ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სვაან
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2010


იანვრის თვეში გნახე პირველად,
ცივი თოვლი, თბილი გრძნობები
ერთად განმიცდია ორივე უეცრად,
აზრზე ვერ მოვედი,ისე შემოხვედი,
ისე ჩამისაფრდი ფიქრის განმგებელად
და გრძნობის მორევში, ჩემს ჩასაფვლელად,
შენ გაჩენილხარ ჩემ სატანჯველად.
სადღაც სანთელი წმინდა იღვენთება
და ერთი მოკვდავი სასწაულს მოელის,
ღმერთს უჩუქნია ნიჭი სიყვარულის
და ის ამ გრძნობისთვის პასუხს მოელის.
ალბათ არ გაწირავს ბედი ულმობელი
და წმინდა ლოცვას შეისმენს უფალი,
მთაში გაჩენილი ქარების ჩურჩული,
იგივეს ამბობენ ბიჭთან ჩამოსული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები