 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 27 მაისი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
უჩვეულოდ გაწელილი ეჩვენა დრო კარის გაღებამდე. ათასი აზრი უტრიალებდა თავში. ერთი წუთით წასვლაც კი მოინდომა. მაგრამ შემდეგ მალევე უკუაგდო ეს აზრი, ბოლო–ხოლო ხომ არ შეჭამდა ეს, ევად წოდებული მანდილოსანი? და აი კარიც გაიღო. ჩვეული ღიმილით დახვდა ქეთი. ხელით ანიშნა შესულიყო. “სულ რატომ იღიმის?”, გაუელვა თავში, მაგრამ შემდეგ იქვე გაკიცხა გონება, ასეთი უადგილო და სულელური კითხვისთვის. სასტუმრო ოთახში შევიდნენ. მორკალულ მაგიდაზე 2 ფინჯანი ყავა და ტკბილეული ელაგა. იქვე კონიაკის მომცრო ბოთლიც იდგა. დავითს ცუდად ენიშნა სასმელი. ამ ქალისგან ყველაფერია მოსალოდნელი, იქნებ მისი მოკვლა მოინდომოს? ახ, არა. ისევ გაკიცხა თავისი გონება. – დაჯექი, თუ რამე ცუდის გაკეთებას დაგიპირებ, ამას საკუთარ სახლში მაინც არ ვიზამ, არც ასეთი სულელი ვარ, დავით. კაცს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. ყელში ამოუვიდა რომ მის ფიქრებს ასე მარტივად კითხულობდა ეს არსება. საერთოდაც, ის იყო ფსიქოლოგი თუ ეს ქალი? – არამგონია ასე უბრალოდ დაგეპატიჟე, ამიტომაც ცოტათი საგონებელშიც კი ჩავვარდი ამ მოწვევის გამო. უკბილოდ იხუმრა მან. ქალს ჩაეცინა. მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ ღელავდა მამაკაცი და როგორ მალულად აპარებდა მზერას მისი გულისპირისკენ. ქალმა კონიაკის ბოთლი აიღო და ჭიქები შეავსო. დავითი ისევ გაბრაზდა საკუთარ თავზე, რომ ელემენტარული ჯენტლმენობის გამოხატვაც ვერ მოახერხა. ქალმა ჭიქა ხელში აიღო და სავარძელზე გადაწვა ისე, რომ მზერას არ აშორებდა მამაკაცს. – დავით, ყველა მოქმედებას მოყვება შედეგი. თუკი გსურს იყო საკუთარ ნებაში თავისუფალი, უნდა შეგეძლოს ხელთ აიღო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა. ბედი არსებობს მაშინ, როდესაც ადამიანი უსუსურია, როცა მას სურს გადააბრალოს ყველაფერი ირეალურ ბედისწერას. დღევანდელი ქმედებების ანარეკლია მომავალი. თუკი გსურს წარმოადგენდე რამეს, უნდა იცოდე როგორ მიიღო სწორად გადაწყვეტილება. შენი აქ ყოფნით ამტკიცებ რომ გმართავს სურვილი, რადგან შენი გადაწყვეტილება – იყო აქ, არ იძლება არანაირ სამომავლო შედეგს და შენ არც იცი რა მოყვება შენს აქ ყოფნას. შენ გაქვს დიდი სურვილი, დავით.. ჩემი სურვილი. ფრთხილად მოსვა ჭიქიდან კონიაკი. თვალები მსუბუქად მილულა და ღიმილით აიხედა მაღლა. – რა საოცარია ცხოვრება, დავით. შენ ახლა, ჩემს სახლში, ჩემს სავარძელში ზიხარ და ელი განაჩენს, რომელსაც ვერაფრით კითხულობ ჩემს თვალებში, მაგრამ ისევ ეს ოხერი სურვილი არ გაძლევს ნებას ადგე და წახვიდე. შენ არ გსურს იცოდე რა იქნება ხვალ, მაგრამ დანგრეულ ცხოვრებას აუცილებლად გადააბრალებ ბედისწერას ან სულაც უფალს. დავითი გრძნობდა როგორ აწვებოდა სისხლი სახეზე, თითქოს წამოწითლდა კიდეც. ძალუმად უჭერდა ჭიქას ხელს და ცდილობდა მღელვარება დაემალა, თუმცა ამაოდ. ვინ იჯდა მის წინ? ქალი, სატანა თუ დემონი… არაფერი იცოდა ერთის გარდა, მას მართლად შეშლამდე სურდა ამ ქალს დაუფლებოდა, ქცეულიყო მისი ნაწილი… – მოვლენები, ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობენ, მაგრამ თუ სწორად გათვლი საკუთარ ქმედებებს, მაშინ ზუსტად განჭვრეტ მოვლენათა ქრონოლოგიას. იმისათვის რომ გახდე საკუთარი თავის ღმერთი, უნდა იცოდე როგორ მართო შენი არსება. მე მოგეხმარები საკუთარი გონების შეცნობაში.. ჩავაგდებ თეთრ მანდილს შენს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. ნელ–ნელა ჩურჩულზე გადადიოდა ქალი. ფრთხილად წამოდგა და ძალიან ახლოს მიუტანა მამაკაცს სახე. – მე ხომ ვიცი, რომ შენ ეს გინდა.. კაცის ტუჩებზე ჩააცურა მზერა, დავითის ტუჩის კუთხეს შეეხო მსუბუქად.. კაცმა თითქოს სუნთქვაც კი შეიკრა. გული ყელში უცემდა უკვე და მთელი სხეული დაეჭიმა. – მოგცემ იმ თავისუფლებას, რომელსაც ამდენი ხანია მათხოვრობ სხეულის ყოველი უჯრედით.. თითები ჩააყოლა კაცის ნიკაპს და ფრთხილად შეუხსნა ჰალსტუხი. დავითმა იგრძნო როგორ ეფლობოდა ბურუსში, საიდან დაღწევაც, გრძნობდა რომ შეუძლებელი იყო..
მთელი დღე უაზროდ გაატარა და ღამეს ნანატრი ზარიც გაისმა. ისინი იმპულსებით კვებავდნენ ერთმანეთს. სხვაობა იმდენად დიდი იყო ზოგჯერ, რომ კატასტროფულად იზიდავდათ ერთმანეთი და მაინც საოცრად მსგავსნი იყვნენ. ქალს ეღიმებოდა მის უნიათო ტყუილებზე, როდესაც ერთი და იმავე ამბავს დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად ყვებოდა. კაცისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნიღაბს, რომელიც სახესავით შეზრდოდა უკვე. იგი კარგი მანიპულატორი იყო. შეეძლო შესაბამი სიტუაცია თავის სასიკეთოდ მოეტრიალებინა. იცით, როცა მამაკაცს სიტყვა უჭრის, ჩათვალეთ რომ იგი უკვე სერიოზული, სასიყვარულო აგრესორია. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ხიბლავდა ახალი კონტაქტები. იღებდა იმპულსებს სხვადასხვა ტიპაჟებისგან. ქალს ეღიმებოდა, როცა კაცი სათუთად უფრთხილდებოდა საკუთარ რეპუტაციას. ეღიმებოდა, რადგან ზუსტად იცოდა რა ტიპის მამაკაცის გვერდზეც იყო, თუმცა დიდსულოვნად ხუჭავდა თვალს კაცის ანცობებზე. – იცი, ჩემი მოტყუება იმდენად ადვილია, რომ არც კი ღირს, დამერწმუნე. ეუბნებოდა ქალი. კაცს ართობდა რთულად გადასალახი სიტუაციები და ამ ფრაზით ქალი მასში მატყუარის დათრგუნვას ცდილობდა, თუმცა… დიდი ვერაფერი გამოვიდა. კაცს სისხლში ჰქონდა ტყუილები, რომელთაც თავად სიცრუედ არ თვლიდა. – მე არ მახასიათებს პარალელური ურთიერთობები, მე კონკრეტულ ქალთან ვარ და თან ყოველთვის ბოლომდე ვარ მისი. პათეტიკით ივსებოდა მამაკაცი. ქალს ეცინებოდა მის რაინდულ გამოხტომებზე და ძლივს იკავებდა თავს რომ დამცინავად არ ეპასუხა მამაკაცისთვის. პრინციპში, დასაცინი რა იყო? კაცი უბრალოდ განსაკუთრებულობას თამაშობდა. ასეთებმა ზუსტად იციან რას წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ არ სურთ ვინმემ მათში შეაღწიოს და გაუშიფროს სახედ ქცეული ნიღაბი. – მაინტერესებს რა მოგწონს ჩემში? მე მაქვს უამრავი მიზეზი რომ მომწონდე. შენ ხარ ლამაზი, ჭკვიანი, ახალგაზრდა, ჯანმრთელი.. შენ რა მიზეზით მოგწონვარ? გამომცდელად ეკითხებოდა კაცი. ქალს კარგი ლავირების უნარი ჰქონდა, ყოველთვის შეეძლო ფრთხილად და მსუბუქად გასხლტომოდა არასასურველ კითხვებს. – როდესაც მე გავიგებ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ მომწონხარ, მაშინ ყველანაირი სიმპატია გამიქრება შენდამი. კაცი კმაყოფილი იღიმოდა. მოსწონდა ქალის მიხვედრილობა და სიზუსტე. ხიბლავდა მისი ლამაზად ურთიერთობის ტექნიკა. – იცი, შენი ფრაზები მიტრიალებს ხოლმე თავში და ხშირად, სამსახურში უმიზეზოდ ვიღიმი. აი, ასე, უცებ გამახსენდები ხოლმე და მეღიმება, მერე კი გარშემო ყველას უკვირს თუ რატომ. ქეთ, ბოლო ხანებია მხოლოდ შენთვის ვიღიმი.. ყველა ჩემი ღიმილი მხოლოდ შენია.. ლაღად ებაასებოდა კაცი, რადგან იცოდა რომ სისადავე და ურთიერთობის სიმსუბუქე აუცილებლად თავბრუს დაახვევდა ქალს, თუმცა… შეცდა, ბოლომდე ვერ გათვალა, რომ ასეთ პატარა გოგოში ამხელა გამოცდილება იქნებოდა. ქალი კი ბუნებრივად აჯერებდა, თუ როგორ იხიბლებოდა დღითიდღე მისით. რა საოცარი იყო ყველაფერი, თუ გსურს შენი ტყუილი ყველაზე დამაჯერებელი იყოს, ჯერ შენ დაიჯერე იგი! შემდეგ კი ყველაფერი მარტივია. საშიში იყო გრძნობებში გახვევა, როდესაც იცი რომ აუცილებლად უნდა გაიხადო ბოლოს. ქალმა გარისკა და.. გაუმართლა კიდეც. მან ყველაფერი მიიღო, რაც სურდა. და მაინც…
ადამიანები ვერასოდეს გადაეჩვევიან ფრენას საკუთარ ოცნებებში და როგორ რეალურადაც არ უნდა ჩანდეს სურვილი, იგი მაინც უტოპიად რჩება გარკვეულ დონეზე. ფრთხილად, ოცნებები სრულდებიან! ეს იცოდა ქალმა, იცოდა და ამიტომაც თამაშობდა ოცნებებს იქით, ყველანაირი საზღვრის გავლით. მან არაჩვეულებრივად იცოდა რა სურდა, საითკენ მიემართა მზერა, როგორ მიეღო ხვალინდელი დღისგან სასურველი და ქმედებათა გათვლით ის თითქმის ყოველთვის აღწევდა მაღალ შედეგებს. ახლა კი ისევ ადრენალინის ძიებაში ქვეცნობიერთან ერთად თხზავდა ამ რომანს და მკითხველს ანდობდა მის აღქმას. “ მე მხოლოდ მე მაჯობებს. “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. გოგონური დღიური! ...თეორიული წარმოდგენებით სავსე! ვერაფერი დავიჯერე! - გოგონური დღიური! ...თეორიული წარმოდგენებით სავსე! ვერაფერი დავიჯერე! -
26. გაგრძელება აუცილებლად იქნება :) მადლობთ თბილი კომენტარებისთვის.. :) გაგრძელება აუცილებლად იქნება :) მადლობთ თბილი კომენტარებისთვის.. :)
25. მე მხოლოდ მე მაჯობებს. “
მომეწონა ...... გაგრძელება იქნება? ;) საინტერესო ანალიზი იყო და ტიპაჟები...მწერალი ქალი ქეთ განსაკუთრებით....;) მე მხოლოდ მე მაჯობებს. “
მომეწონა ...... გაგრძელება იქნება? ;) საინტერესო ანალიზი იყო და ტიპაჟები...მწერალი ქალი ქეთ განსაკუთრებით....;)
24. აწი გამოვჩნდები ხოლმე, გამოცდებს ვასრულებ :)
ამიტომაც არ მიყვარს ოცნება.. სახიფათოა, თუმცა ბანალურად :) აწი გამოვჩნდები ხოლმე, გამოცდებს ვასრულებ :)
ამიტომაც არ მიყვარს ოცნება.. სახიფათოა, თუმცა ბანალურად :)
23. აღარ ჩანხარ ქეთ... როგორ? " ფრთხილად ოცნებები სრულდებიანო" აბა როგორ ! ოცნება თავად მიისწრაფის შესრულებისკენ და რაც უფრო სრულყოფილია იგი, მეტად მიისწრაფის. როგორც კომპ. პროგრამა ეს მე აღმოვაჩინე! მაგრამ ეს ისე, სხვათაშორის იყოს აღარ ჩანხარ ქეთ... როგორ? " ფრთხილად ოცნებები სრულდებიანო" აბა როგორ ! ოცნება თავად მიისწრაფის შესრულებისკენ და რაც უფრო სრულყოფილია იგი, მეტად მიისწრაფის. როგორც კომპ. პროგრამა ეს მე აღმოვაჩინე! მაგრამ ეს ისე, სხვათაშორის იყოს
22. ეს სცენაც ოსტატურად მოგიხაზავს. მომწონს მდინარება თხრობის. სხვა თავებსაც ასეტივე სიამოვნებით ვკითხულობდი, თუმცა მგონი არ ვაკომენტარებდი. მიყვარს ეს გმირების სულში მწერლური სკალპელის დაჟინებული ტრიალი! ნიჭიერი ხარ, ნიჭიერი! მოგიკითხე! 5555 ეს სცენაც ოსტატურად მოგიხაზავს. მომწონს მდინარება თხრობის. სხვა თავებსაც ასეტივე სიამოვნებით ვკითხულობდი, თუმცა მგონი არ ვაკომენტარებდი. მიყვარს ეს გმირების სულში მწერლური სკალპელის დაჟინებული ტრიალი! ნიჭიერი ხარ, ნიჭიერი! მოგიკითხე! 5555
21. მე მხოლოდ მე მაჯობებს.
ასეა კი.
:) გაგრძელებაო:) მე მხოლოდ მე მაჯობებს.
ასეა კი.
:) გაგრძელებაო:)
20. ქეთს მოკითხვა!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! ქეთს მოკითხვა!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
19. უჰ, როგორ ჩამოვრჩი ამას... ქეთ:-* უჰ, როგორ ჩამოვრჩი ამას... ქეთ:-*
18. "მე მხოლოდ მე მაჯობებს."
არადა რატომღაც მგონია, სწორედ ის მატყუარა მამაკაცი აუშლის გეგმებს "გამოცდილ გოგოს" და სამაგიეროს გადასახდელად გაუხდის საქმეს : )))
როგორ ვერ ვიტან ასეთ თამაშებს...
ქეთ, რამდენიმეგან მექანიკური შეცდომებია ჩასასწორებელი :) "მე მხოლოდ მე მაჯობებს."
არადა რატომღაც მგონია, სწორედ ის მატყუარა მამაკაცი აუშლის გეგმებს "გამოცდილ გოგოს" და სამაგიეროს გადასახდელად გაუხდის საქმეს : )))
როგორ ვერ ვიტან ასეთ თამაშებს...
ქეთ, რამდენიმეგან მექანიკური შეცდომებია ჩასასწორებელი :)
17. – როდესაც მე გავიგებ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ მომწონხარ, მაშინ ყველანაირი სიმპატია გამიქრება შენდამი. ფანტასტიური ხარ!
8. აწმყოს ნუ კარგავ, ბექ..
იყო-სა და იქნება-ს შორის ყლაპავ აწმყოს.. ქეთ. 2010-05-28 00:07:18
და აი კიდევ ერთი ქეთისეული სიბრძნე... რაღა უნდა ვთქვა?! :-* – როდესაც მე გავიგებ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ მომწონხარ, მაშინ ყველანაირი სიმპატია გამიქრება შენდამი. ფანტასტიური ხარ!
8. აწმყოს ნუ კარგავ, ბექ..
იყო-სა და იქნება-ს შორის ყლაპავ აწმყოს.. ქეთ. 2010-05-28 00:07:18
და აი კიდევ ერთი ქეთისეული სიბრძნე... რაღა უნდა ვთქვა?! :-*
16. ,როცა კაცი სასაცილო და მარტივი ხდება, ქალი შესაცოდია- თუ ამის მოთმენა უღირს. :)
,როცა კაცი სასაცილო და მარტივი ხდება, ქალი შესაცოდია- თუ ამის მოთმენა უღირს. :)
15. ყველაზე მაგარი ქალი ხარ შენ ქეთ...
ყველაზე მაგარი ქალი ხარ შენ ქეთ...
14. კომენტარებზე გამეცინა კომენტარებზე გამეცინა
13. ქეეეთ მოვედი და ღიმილები მოგიტანე:):) უგამორჩეულესო ავტორო:) ქეეეთ მოვედი და ღიმილები მოგიტანე:):) უგამორჩეულესო ავტორო:)
12. შენ არ ხარ დრო, შენშია დროა და ის უნდა მოკლა ..
დრო - ეს არის ჯალათი, რომელიც ყოველ წლიურად ერთ ფენა სიცოცხლეს გვაგლეჯს.
მოკალი დრო და იქნები დაცული :) :) :) :) :) შენ არ ხარ დრო, შენშია დროა და ის უნდა მოკლა ..
