ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკუნია
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2010


თვალები..

როდესაც მიწას აყრიან სინდისს,
უსინდისობის მარცვალი ხარობს,
მომწონს,რომ დღეს  ვარ ასეთი მშვიდი,
მტვერი მოვწმინდე ნამუსის თაროს

კარგთან ჭიდილში დამარცხდა ცუდი
ნატკენ ჭრილობას თვალებით მიხვევ...
თვალზე,რომელზეც მე ასე ვწუხდი,
მზერა, რომელიც  მაღელვებს ისევ

გახდა უფერო,უემოციო,
სული დაფლითეს მღვრიე ცრემლებმა,
მინდა კრისტალურ სარკედ გაქციო,
რაშიც  ჩახედვის აღარ შემრცხვება,

მანამდე ვწუხვარ,რომ გართმევ იმედს ,
გულს გაგლიჯავ და სისხლისგან ვთვრები,
იცი? ვიტანდი აქამდე იმდენს,
რომ დამიმძიმდა ძვირფასო მხრები,

მარტმა დაკარგა პატიოსნება,
სინანულს ხარშავს ცხელი ივლისი
და სხვა  თვალებით შეიმოსება
ჩემი სხეული (ხვალე) ძილის წინ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები