ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2010


ქალს

გაზაფხულის მოსვლას მინდა შეგადარო,
პატარა ბეღურავ, ტოტზე შემომჯდარო,
ზამთარ გადავლილო და შეციებულო,
მაინც მოჟღურტულეს შენ გეტრფის სამყარო.
იავ, მინდვრის პირას ნაზად გაფურჩქნულო,
შენს სილამაზეს არსად ჰყავს ბადალი,
ყელმოღერებულო ბიბინა ბალახში,
მხოლოდ, გაზაფხულის მოსვლის ხარ სადარი.
მთის ფერდზე მოჩუხჩუხე პატარა ნაკადულო,
სიამაყით და სიცელქით განთქმულო,
კლდეებთან მომდგარო ჩანჩქერად აღმართულო,
გაზაფხულის მოსვლავ და, თვით გაზაფხულო.
ნუშის და ტყემლის ფოთოლთა სურნელო,
მერხცხლის კამარავ ღრუბლებში შეკრულო,
როგორ იცხოვროს გულმა უშენოდ,
რომ არ უყვარდე არ გიერთგულოს.
ტოტზე შემომჯდარო ჯღურტულა ბეღურავ,
მსურს, შენ ერთადერთს მოგიძღვნა სამყარო,
იავ გაფურჩქნულო,ჩუხჩუხა ნაკადულო,
გაზაფხულის მოსვლას მინდა შეგადარო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები