 | ავტორი: მაკუნია ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2010 |
აქ ,ყოველ ღამე აცილებენ სივრცეში სულებს და როკაპივით იკბინება წარსული თითქოს, აქ ხომ ჰაერიც სიცივეთი დააორსულეს, დამძიმდა მიწა,აღარ დარჩა ადგილი სითბოს,
ჩვენ ხომ თვითონვე უარყავით დიდი ზადენი, დავბორიალობთ სხვა ნიღბებში გადაცმულები, სად დაიტიე დედამიწავ ნეტავ ამდენი:- ბოროტებით და სისაძაგლით სავსე გულები,
ხორცი ლეშია ,მერამდენედ წაგძლია სულმა, ისიც გათავდა , შიმშილისგან თავს მიწას ახლი, პატიოსნება,რომელიც არ მიიღე სტუმრად ახლა სხვის კარზე აკაკუნებს -არა აქვს სახლი,
მთვარე ილევა,ალბათ მასაც სტკივა გვერდები, ღამის დარაჯი გადაღალა ამდენმა ფიქრმა, მონანიებას ვერც კი ასწრებ,ისე ბერდები წარსული რჩება დაწყვეტილი ნერვების მიღმა,
უმანკოება ახლა მხოლოდ მოჩვენებაა, სულით ღარიბი ამ მცნებას ხომ არაფრად აგდებს და ათამაშებს ისე,როგორც თავის ნებაა, ქუჩაში აგდებს ისტორიას, ვით ქუჩის ძაღლებს,
აქ ყოველ ღამე მატარებლის რელსებზე ვწევარ, აღარ თენდება? გამიმწვავდა გულზე ჭრილობა, მარტო არა ხართ,შემომხედეთ"თქვენ "ყველა მე ვარ, ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ კაცობრიობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. აქ ხომ ჰაერიც სიცივეთი დააორსულეს,
+222222222222222222 აქ ხომ ჰაერიც სიცივეთი დააორსულეს,
+222222222222222222
16. მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა
15. ეს არ მომეწონა,რაღაც განწყობა ვერ მოიტანა ეს არ მომეწონა,რაღაც განწყობა ვერ მოიტანა
14. ღამის დარაჯი გადაღალა ამდენმა ფიქრმა,
ძალიან მიყვარს ღამის დარაჯები... :)
ღამის დარაჯი გადაღალა ამდენმა ფიქრმა,
ძალიან მიყვარს ღამის დარაჯები... :)
13. კარგად დაიწყო ლექსი...თანდათანობით დაეკარგა სიმძაფრე...საფინალო ტაეპში ზედმეტ მარცვალს რომ თავი დავანებოთ,უფრო ეფექტურ ფინალს იმსახურებს ლექსი!
,,დავბორიალობთ სხვა ნიღბებში გადაცმულები"
ნიღაბს სახეზე იკეთებენ,მოსასხამი არაა,რომ გადაიცვა...შეასწორე ეგ...
,,ქუჩაში აგდებს ისტორიას, ვით ქუჩის ძაღლებს,"
ამაზეც დავფიქრდებოდი მე.
მოკლედ,გიჭრის კალამიო,გითხრეს ქვემოთ და ვეთანხმები!
წარმატებებს გისურვებ!
კარგად დაიწყო ლექსი...თანდათანობით დაეკარგა სიმძაფრე...საფინალო ტაეპში ზედმეტ მარცვალს რომ თავი დავანებოთ,უფრო ეფექტურ ფინალს იმსახურებს ლექსი!
,,დავბორიალობთ სხვა ნიღბებში გადაცმულები"
ნიღაბს სახეზე იკეთებენ,მოსასხამი არაა,რომ გადაიცვა...შეასწორე ეგ...
,,ქუჩაში აგდებს ისტორიას, ვით ქუჩის ძაღლებს,"
ამაზეც დავფიქრდებოდი მე.
მოკლედ,გიჭრის კალამიო,გითხრეს ქვემოთ და ვეთანხმები!
წარმატებებს გისურვებ!
12. თქვენ უფრო გამოგივათ ეგ თემა ასე მგონია ))))))))) Sensenmann თქვენ უფრო გამოგივათ ეგ თემა ასე მგონია ))))))))) Sensenmann
11. კარგი გოგო ხართ მაკუნია, მაგრამ არ ჯობია წერო ისეთ თემებზე როგორიცაა მაგალითად: წყალგაყვანილობა და მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ან კიდევ რატომ გაძვირდა ტრიკოტაჟი. ძალიან აქტუალურია დღეს საქალწულე აპკის რეკონსტრუქცია, მე მაგალითად ამ თემაზე წერას ვურჩევდი ყველას, თუმცა არც საკანალიზაციო სისტემაა ურიგო. თქვენ შეძლებთ! პატივისცემით მე კარგი გოგო ხართ მაკუნია, მაგრამ არ ჯობია წერო ისეთ თემებზე როგორიცაა მაგალითად: წყალგაყვანილობა და მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ან კიდევ რატომ გაძვირდა ტრიკოტაჟი. ძალიან აქტუალურია დღეს საქალწულე აპკის რეკონსტრუქცია, მე მაგალითად ამ თემაზე წერას ვურჩევდი ყველას, თუმცა არც საკანალიზაციო სისტემაა ურიგო. თქვენ შეძლებთ! პატივისცემით მე
10. მართლაც ძალიან კარგი ლექსია 555 მართლაც ძალიან კარგი ლექსია 555
9. მონანიებას ვერ კი ასწრებ ისე ბერდები... კაია. და არა მარტო ეს. გალაკტიონს დავესესხები,,ნიჭი ძამიკო, ნიჭი!,, მონანიებას ვერ კი ასწრებ ისე ბერდები... კაია. და არა მარტო ეს. გალაკტიონს დავესესხები,,ნიჭი ძამიკო, ნიჭი!,,
8. რობერტს ვეთანხმები, რთულია ასეთ თემასთან შეჭიდება.
არ მომეწონა რობერტს ვეთანხმები, რთულია ასეთ თემასთან შეჭიდება.
არ მომეწონა
7. დიდი მადლობა ყველას.. ფრესკაული შევცვალე :) აბა როგორ მოგეწონება ბატონო რობერტ,მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას(ისე,ხანდახან ასე მეწერება და რა ვუყო ამ ოხერ მუზას,როგორ დაგვარტყამს თავში განა ვიცით?) :) :) :) დიდი მადლობა ყველას.. ფრესკაული შევცვალე :) აბა როგორ მოგეწონება ბატონო რობერტ,მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას(ისე,ხანდახან ასე მეწერება და რა ვუყო ამ ოხერ მუზას,როგორ დაგვარტყამს თავში განა ვიცით?) :) :) :)
6. მომეწონა, კარგად წერთ მაკუნია, მაგრამ ასე რამ გაგიტეხათ გული... მომეწონა, კარგად წერთ მაკუნია, მაგრამ ასე რამ გაგიტეხათ გული...
5. უმანკოება ახლა მხოლოდ მოჩვენებაა, ვიღაც უვიცი დღეს ამ მცნებას არაფრად აგდებს და ათამაშებს ისე,როგორც თავის ნებაა, ქუჩაში აგდებს ისტორიას, ვით ქუჩის ძაღლებს,
მადლობ რომ წერ და ასე კარგი ხარ და ისევ რჩევაზე გადავალ აქ სითყვა ვიღაც ჯობდა შეგეცვალა ვინ ვიღაც? ანუ ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა რითმის გულისთვისაა ჩასმული უმანკოება ახლა მხოლოდ მოჩვენებაა, ვიღაც უვიცი დღეს ამ მცნებას არაფრად აგდებს და ათამაშებს ისე,როგორც თავის ნებაა, ქუჩაში აგდებს ისტორიას, ვით ქუჩის ძაღლებს,
მადლობ რომ წერ და ასე კარგი ხარ და ისევ რჩევაზე გადავალ აქ სითყვა ვიღაც ჯობდა შეგეცვალა ვინ ვიღაც? ანუ ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა რითმის გულისთვისაა ჩასმული
4. მაკუნია, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, და საკმაოდ კარგადაც გიჭრის კალამი, მაგრამ... მაგრამ არის ერთი მაგრამ... არ არის ეს ”შენი” თემა, ზოგდად, არც ლექსის თემაა ეს, რაც ამ ლექსში წერია... (სწორად გამიგებ, დარწმუნებული ვარ!) კაცობრიობას ჰყავს თავისი გამკითხავი და გადამრჩენი, ჩვენზე ბევრად უფრო ძალმოსილი! (რთული მისიაა ძალიან და უმაგისოდ არ გამოვა ეგ ამბავი)
თემა - მაკუნია! პირველი და მთავარი ამ ლექსიდან გამომდინარე და მიხედე მერე, შეგიძლია წერა! მაკუნია, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, და საკმაოდ კარგადაც გიჭრის კალამი, მაგრამ... მაგრამ არის ერთი მაგრამ... არ არის ეს ”შენი” თემა, ზოგდად, არც ლექსის თემაა ეს, რაც ამ ლექსში წერია... (სწორად გამიგებ, დარწმუნებული ვარ!) კაცობრიობას ჰყავს თავისი გამკითხავი და გადამრჩენი, ჩვენზე ბევრად უფრო ძალმოსილი! (რთული მისიაა ძალიან და უმაგისოდ არ გამოვა ეგ ამბავი)
თემა - მაკუნია! პირველი და მთავარი ამ ლექსიდან გამომდინარე და მიხედე მერე, შეგიძლია წერა!
2. ვუარყავით-უარვყავით!!
ლექს მოწონება +2 ვუარყავით-უარვყავით!!
ლექს მოწონება +2
1. მაკუნია კარგია! :) მაკუნია კარგია! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|