ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სვაან
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2010


შორს გადავხედავ ჩემს ფარულ ფიქრში ცხოვრებას განვლილს.
და დაგინახავ ფერფლად ქცეულს იმ ნათელ წერტილს,
ერთ დროს საოცრად მოელვარეს კაშკაშას ჩემთვის!

თუმცა დროებამ გამომტაცა მე შენი თავი
და წაგიყვანა სიყალბისკენ ვიღაცის მკლავით!
მე სიყვარულის დედოფალის მორჩილი დავრჩი
და ვემონები გრძნეულ ქალის მხურვალე მზერას,
მაგრამ ეს მზერა წარსულის განვლილ ბილიკზე დაქრის
და მის შეპყრობას ფიქრით ვცდილობ მე როგორც ძალმიძს.

არ მინდა გნახო, მეშინია მე შენი თვალის.
ვერ დამაჩოქებს გაავებულ ნადირთან ბრძოლა,
ან გაჩაღებულ ცეცხლში, ტანჯვით სიკვდილი.
მე ვერ ავიტან შენს ცივ მზერას ჩამქრალი თვალით,
რომ წინანდელი ნაპერწკალი სულ აღარ სჭვავის
და მჯერა მაშინ ჩემი გული დაიწყებს ბღავილს.
ბოლოს მოუღებ ჩემს ცხოვრებას შენ ერთი ნახვით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები