ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მემორიელი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


დრო და პოეზია

ეს რა უხეირო სეგმენტია
ეს რა მარაზმული პომპეზია
ლექსში რითმა უკვე ზედმეტია
თურმე მოდას მისდევს პოეზია

ვინც კი  კალამ–ფურცელს მოერია
ტქსტში მეტაფორა გაურია
რითმა საუკუნეს მიაბარა
პროზა, პოეზია აურია

და ეს პოეზიის"მისტიკოსი"
(ცოტა უცნაური მომენტია)
დიდი ამბიციის კრიტიკოსი ,
რესპექტაბელური  პოეტია.

პ.ს
პოეტობ? –უნდა დაიცვა:
ილუზიური გრაცია
ვაიპოეტური ტენდენცია
და რითმის დეგრადაცია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები