ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სვაან
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2010


დღეს რომ მარტო ვარ,
ასე რატომ ვარ?!
მგონია ქვეყნად არსად ვახსოვარ!
არსად მეძებენ, არც მიხსენებენ,
აღარც მიკბენენ,
არც მაცინებენ.
სწორედ იმიტომ რომ დღეს მარტო ვარ
და თუ ესეა  სულ  აღარც მოვალ,
თუ  მარტოობამ აღარ დამტოვა,
სულში დათოვა
სევდა დატოვა
და ცხოვრებაზე ფიქრმა მაჟრჟოლა,
მე დამაფიქრა
და ამატირა,
ხალხის სიყალბემ დრეს გამაგიჟა,
ფარისევლობამ და უგულობამ,
ცივმა თვალებმა გული  მატკინა!
სიცრუის ეპოსს ვეღარ ავიტან,
მასკარადის დრო უკვე გავიდა,
ლაჩრული ფინტით და მლიქვნელობით,
ზოგმა ცხოვრების აზრი აიხსნა!
მარიონეტად ყოფნა არ მინდა.
სიყვარული და ერთობა მინდა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები