 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2010 |
ჩემი ქმარი უფრო ადრე იღვიძებს, ვიდრე თვითონ დილა. კარის გახურვამდე, სარკესთან მონდომებით ივარცხნის წლებისგან შეთეთრებულ თმას და გასვლამდე, ყურთან ერთი დღით მობერებულ სუნთქვას მიტოვებს. მე თვალებს ვხუჭავ, მერე კი წასულს ფანჯრებიდან უხმოდ ვაცილებ. დავიცდი სანამ დილა ზანტად დადგება ფეხზე, ვსვამ ყავას, სარკეს მის სევდიან ღიმილებს ვპარავ, ან მუშტრის თვალით ვუთვალთვალებ: მოშიშვლებულ მკერდს, თვალებთან ფორებს, ხომ არ დაღამდა... მეკეკლუცება, ახალგაზრდობაშეხსნილ საკინძეს ვერაფრით მალავს, სქესით ალბათ ესეც ქალია. მშურს რომ ვერ ხედავს ჩემში თავის თავს სუყველა ნაკლით, როგორც მე ვჩანვარ შიშველი მასში. ქალურ ეგოიზმს მაკიაჟით ვნიღბავ, ხანდახან უმაკიაჟოდ ვნებდები დღეებს. თმასაც ვიღებავ, მაშინ როდესაც სადაცაა თეთრად ითოვებს ჩემი ქმარი... ყოველ საღამოს, როცა აღებს კარს და ფეხდაფეხ თან მოჰყვება სტუმრად გადაღლა, თითებით ვითვლი მის სახეზე დროის ნაკვალევს. თუ კი მის შუბლზე ახალშობილ ნაოჭს მივაგნებ, ერთმანეთის თვალებში მალვას ამაოდ ვლამოვთ, კოცნით ვაამებ...
და სულ მიკვირს, რომ არ ბეზრდება ჩემს მეუღლეს ჩემსავით სარკე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გახურება გინდა ლურსმანო ჯერ :D გახურება გინდა ლურსმანო ჯერ :D
1. რაში ყოფილა საქმე,რაღაც მერთულა გასაგებად,თუ ახალგაღვიძებულზე გონება რომ არ მიმუშავებს,იმის ბრალია :D რაში ყოფილა საქმე,რაღაც მერთულა გასაგებად,თუ ახალგაღვიძებულზე გონება რომ არ მიმუშავებს,იმის ბრალია :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|