. მედე არაფერი გაქვს სანერვიულო!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! მედე არაფერი გაქვს სანერვიულო!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
20. მერე"მიპოჭიკე"მომეხმარე ასე განმარტავთ,მე მგონია არ არის სწორი სწორია! უბრალოდ მართლა გაცინება მინდა პირველად ასე უხეშ საპასუხო კომენტარს,მართლა დამღალეთ თქვენი ირონიით!}იქნებ გესინჯათ და სხვაგან გეძებნათ სასაცილო მასალა?
მერე"მიპოჭიკე"მომეხმარე ასე განმარტავთ,მე მგონია არ არის სწორი სწორია! უბრალოდ მართლა გაცინება მინდა პირველად ასე უხეშ საპასუხო კომენტარს,მართლა დამღალეთ თქვენი ირონიით!}იქნებ გესინჯათ და სხვაგან გეძებნათ სასაცილო მასალა?
19. თქვეგან კარგ ნაწარმოებს ველოდი,გამეცინა კიარა ,არც გამეღიმა,მარტო გურული სიტყვები ვერარას შველის,თუ შინნაარსობრივად საინტერესო არ გახადე,მითუმეტეს გურული ვარ დედა-ბუდიანად,ქულები არ მენანება,მაგრამმეწყინა, რომ ვერ ვისიამოვნე. როდესაც მკითხველის მოლოდინს ხედავ,პასუხისმგებლობა მეტი უნდა ქონდეს . .მერე"მიპოჭიკე"მომეხმარე ასე განმარტავთ,მე მგონია არ არის სწორი,გურული ხეზე,რომ ადის ან სიმაღლეზე უნდა გადაძვრეს, მეორე პიროვნებას ეუბნება "შემომეყუდე" რომ ავიწიოო, შეიძლება ვცდები,ზაფხულობით კი დავდიოდი გურიაში ბებიასთან ,მარა ეგ სიტყვა იშვიათად გამიგია ,სიტყვაზე კი არ არის საქმე ,უბრალოდ მართლა გაცინება მინდა
თქვეგან კარგ ნაწარმოებს ველოდი,გამეცინა კიარა ,არც გამეღიმა,მარტო გურული სიტყვები ვერარას შველის,თუ შინნაარსობრივად საინტერესო არ გახადე,მითუმეტეს გურული ვარ დედა-ბუდიანად,ქულები არ მენანება,მაგრამმეწყინა, რომ ვერ ვისიამოვნე. როდესაც მკითხველის მოლოდინს ხედავ,პასუხისმგებლობა მეტი უნდა ქონდეს . .მერე"მიპოჭიკე"მომეხმარე ასე განმარტავთ,მე მგონია არ არის სწორი,გურული ხეზე,რომ ადის ან სიმაღლეზე უნდა გადაძვრეს, მეორე პიროვნებას ეუბნება "შემომეყუდე" რომ ავიწიოო, შეიძლება ვცდები,ზაფხულობით კი დავდიოდი გურიაში ბებიასთან ,მარა ეგ სიტყვა იშვიათად გამიგია ,სიტყვაზე კი არ არის საქმე ,უბრალოდ მართლა გაცინება მინდა
18. გოგო ვინ ხარ შენ......555555 გოგო ვინ ხარ შენ......555555
17. ვერც გამეცინა და ვერც მომეწონა!! ვერც გამეცინა და ვერც მომეწონა!!
16. აუ რა გადავბჟირდი თან რა მაგარი გურული სიტყვებიაააააა. კარგია ძალიან აი ძალიან ძალიან მომეწონა აუ რა გადავბჟირდი თან რა მაგარი გურული სიტყვებიაააააა. კარგია ძალიან აი ძალიან ძალიან მომეწონა
15. აუ რა გადავბჟირდი თან რა მაგარი გურული სიტყვებიაააააა. კარგია ძალიან აი ძალიან ძალიან მომეწონა აუ რა გადავბჟირდი თან რა მაგარი გურული სიტყვებიაააააა. კარგია ძალიან აი ძალიან ძალიან მომეწონა
14. "ჩემი ყაძახიზა დამირჩა ნაყიდი,მარა რა უჭირს, იქნება ქე მეგეზმანოს"-ო. უარის თქმას ჰქონდა აზრი?ალვის ტანით ვერ დავიკვეხნი,შესაბამისად კედებიც ორი ზომით დიდები აღმოჩნდა,მაგრამ,"მათხოვარი და წუნია" გაგიგიათ?
გაიხარე! გამამხიარულა! 5 "ჩემი ყაძახიზა დამირჩა ნაყიდი,მარა რა უჭირს, იქნება ქე მეგეზმანოს"-ო. უარის თქმას ჰქონდა აზრი?ალვის ტანით ვერ დავიკვეხნი,შესაბამისად კედებიც ორი ზომით დიდები აღმოჩნდა,მაგრამ,"მათხოვარი და წუნია" გაგიგიათ?
გაიხარე! გამამხიარულა! 5
13. კესანებს ვტოვებ... მომწონს შენი შემოქმედება.. ესეც მომეწონა... კესანებს ვტოვებ... მომწონს შენი შემოქმედება.. ესეც მომეწონა...
12. წაკითხული მაქვს ადრე.. ახლაც იგივე განწყობა დამიტოვა :D "პოჭიკობა" კარგი გამოგდის შენც მედი ;) წაკითხული მაქვს ადრე.. ახლაც იგივე განწყობა დამიტოვა :D "პოჭიკობა" კარგი გამოგდის შენც მედი ;)
11. ოხ, ეს გურული იუმორი! :D :D :D კარგი იყო ძალიან! დიდი მოწონება ჩემგან!!! ოხ, ეს გურული იუმორი! :D :D :D კარგი იყო ძალიან! დიდი მოწონება ჩემგან!!!
10. "გოუნკლოველი" უნდა იყო მკითხველი, წაიკითხო და არ აღიარო _ კარგი ავტორია მედეა... ამართლებს მოლოდინს :) "გოუნკლოველი" უნდა იყო მკითხველი, წაიკითხო და არ აღიარო _ კარგი ავტორია მედეა... ამართლებს მოლოდინს :)
9. რა კარგად ყვები?...555 რა ხართ ეს გურულები, კაცი ვერ გაჯობებთ თხრობასა თუ იუმორში...:-* რა კარგად ყვები?...555 რა ხართ ეს გურულები, კაცი ვერ გაჯობებთ თხრობასა თუ იუმორში...:-*
8. :) ეს წაკითხული მაქვს. ხომ არ მეშლება? რა მნიშვნელობა აქვს? რაც კარგია, კარგია!!! გაიხარე მედეა! :) :) ეს წაკითხული მაქვს. ხომ არ მეშლება? რა მნიშვნელობა აქვს? რაც კარგია, კარგია!!! გაიხარე მედეა! :)
7. :)) გურული იუმორის ფერ-უმარული უხდება ნაწერს და უფრო საინტერესოდ აქცევს ამბავს! 5 :)) გურული იუმორის ფერ-უმარული უხდება ნაწერს და უფრო საინტერესოდ აქცევს ამბავს! 5
6. ახ,აონს მოკითხვა და სიყვარულები ჩემგან! შენ მედე ჩახუტება...მალე ჩამოვალ და გაკოცებ:) ახ,აონს მოკითხვა და სიყვარულები ჩემგან! შენ მედე ჩახუტება...მალე ჩამოვალ და გაკოცებ:)
5. მიპოჭიკე მედეა რომ ამოვისუნთქო...კიდევ უმაღლესი.:-* შე ჩემდეა! მიპოჭიკე მედეა რომ ამოვისუნთქო...კიდევ უმაღლესი.:-* შე ჩემდეა!
4. ვიცინე ვიცინე და დამავიწყდა რა უნდა მეთქვა!
5 ვიცინე ვიცინე და დამავიწყდა რა უნდა მეთქვა!
5
3. ეს კი მახსოვს მე კაცმა რო თქვას, მაგრამ რა უნდა თქვას??! ;;)
ჰეჰეი მოლოდინო ახალ ნაწარმოებებზე არ გვალოდინოო!! ეს კი მახსოვს მე კაცმა რო თქვას, მაგრამ რა უნდა თქვას??! ;;)
ჰეჰეი მოლოდინო ახალ ნაწარმოებებზე არ გვალოდინოო!!
2. :)) ვაიმეეე :)) კალე რა დასანახი იქნებოდააააააა =)) ცალ-ცალი ფეხსაცმლიით :)) :)) ვაიმეეე :)) კალე რა დასანახი იქნებოდააააააა =)) ცალ-ცალი ფეხსაცმლიით :))
1. ოქროს საბადოა გურული იუმორი.გაიხარე მედე ოქროს საბადოა გურული იუმორი.გაიხარე მედე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|