დრო - ეს არის ჯალათი, რომელიც ყოველ წლიურად ერთ ფენა სიცოცხლეს გვაგლეჯს.
მოკალი დრო და იქნები დაცული :) :) :) :) :)
11. მაშინ უნდა მოვკლა მე... მაშინ უნდა მოვკლა მე...
10. მაშინ, მოკალი დრო :)
მაშინ, მოკალი დრო :)
9. დროს ერთი დრო აქვს-წარსული...სხვა დანარჩენი ვარაუდია დროს ერთი დრო აქვს-წარსული...სხვა დანარჩენი ვარაუდია
8. აწმყოს ნუ კარგავ, ბექ..
იყო-სა და იქნება-ს შორის ყლაპავ აწმყოს.. აწმყოს ნუ კარგავ, ბექ..
იყო-სა და იქნება-ს შორის ყლაპავ აწმყოს..
7. ჟადენ :) თბილად მოგიკითხე, მშვენიერო :)
ჟადენ :) თბილად მოგიკითხე, მშვენიერო :)
6. იყო და იქნება...ორი სიტყვა იყო და იქნება...ორი სიტყვა
5. ყველა მოქმედებას მოყვება შედეგი.
მიზეზის და შედეგების ჯაჭვი...
კაცი უბრალოდ განსაკუთრებულობას თამაშობდა. :)
ფრთხილად, ოცნებები სრულდებიან!
იაპონური სიბრძნე :)
ჭკვიანი და ძლიერი ქეთ :) ყველა მოქმედებას მოყვება შედეგი.
მიზეზის და შედეგების ჯაჭვი...
კაცი უბრალოდ განსაკუთრებულობას თამაშობდა. :)
ფრთხილად, ოცნებები სრულდებიან!
იაპონური სიბრძნე :)
ჭკვიანი და ძლიერი ქეთ :)
4. შენი ბოშები მაინტერესებს, უნდა ჩავუჯდე ერთი :)
___
ლილიტ, ღიმილი უნდა გიხდებოდეს, ასე მგონია, ხოდა ბევრი გაიღიმე ხოლმე :)
____
ბექა, სიკვდილი ხანდახან სხვა განზომილებაში გადასვლაა, მით უფრო, როცა შენი მე გკლავს. ეს არ არის საშიში, ეს უკვე იყო და თან არაერთხელ.. შენი ბოშები მაინტერესებს, უნდა ჩავუჯდე ერთი :)
___
ლილიტ, ღიმილი უნდა გიხდებოდეს, ასე მგონია, ხოდა ბევრი გაიღიმე ხოლმე :)
____
ბექა, სიკვდილი ხანდახან სხვა განზომილებაში გადასვლაა, მით უფრო, როცა შენი მე გკლავს. ეს არ არის საშიში, ეს უკვე იყო და თან არაერთხელ..
3. მე მომკლავს მე... მე მომკლავს მე...
2. “ მე მხოლოდ მე მაჯობებს. “
აი ახლა მე ჩამეღიმა როცა წავიკითხე.... ქეთ შენ და შენი ძირითადი ინსტიქტი.. :) “ მე მხოლოდ მე მაჯობებს. “
აი ახლა მე ჩამეღიმა როცა წავიკითხე.... ქეთ შენ და შენი ძირითადი ინსტიქტი.. :)
1. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს დადებდი შემდეგ თავს :) ნაწერმა ახალი, თითქმის, არაფერი მომცა შინაარსობრივად, მაგრამ უფრო ჩაღრმავებული იყო დეტალებში. ხო, ავატარზე მინდოდა მეთქვა, გგავს :) შენს გვერდზე რომ შემოვდივარ, მუქდება რაღაც :) მუქად წარმომიდგენიხარ, რატომღაც. ხო, ეს, ალბათ, პირადში უფრო უნდა მომეწერა, მაგრამ მომინდა და აჰა :) ხო, კიდევ, მართალია, ყოველთვის იცი, რა გინდა :) ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს დადებდი შემდეგ თავს :) ნაწერმა ახალი, თითქმის, არაფერი მომცა შინაარსობრივად, მაგრამ უფრო ჩაღრმავებული იყო დეტალებში. ხო, ავატარზე მინდოდა მეთქვა, გგავს :) შენს გვერდზე რომ შემოვდივარ, მუქდება რაღაც :) მუქად წარმომიდგენიხარ, რატომღაც. ხო, ეს, ალბათ, პირადში უფრო უნდა მომეწერა, მაგრამ მომინდა და აჰა :) ხო, კიდევ, მართალია, ყოველთვის იცი, რა გინდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|