ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკუნია
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2010


მპატიობ?

მითხარი მპატიობთ?დაუშვით ფარდები
სულში და  მოგიხდით მადლობას მეასედ,
სიცოცხლის წყურვილო ნუ გამითავდები,
მორიგი ტკივილის სასმისი შეავსეთ,

შეავსეთ იმ სისხლით ,რომელიც სუფთაა,
ჩემი ძარღვებიდან გუშინ რომ დაწურეთ,
ახლა სიყვარული ისეთი ცოტაა..
დარდი მოერიათ თვალებში ქალწულებს,

გახსენით გულები,გავუშვათ ნაღველი
და ნერვებს სიმები დავწყვიტოთ თავიდან,
მაგიჟებს სურვილი,როდესაც არ ველი..
როდესაც ვიცი რომ, ის უკვე წავიდა,

ბროწეულს ქარი ხრის და კაბას უწვალებს,
შორიდან ტირიფი შეჰყურებს მოწყენით..
მოთხარი მპატიობ?თუ ველი შენს თვალებს,
რომელიც მჯერა რომ ოდესმე მომძებნის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები